„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში სამი ახალი წევრი ეყოლება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 14:52

პარლამენტში 3 ახალი წევრი შევა. მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად,  კახა კალაძისა და გიორგი გახარიას მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მოუწევთ.  საკანონმდებლო ორგანოში ვერც გიორგი კვირიკაშვილი ვერ იმუშავებს, შესაბამისად „ქართულ ოცნებას“  პარლამენტში სამი ახალი წევრი ეყოლება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ: გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე.

აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას? - გიორგი ტუღუშის კითხვა ირაკლი კობახიძეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:52

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთან ოპოზიციის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ.

”წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ იყავით ჩვენი პარტიის არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი, არამედ გამოირჩეოდით განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილით. როგორც პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციასთან ურთიერთობა. თვლით თუ არა, რომ ის რიტორიკა და ლექსიკა, რომელსაც თქვენ ხშირად იყენებდით ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, თქვენთვის, როგორც მომავალი პარლამენტის თავმჯდომარისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია და აპირებთ თუ არა ამ რიტორიკის შეცვლას როგორც პარლამენტის თავმჯდომარე," - ამ კითხვით მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ, - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:44

"დავიცავ საქართველოს ინტერესებს და მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოს წინსვლას მოვახმარ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 15:29

მე-9 მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ შეიქმნა, რომელსაც ხაშურის მაჟორიტარი, „მრეწველი“ სიმონ ნოზაძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტის 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერი კი არჩილ თალაკვაძე იქნება.

მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:50

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას.

"ვეთანხმები პრემიერმინისტრს რომ, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი  განათლება უნდა იყოს. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, განათლებულ და თავისუფალ საზოგადოებასთან ერთად გავივლით გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ  მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.

„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა ამას ვცეთ პატივი, - ზაქარია ქუცნაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:26

"საქართველოს დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი? კონსტიტუციაში არ წერია, რომ დედაქალაქი არის სხვა ქალაქი. პატივი ვცეთ ათეულობით და მილიონობით იმ ადამიანს, ვინც დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა. რისთვისაც დავით აღმაშენებელი  იბრძოდა ამას ვცეთ პატივი ბოლოს და ბოლოს. ვფიქრობ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს,“-  განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა,  ზაქარია ქუცნაშვილმა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ფიცი დადეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:16

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 143-მა გაიარა.

ახლად არჩეულმა დეპუტატებმა ფიცი უკვე დადეს.

სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:57

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სულმოუთქმელად ელოდება ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, ამის სესახებ  ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან მე-9მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ისაუბრა.
" დიდი დღეა, რა თქმა უნდა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა იან კელიმ.

პრეზიდენტის მიმართვა სკოლის დირექტორის საუბარს ჰგავდა, - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:48

"როცა პარლამენტში შემოვედი, თავი სკოლაში მეგონა, პრეზიდენტის გამოსვლამ კი ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავა. მისი საუბარი სკოლის დირექტორის საუბარს  ჰგავდა. ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია. არის მიმართულები, რომელიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ,"- ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სალომე  ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიმართვასტან დაკავსირებით განუცხადა. 

პრიერიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება და დეოკუპაციაა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:33

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენა.

„ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური