თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან-ლევენთ გუმრუქჩუ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 12:03

თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, მისი ქვეყანა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხოლო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოსაზრებების გავრცელება იმის შესახებ, რომ თურქეთი აჭარის რეგიონის მიერთებას აპირებს უცოდინარობის ან მიზანმიმართული პროვოკაციის გამო ხდება. აღნიშნულ განცხადება თურქმა დიპლომატმა ერთ ერთ სატელევიზიო გადაცემაში გააკეთა- ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავით-ოღლუს განცხადებას შეეხებოდა, რომელიც მან თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გააკეთა და რომლის მიხედვითაც, თურქეთი აშენებს ახალ ოსმალეთის იმპერიას, რომლის საზღვრებში იქნება აჭარა.

"მეუბნებიან, როდის შეუერთდება აჭარა თურქეთს. არ ვიცი, ასეთი რამ არ მოხდება. საიდან მოდის საერთოდ ასეთი იდეები? – ალბათ, უცოდინრობის გამო ან გარკვეული პროვოკაციებიდან გამომდინარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება, რაც შეეხება დავით ოღლუს განცხადებას. მაშინ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მსგავსი რამ არ უთქვამს. თურქეთი პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მეგობრული ქვეყნისას, როგორიც არის საქართველო. რაც შეეხება საქართველოს და აჭარას, ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ არაერთგზის ვაჩვენეთ საქართველოს და დავუმტკიცეთ, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საქართველოს მთლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, როგორც – თურქეთის ერთიანობა.

"ეს ცხადია და ბუნებრივია, რადგან ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი: თურქეთის ინვესტიციები არის საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ჰუმანიტარული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბიზნეს-აქტიურობა ძალიან გავრცელებულია აჭარაში", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე საქართველოს ისტორიულ პარტნიორად აღიარებს.

"გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან, რომელიც ცდება სწორედ მხოლოდ სავაჭრო პარტნიორობას და ასევე, სხვა პროექტებზე, რომელიც არის თბილისი-ყარსის და ბაქო-ჯეიჰანის პროექტები, არა მგონია, რომ არსებობდეს თურქეთში ვინმე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს გარკვეული ტერიტორია შეიძლება ეკუთვნოდეს თურქეთს და ის ნდობა, რომელიც ჩვენ განვავრცეთ და გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი გვაქვს, პასპორტიც კი არ სჭირდება საზღვრის გადაკვეთას. ყოველ წელს 6 მილიონი საქართველოს მოქალაქე კვეთს თურქეთის საზღვარს. თურქეთს არ აქვს არანაირი ამბიცია არც დომინაციის, არც არანაირი სხვა ამბიცია. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმატში 24 საათის რეჟიმში, რათა სწორედ ვარშავის მინისტერიალზე დაფიქსირდეს. ამას მხოლოდ საქართველოსთან კარგი ურთიერთობის გამო კი არ ვაკეთებთ, არამედ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება თურქეთისთვის მომგებიანი", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ამ წუთებში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 10:53

"აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრა დაიწყო ამ წუთებში თბილისში. 

ცნობილია, რომ შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკური კომპონენტის გარდა, ჯანდაცვის საკითხებზე სექტორული დიალოგის ფორმატში გაკეთდება აქცენტი. შეხვედრას ესწრება ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განმარტებები გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, მთავარი თემები იქნება ჯანდაცვის საკითხები და ის, თუ როგორ სრულდება საერთაშორისო რეგულაციები და ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხები საქართველოში.

„შეხვედრის მთავარი ამოცანაა, რომ ის გამოცდილება, რაც აქვთ რეგიონის ქვეყნებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ის გამოწვევები, რაც ყველა ქვეყნისთვის ერთიანია, ერთმანეთს გავუზიაროთ. არსებობს ასეთი დოკუმენტი, რომელიც მიღებულია 2005 წელს, რომლის სახელწოდებაა - ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციები, შინაარსობრივად ეს მოიცავს იმ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომლებზეც უნდა იმუშაოს ყველა ქვეყანამ,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

"ევროპა საქართველოს უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს"-ტონი ბლერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 10:43

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ტონი ბლერის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროპამ მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა განიხილოს.
როგორც ბლერმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ უნდა გააგრძელოს ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებები. ყოფილმა პრემიერმა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს არჩეული გზით სიარული. განსაკუთრებით კი, იმ კუთხით, რომელიც ევროპასთან მოლაპარაკებებს შეეხება. ჩემი აზრით, ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი სიგნალი თქვენთვის. ამასთანავე, გარკვეული წახალისებაც.
ყველამ იცის, რომ თქვენ ხართ მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილში, თქვენზე ძალიან ბევრი ზეწოლაა, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჩემი აზრით, ევროპა უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს და მის მომავალს“, – განაცხადა ტონი ბლერმა.

გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ბრიუსელში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:50

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გერმანიის შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. შეხვედრას ევროკავშირის ქვენების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გარდა, ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სხდომა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პატრიკ დე რუზიემ გახსნა. შეხვედრაზე მისიის მეთაურებმა სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ შტაბების უფროსებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდეს.

გაიმართა დისკუსია მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სომალიში მიმდინარე მისიების სამომავლო გეგმებზე, ხაზგასმით აღინიშნა უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მიღწეული პროგრესი.

„განვიხილეთ მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, ძირითადად ეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას ეხება. ასევე შევეხეთ ლტოლვილების საკითხებსა და კონფლიქტებს, რაც რთულ და კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს. ბრიუსელში გერმანიიდან ჩამოვედი, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. დავესწარი ნატოს  სახმელეთო ძალების სარდლების კონფერენციას, სადაც რეგიონსა და მსოფლიოში არსებული საფრთხეები განვიხილეთ. სამხედროთა შორის ეჭვიც არ არსებობს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოს წევრი. სამწუხაროდ, ყველაფერს სამხედროები არ წყვეტენ ამ ცხოვრებაში, აქ პოლიტიკურ მხარესაც აქვს თავისი სათქმელი. თუმცა, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეც მალე დადგება იმიტომ, რომ ნებისმიერ სამხედრო ხელმძღვანელის გამოსვლაში აუცილებლად ჩანს საქართველოს მხარდაჭერა და აღიარება, რომ ნატოში არ თვლიან საქართველოს არანატოს ქვეყანად,“ - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

ერთობლივ სესიაში, საქართველოს გარდა, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილე ქვეყნები - მოლდოვა, მონტენეგრო, ნორვეგია და სერბეთიც მონაწილეობდნენ.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური