Human Rights Watch: თურქეთში გამოცემული კანონის ძალის მქონე განკარგულებები წამებას ამარტივებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 11:37

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი თურქეთის ხელისუფლებას პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 47 გვერდიანი ანგარიში შეიცავს გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ციხეებში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის 13 შემთხვევის აღწერას, მათ შორის სახელდება წამება, უძილოდ დატოვება, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.
HRW-ს ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორის ჰიუ უილიამსონის განცხადებით, თურქეთის მთავრობის მიერ წამების წინააღმდეგ თავდაცვითი ზომების გაუქმება სამართალდამცველებს პატიმრების სურვილისამებრ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის საშუალებას აძლევს.
″ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც იმას გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი სამართალდამცველი ზუსტად ასე მოქმედებს. თურქეთის მთავრობამ ეს მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზომები ისევ უნდა აღადგინოს.″- განაცხადა მან.
კანონის ძალის მქონე ბრძანებულებაში არსებული ერთ-ერთი მუხლის საშუალებით სახელმწიფო მოხელეები, ამ დავალებების შესრულების დროს ჩადენილი ყოველგვარი ქმედების პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. გარდა ამისა, თურქეთის ოფიციალური პირების მიერ გაეროს წამების საკითხებში სპეციალური მომხსენებლის ვიზიტის თავიდან აცილებაც, წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ვალდებულებებთან დაკავშირებით სერიოზულ ეჭვებს ბადებს.
საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პატიმრების უმრავლესობას ციხეში მომხდარ მოვლენებზე საუბრის ეშინიათ.
ანგარიშზე მუშაობის დროს, HRW-ის თანამშრომლები 40 ადვოკატს, უფლებადამცველს, ყოფილ პატიმარსა და სასამართლო ექსპერტიზის ექიმს გაესაუბრნენ.
წყარო: https://www.hrw.org/tr/news/2016/10/25/295598

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური