საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 12:38

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. შეწყალების სახელმწიფო კომიისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და 3 არასრულწლოვანია.   226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.

 

მექსიკის ციხეში დაპირისპირებას 52 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:52
მექსიკის ქალაქ მონტერეის ციხეში ნარკოკარტელებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ციხის გარეთ, პოლიციასა და პატიმრების ოჯახის წევრებს შორისაც მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილი მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ციხის ადმინისტრაციას აკისრებენ. ინციდენტი რომის პაპის მექსიკის ერთ–ერთ ციხეში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

ვადაზე ადრე საპყრობილეს 15 პატიმარი დატოვებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 იანვარი 2016 16:36

ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ გლდანის ციხეში მიმდინარე სხდომაზე ამ დრომდე 15 საქმე განიხილა და თხუთმეტივეს შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სხდომაზე ზეპირი გასაუბრებები მიმდინარეობს იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულების მიმართ გაჩნდა გარკვეული შეკითხვები, რისი დაზუსტებაც ხდება მიმდინარე სხდომაზე. რაც შეეხება დადებითაც გადაწყვეტილ საქმეებს, ეკა ბესელიას თქმით, ზოგ მსჯავრდებულს, რომელსაც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება კანონით ეხება, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა, ზოგს კი, სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი რეჟიმით. "ათზე მეტ მსჯავრდებული კი საბჭოს გადაწყვეტილებით სრულად გათავისუფლდება. მე მინდა ვუსურვო მათ, არ დაბრუნდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


პენიტენციურ დაწესებულებას თამარ ჭოხონელიძე ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 18:04

N12 პენიტენციურ დაწესებულებას მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და მუსიკოსი მაია ჯამანაშვილი ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს.

მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა, მსჯავრდებულებთან თავისი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით წინასაახალწლოდ გაიმართა.
შეხვედრაზე თამარ ჭოხონელიძემ მსჯავრდებულებს თავისი სიმღერების ალბომი და მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
თამარ ჭოხონელიძემ და მაია ჯამანაშვილმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაც დაათვალიერეს და მსჯავრდებულებთან ერთად საგალობელი შეასრულეს.

„ჩვენ ყველას ჩვენი ცოდვები გვაქვს, რომელზეც პასუხი სხვადასხვა სახით უნდა ვაგოთ. ყველაზე ძალიან დამამშვიდა იმან რომ აქ არის ტაძარი, რომელსაც მსჯავრდებულები უვლიან და ლოცულობენ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი აქედან გამოვლენ სრულიად სხვა ადამიანები იქნებიან. ბედნიერი ვიქნები თუ ცოტათი მაინც შევუმსუბუქე მათ დღევანდელი დღის პატარა მონაკვეთი. ვხედავ რომ სხვა დრო დადგა და სრულიად სხვა დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მადლობა დირექციას და თითოეულ თანამშრომელს. სიყვარულით სავსე მივდივარ.“ - განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.

მსჯავრდებულებმა თამარ ჭოხონელიძეს საახალწლო საჩუქრად მათ მიერ დაწერილი ხატი და საეკლესიო ნივთები გადასცეს.

უსუფაშვილის და ღარიბაშვილის კომენტარი-პატრიარქის ინიციატივაზე შეიწყალოს პატიმრები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:43

არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას. 
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მცირედ გაუგებრობას აქვს ადგილი. "ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით - შეწყალება. არ მახსენდება, შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შეწყალება ეს სასიამოვნო უფლება არ არის. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთის გადაცემაზე ან გაყოფაზე. არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერს უწმინდესმა თხოვნით მიმართა, ხელისუფლებამ განიხილოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხი. როგორც ცნობილია, მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. 
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გიორგი მარგველაშვილმა პატიმრები შეიწყალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 10:42

საქართველოს პრეზიდენტმა პატიმრების მორიგი შეწყალება განახორციელა. ამასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პრესკონფერენციას გამართავს.
ჯერ არ კონკრეტდება, რამდენ მსაჯვრდებულს შეეხო საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება. 
დეტალები ზვიად ქორიძის პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. 

გლდანის ციხეში პატიმრები შიმშილობენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 16:43

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტრო გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებთან/ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება უტარდებათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ მოშიმშილე მსჯავრდებულები/ბრალდებულები სხვადასხვა მუხლების საფუძველზე იმყოფებიან პატიმრობაში და მათი პროტესტი კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარეობს.

მოშიმშილეების ნაწილი არ აღიარებს ბრალს, მოითხოვს სამართლიანი სასამართლოს ჩატარებას, ნაწილი - საქმის გადახედვას, ნაწილი კი პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინულმა და პრორუსულმა მხარეებმა პატიმრები გაცვალეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 13:10

პატიმრების გაცვლა განხორციელდა უკრაინის სამთავრობო არმიასა და პრორუს სეპარატისტებს შორის.  შეთანხმების ასფუძველზე, ორივე მხარემ ერთმანეთთან 12 სამხედრო პირი გაცვალა. დონეცკის ოლქის პოლიციის სპიკერის, ვიქტორ ანოსოვის განცხადებით, ეს ოფიციალური კიევისა და პრორუს მებრძოლებს შორის დაკავებულთა გაცვლის პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ურთიერთნდობის საფუძველზე განხორციელდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტისა, უცხოური მედიის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე სროლის ხმა რამდენიმეჯერ მაინც გაისმა. უკრაინამ და პრორუსულმა მხარემ გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დაიცვას პირველი სექტემბრიდან. გარდა ამისა, მათ უნდა გაცვალონ ინფორმაცია რეგიონებში არსებული სკოლებისა და მათთან მისასვლელი გზების შესახებ, რათა მოსწავლეებმა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური