ქვეყანაში შობადობა იზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 16:40

ქვეყანაში შობადობა იზრდება. დინამიკა წელსაც შენარჩუნებულია. 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით, მომატებული მაჩვენებელია. 

შემცირებულია ახალშობილთა გარდაცვალებისა და აბორტების რაოდენობაც. დემოგრაფიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგებს ელოდებიან, სადაც დეტალური მონაცემები აისახება დემოგრაფიულ პროცესებზე. 

ძმარმჟავის დამწვრობით 9 თვის ბავშვი დამწვრობის ცენტრში მკურნალობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 15:59

9 თვის ბავშვს შემთხვევით ძმარმჟავა გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის ქიმიური დამწვრობა მიიღო.
როგორც  იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, პატარას ქიმიური დამწვრობის შედეგად მუცლისა და ბარძაყის არე დაეწვა.
„პაციენტი დამწვრობის ცენტრში ქიმიური დამწვრობით შემოიყვანეს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, პატარა ბიჭუნას ძმარმჟამავა სხეულზე შემთხვევით გადაესხა, რის შედეგადაც სხეულის მე-2-3 (ა) ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამჟამად ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებს გუგა ქაშიბაძე. შემთხვევა თბილისში მოხდა.

" სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე, ის ახლა ჩემი შვილია"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 11:15

"მე მეეზოვე ვარ,უფრო ქართულად მე მენაგვე მქვია. დილას 5 საათზე ვდგები, შვილს პირჯვარს გადავსახავ და მოხუც ბებიასთან ვტოვებ დაძინებულს,ჩემ გარეთ გასვლას მხოლოდ თუთიყუში იგებს.ხუთი წელია ფორთოხლისფერი ვარ და მზეზე ადრე ვესალმები ხეებს,ქუჩებს და ზოგადად დედამიწას,სანამდეც თვალი მიმიწვდება ყველას გამარჯობას ვეუბნები.ადამიანებს ყველას ჩვენ ჩევენი საქმე გვაქვს,ისინი დადიან და ნაგავს ყრიან,მე ამ ნაგავს ვაგროვებ ,ურნაში ვყრი და თან გულში მეღიმება,არასოდეს არ დაყრის მენაგვის შვილი ძირს ნაგავს, შვილს გეფიცებით. ხეები დგანან და ბოდიშს მიხდიან თავდახრილები,რა მათი ბრალია სიბერეში ხელიდან რომ უვარდებათ ყველაფერი,მიპატიებია ,ერთადერთი ხეებისთვის მიპატიებია ეს ფოთოლცვენა...ქუჩაში ძაღლადაც არავინ მაგდებს,მეზობელმა რომ ჩამიაროს ,არაფრით გამარჯობას არ იტყვის,ზოგს ჩემი ჭუჭყიანი ტანსაცმელი აშინებს,ზოგს ჩემი ბინძური ცოცხი,ზოგს წვერი,ამ წვერის გამო კი ჩემმა ხუთი წლის შვილმა თოვლისბაბუასავით მამიკო შემარქვა ...ვაგროვებ ნაგავს და ვფიქრობ ლოგინში დატოვებულ შვილზე,მოხუც დედაზე და ცხრა საათზე,მოასწრეს თუ არა ბაღისთვის მომზადება.წესით მენაგვის შვილები არ უნდა იგვიანებდნენ ბაღში და სკოლაში...
ვისაც არ უნდა შეხედო ყველას სიბრალულის ან ზიზღის გამოხატვა შეუძლია ჩემს მიმართ,სითბოს ვერავის შენიშნავ თვალებში,მარტო ქუჩის ძაღლები მილოკავენ ჩექმებს,ისიც სანაგვეზე გადაგდებული საკბილო თუ გავუწილადე...
მე მეეზოვე ვარ...მეეზოვეს ქართულად მენაგვეს უძახიან და ნაგავის სუნი ასდის...
მე კიდევ ხუთი წლის წინ სანაგვეზე ჩვილი ვიპოვე,ის ახლა ჩემი შვილია და მე ყოველდღე მადლობას ვწირავ უფალს რომ ადამიანებს შვილის გადაგდებაც შეუძლიათ სანაგვეზე..."

 

როგორ ტირის ბავშვი სიმღერაზე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 01 სექტემბერი 2015 15:04

ბავშვები ზოგჯერ ბევრად უკეთ და სიღრმისეულად შეიგრძნობენ ხოლმე სილამაზეს, სიმღერას, უბრალოდ მელოდიას, ვიდრე უფროსები. იხილეთ ვიდეო და თავად დარწმუნდებით ამაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური