თბილისში ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 12:22

სასტუმრო რედისონ  ბლუ ივერიაში  19 მარტს 11:00 საათზე  გაიმართა  ფრანგული კომპანია “მექსელის“ პრეზენტაცია. ღონისძიებაზე  მოწვეული იყვნენ როგორც   სამთავრობო უწყების,  ასევე  უმსხვილესი ქართული კომპანიების წარმომადგენლები. პრეზენტაციას ესწრებოდა   საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინი  ელჩი საქართველოში - მისი აღმატებულება ბატონი პასკალ მენიე.

ფრანგული  კომპანია „ მექსელმა“  საზოგადოებას  წარუდგინა  ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭირო პროდუქცია - საწვავის დანამატი. კერძოდ,  ბენზინის-MexMogas-EVO და  დიზელის- MexDiesel- EVO  დანამატები.  პროდუქცია   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა  წარმოებული და უზრუნველყოფს საწვავის ხარისხის შენარჩუნებას,  წვის პროცესის გაუმჯობესებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მისი გამოყენებით მცირდება  მავნე ნივთირებების გამოყოფა, მათ შორის CO2-ის.

კომპანია „მექსელი’’ დაარსდა საფრანგეთში 1990 წელს, ფლობს ლაბორატორიას, საინჟინრო მოწყობილობებს  და გააჩნია  ISO-ს სერტიფიკატი (ISO 9001).

2012 წლიდან კომპანიის საქმიანობა  კანომდებლობით არის რეგულირებული.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ კომპანია „ექსპერტო კონსალტინგი“.

 

 

პასკალ მენიემ მამუკა ბახტაძეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მილოცვა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:02

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური მილოცვა გადასცა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღინიშნა ეკონომიკური კავშირების მასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა.

საფრანგეთის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ხაზი გაესვა ბიზნესებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოში ფრანგული ინვესტიციების განხორციელებას.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ფრანგმა დიპლომატმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას და ნდობის აღდგენას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს, რომ მის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოში ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება, რის შესახებაც შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ცოტა ხნის წინ გაფორმდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური