განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

„ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი  იყო.

გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო   საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

თამარ ჟვანიამ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:05

ამ წუთებში, ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარლამენტს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააცნო. მან პარლამეტს, საარჩევნო ოქმები, არჩევნების შედეგების მასალები, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია  წარუდგინა, რომელიც დროებით სამანდატო კომისიას გადაეცა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:54

ამ წუთებში, ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე უძღვება. არველაძის თქმით,  დღევანდელ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება.

თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა გაცემული დაპირების შესასრულებლად, - პრეზიდენტი უმრავლესობას მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:49

"მივმართავ მმართველ პარტიას -  თქვენ დღეს გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველ ყოვლისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლად მონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან,“  ასე მიმართა მე-9 მოწვევის პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს , - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:42

”საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს  და გადახედვას საჭიროებს. მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი ამ დოკუმენტის დახვეწისას იქნება, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება. ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა აუცილებელი,” - აღნიშნული განცხადება   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა. 

დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:04

„დღეს  ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. „ქართულმა ოცნებამ“ აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ჩვენ, როგორც პოლიტიკური გუნდი, მზად ვართ იმისთვის, რომ ეს პასუხისმგებლობა ცხოვრებაში დავიყვანოთ კეთილდღეობამდე და სწრაფ განვითარებამდე. ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და  ვაპირებთ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ მხოლოდ ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ქვეყნის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ მომავალ ოთხ  წელიწადში მნიშვნელოვანი დოვლათი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში,“ - აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ქუთაისის პარალმენტში მისვლისას ჟურნალისტებთან საუბრისას გააკთა.

 

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 11:30

რამდენიმე წუთში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნება.  ქუთაისში პარლამენტის წინ კი  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აქციის ორგანიზატორები  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის "თეთრი ხმაურის," "აუდიტორია 115-ის" და "ადამიანის უფლებათა და სწავლების ცენტრის"  წარმომადგენლები არიან.

მათი მოთხოვნა  ნარკოპოლიტიკის შეცვლა, ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, განათლების რეფორმის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებაა.

 

მე-9 მოწვევის პარლამენტში მუშაობა უფრო საპასუხისმგებლოა, - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:52

"ვფიქრობ, მე-9 მოწვევის პარლამენტში მუშაობა უფრო საპასუხისმგებლოა. იურიდიული კომიტეტი მზად იქნება ღიაობისთვის ყველა ორგანიზაციასთან. გავაგრძელებთ მუშაობას ახალ ნარკოპოლიტიკაზე და იმ სისხლის სამართლის საკითხებზე, რომელიც ეხება ფარულ მოსმენებს“, - აღნიშნული განცხადება "ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს დაიწყებს მუშაობას.

 

მე არ ვიქნები ჩასაფრებული ოპოზიციაში, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:47

„მე არ ვიქნები ჩასაფრებული ოპოზიციაში, მაგრამ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნები დაინტერესებული იმაზე ფიქრით, თუ რა ხდება, რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ მიიღება. ამით მინდა იმას გავუსვა ხაზი, რომ ახლა უკვე მომავალზე უნდა ვიყოთ ყველა ორიენტირებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შეიქმნა, ვინც სად აღმოვჩნდით ამ პოლიტიკური პროცესის შემდეგ“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას  განაცხადა.

ჩვენი 6 დეპუტატი მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს, - ირმა ინაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 10:39

„არსებობს  მოსაზრება, რომ 6 დეპუტატი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, პრაქტიკულად ასეა, როცა არის საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენი  6 დეპუტატი  მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს. ჩვენ ვიქნებით ქართველი ხალხის ხმა პარლამენტში. რაც შეეხება ვიცე–სპიკერის პოტს, ვიღაცას მოწონხარ, მხარს დაგიჭერს, ვიღაცას არ მოწონხარ და არ დაგიჭერს. თუ მხარს დაგვიჭერენ, გაგვიხარდება,“ – ამის სესახებ პარლამენტში მისულმა "პარტიორთა ალიანსის' ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური