ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორის საპარლამენტო ჯგუფს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 14:01

საქართველოში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართეს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივებიც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯონათან ჯანოღლიმ მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო. მისივე განცხადებით, დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან , - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 13:20

„ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთთან და დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გარღმავდეს ეს პარტნიორობა, როგორც ქვეყნებს შორის ასევე, პარლამენტთა  დონეზე. ამ მიმართლებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პარლამენტის მიერ,“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დღეს პარლამენტში "აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლებს შეხვდებიან

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 დეკემბერი 2016 11:39

დღეს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, მოძრაობა "აუდიტორია 115-ის" წარმომადგენლებთან.

მხარეები  „საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“ 45-ე მუხლის ცვლილებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

პარლამენტი დღეს დეპუტატთა ადგილმონაცვლეობის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 დეკემბერი 2016 10:03

პარლამენტი დღეს გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლეობის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელებს.

ამ თემას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც სავარაუდოდ დღესვე გავა ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნების საარჩევნო სიით პარლამენტში გუგული მაღრაძე, დავითმათიკაშვილი და გიორგი ხატიძე შედიან.

სანდრა რულოვსს კი, გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 17:58

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის დადგენილების ორ პროექტს კენჭი უყარა და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.

პირველი დადგენილების პროექტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გაგრძელდეს საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი 32 კანონპროექტის განხილვის პროცედურა. აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ცხრა საპარლამენტო კომიტეტმა მიიღო.

მეორე დადგენილების პროექტის თანახმად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული VIII მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი 9 კანონპროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელება.

დადგენილების პროექტები განსახილველად პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. ბიურო ამ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგენს.

4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 16:06

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა პარლამენტის წევრებისთვის - გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
 
საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ახალ მთავრობას და სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ - ნდობა გამოუცხადა. 

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, კახა კალაძე- ენერგეტიკის მინისტრის, ხოლო გიორგი გახარია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელს ჩაიბარებენ. სწორედ ეს გახდა მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. სანდრა რულოვსმა მეცხრე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარი თავად განაცხადა.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასკვნას წარუდგენს ბიუროს, რაც საფუძველი გახდება, რომ ბიურომ წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლიტვის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 13:10

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, გიედრიუს პუოჯუნასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და საქართველოსა და ლიტვის პარლამენტებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. 

„ლიტვისა და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებობს საპარლამენტო თანამშრომლობა თუმცა, საქართველოს მსგავსად, ლიტვაშიც ახლადარჩეული პარლამენტია. მნიშვნელოვანია პარლამენტების ახალ შემადგენლობებს შორისაც შედგეს ძალიან აქტიური თანამშრომლობა. ლიტვასთან ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც უკვე გაიარა ის გზა, რომლის გავლასაც ჩვენ ახლა ვცდილობთ. მას შეუძლია მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება. ამ მიმართულებით, ელჩთან შეხვედრისას კონკრეტულ გეგმებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ხულორდავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დასაწყისში, საქართველოში, ლიტვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი გაიმართება, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტების ძალიან მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობას ჩაუყრის საფუძველს.

დღეს პარლამენტის 4 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 10:17

დღეს პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტის ოთხი წევრისთვის   სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

დღის წესრიგის თნახმა,  საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, გიორგი კვირიკაშვილისათვის,  კახა კალაძისათვის,  გიორგი გახარიასათვის და  სანდრა რულოვსისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვენ.

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარია საქართველოს მთავრობაში გააგრძელებენ მუსაობას, სესაბამისად მათ საკანონმდებლო ორგანოში მოპოვებული მანდატის დათმობა მოუწვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა,  სანდრა რულოვმა კი უარი თქვა,  მე-9 მოწვევის პარლამენტში მუსაობაზე. 

პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.

პარლამენტში დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 10:04

პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება. 

ქუთაისში, მინისტრობის კანდიდატები თავდაპირველად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს“ შეხვდებიან, შემდეგ კი, მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. 

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის და მთავრობის შემადგენლობის განხილვა გუშინ პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა. 

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს გადაეგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 16:04

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2016-2020 - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს წარადგინა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური