შეუერთდით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას - განაცხადების მიღება დაწყებულია!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აგვისტო 2018 18:29

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ (YEAs)  იწვევს 18-25 წლის ახალგაზრდებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან განაცხადების შესატანად იმისათვის, რომ შეუერთდნენ საერთაშორისო ახალგაზრდულ მოძრაობას.  განაცხადები მიიღება 2018 წლის 12 სექტემბრამდე. სულ შერჩეული იქნება ინიციატივის 100 ახალი მონაწილე.

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც  სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ ენას და არიან ევროკავშირის ან აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის მოქალაქეები. ისინი იცნობენ ევროკავშირის საქმიანობას საკუთარ ქვეყანაში და დაინტერესებულები არიან საკუთარ ქვეყანასა და ევროკაშირს შორის პარტნიორობის იდეის პოპულარიზაციით.

"ახალგაზრდა ევროპელი ელჩების" ინიციატივაში მონაწილეობამ ჩემთვის უფრო მკაფიო გახადა მისი, როგორც ღია პლატფორმის მნიშვნელობა იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. ეს ყველაფერი ერთად საერთო ევროპულ მომავალს ჰქმნის", - ამბობს ნინო გოზალიშვილი.

წარმატებული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან შერჩევას,  ჩაერთვებიან სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომლებიც ორიენტირებულია დიალოგის განვითარებაზე  სხვა ქვეყნების ახალგაზრდობასთან; ისინი ასევე იქნებიან საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობის წარმომადგენლები საზღვარგარეთ. ისინი გაუზიარებენ სხვებს გამოცდილებას და ცოდნას ევროკავშირის პროგრამების და ინიციატივების შესახებ, განიხილავენ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საკითხებს, განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს საკუთარი ქვეყნების და მთელი რეგიონის მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არიან „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის წამყვანი ძალა, რომელიც დღესდღეობით 3300 აქტიურ წევრს აერთიანებს.

 „ახალგაზრდა ევროპელი მეზობლების“ ქსელის მიზანია გაზარდოს სოციალურად აქტიური ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ინფორმირებულები არიან ევროკავშირის პროექტების და ინიციატივების შესახებ საკუთარ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე ხელი შეუწყოს აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ახალგაზრდების თანამშრომლობას. ქსელმა საქმიანობა დაიწყო 2016 წლის ივნისში პროექტის „EU NEIGHBOURS east“  ფარგლებში.

ინიციატივა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის „ღია სამეზობლო - პარტნიორული კავშირების გაძლიერება კომუნიკაციის გზით: ადამიანებს შორის ურთიერთობა აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით“ („EU NEIGHBOURS east“) ნაწილს.

დამატებითიინფორმაცია:

https://www.euneighbours.eu/en/east/eu-in-action/youth/learn-more-get-involved

https://www.facebook.com/groups/1762832023967493/

შემოიტანეგანაცხადიდაგახდიახალგაზრდაევროპელიელჩი:

https://docs.google.com/forms/d/1_VkQcLOGEIwOcYs0WD02zB2Okq6z7ZK8iTGV0u4FS-I/viewform?edit_requested=true

ევროკომისრები ჰანი და გაბრიელი ბელარუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგში იღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 ივნისი 2018 00:08

ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი და ევროკომისარი ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი 21-22 ივნისს მინსკში, ბელარუსში, მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-10 არაფორმალურ პარტნიორულ დიალოგში. ისინი განიხილავენ თანამშრომლობას ინიციატივის „20 შედეგი 2020 წლისთვის“ ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ჩატარებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ; გარდა ამისა, განხილული იქნება თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები ციფრული ეკონომიკის სფეროში ექვსი პარტნიორული ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ციფრულ საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებთან ერთად.  21 ივნისს ევროკომისრები ხვდებიან ბელარუსის რესპუბლიკის კომუნიკაციების და ინფორმატიზაციის მინისტრს სერგეი პოპკოვს და იხილავენ ციფრულ სფეროში თანამშრომლობის გზებს, კერძოდ, კიბერუსაფრთხოების მდგრადობის სფეროში, შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ პლენარულ სხდომაში ფართოზოლოვანი კავშირის ხელშეწყობის და რეგიონში როუმინგის ტარიფების მოგვარების საკითხებზე.

პარასკევს ევროკომისარი ჰანი ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმერ მაკეისთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რომელზეც განხილული იქნება საქმის ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და საგარეო ინვესტირების გეგმა. ვიზიტის განმავლობაში მას ასევე ექნება ორმხრივი შეხვედრები ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, მინისტრებთან მაკეისა და პოპკოვთან; ევროკომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ეკონომიკის და ციფრული ეკონომიკის სექტორებიდან. ვიზიტის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა ხელმისაწვდომია ვებგვერდზე EbS.

 

ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 16:27

ევროკავშირი ხელს უწყობს ციფრული  საზოგადოების განვითარებას აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ქვეყნებში 

ახალი პრიორიტეტები 2020 წლამდე

EU4DIGITAL

უკეთესი ციფრული გარემო

სატელეკომუნიკაციო წესები, მათ შორის საერთო როუმინგის სივრცე

ინოვაციების მხარდაჭერა და სტარტაპები

საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევა

ციფრული უნარები

ელექტრონული სერვისების ძირითადი ელემენტებით უზრუნველყოფა 

ელექტრონული იდენტიფიკაცია

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი

კიბერ  უსაფრთხოება

მოქალაქეებისადაბიზნესმენებისთვისელექტრონულისერვისებისგანვითარება

ელექტრონული ვაჭრობა, ელექტრონული საბაჟო, ელექტრონული კომერცია, ელექტრონული ლოჯისტიკა

ელექტრონული დემოკრატიის აპლიკაციები მთავრობებისთვის

ელექტრონული ჯანდაცვა

 

ძირითადი აქცენტები:

 

  1.  სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვას რესპუბლიკასა  და უკრაინაში როუმინგის ტარიფების შემცირება.
  2. მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ელექტრონული სერვისების განვითარებას ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის.
  3. 3.      უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა ახალ ციფრულ ინდუსტრიებში.

 

სხვადასხვა  ქვეყნის  მაგალითები

 

სომხეთი

ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციის, ელექტრონული სამოქალაქო რეესტრის, ელექტრონული პოლიციის, ელექტრონული ნოტარიუსის, ელექტრონული პენიტენციალური სისტემის, ელექტრონული მოქალაქისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მართვის სისტემების განვითარება

 

აზერბაიჯანი

საჯარო სექტორისათვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისების  განვითარება, ელექტრონულ კომერციაზე აქცენტით

 

ბელორუსი

ავტომატური ვიდეო-კონტროლის სისტემების დანერგვა „ნოვაია ჰუტა-ნოვი იარილოვიჩი“ საზღვარზე

 

საქართველო

ელექტრონული  დემოკრატიისა  და  ინფორმაციული უსაფრთხოების  გამოცდილების გაზიარება   ელექტრონული  მმართველობის  ხელშეწყობისა  და  მოქალაქეთა ელექტრონული  სერვისების  განვითარებისათვის

 

მოლდოვა

საკომუნიკაციო ქსელების გაუმჯობესება და საზღვრის  მართვის  ელექტრონული სისტემების განვითარება

 

უკრაინა

ფინანსური სექტორისთვის ახალი ინტეგრირებული ონლაინ სისტემების უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ელექტრონული მმართველობის გადაწყვეტების შეთავაზება

 

რეგიონული მასშტაბით

 

EaP Connect

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად

€ 13 მილიონი

პროქტის ხანგრძლივობა:  2015-2020წწ.

 

  • ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის მაღალსიჩქარიანი ციფრული კავშირების გაუმჯობესება
  • გლობალურ კვლევებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივი მეცნიერებისათვის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის
  • აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში კვლევითი და საგანმანათლებლო ქსელის განვითარება
  • Wi-Fi- ს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის
  • სარგებელი ორ მილიონზე მეტი მეცნიერის, აკადემიკოსის და სტუდენტისათვის 700-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან  

 

www.eapconnect.eu

ვიდეოს ნახვა შესაძლებელია აქ : http://nwsr.eu/rkryuqOkZ [1] [1]

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური