რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა ამას ვცეთ პატივი, - ზაქარია ქუცნაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:26

"საქართველოს დედაქალაქი თბილისია თუ ქუთაისი? კონსტიტუციაში არ წერია, რომ დედაქალაქი არის სხვა ქალაქი. პატივი ვცეთ ათეულობით და მილიონობით იმ ადამიანს, ვინც დედაქალაქის დაბრუნებისთვის იბრძოდა. რისთვისაც დავით აღმაშენებელი  იბრძოდა ამას ვცეთ პატივი ბოლოს და ბოლოს. ვფიქრობ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა იყოს,“-  განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა,  ზაქარია ქუცნაშვილმა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებმა ფიცი დადეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 14:16

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 143-მა გაიარა.

ახლად არჩეულმა დეპუტატებმა ფიცი უკვე დადეს.

სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:57

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი სულმოუთქმელად ელოდება ახალ პარლამენტთან თანამშრომლობას, ამის სესახებ  ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებთან მე-9მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ისაუბრა.
" დიდი დღეა, რა თქმა უნდა, რადგან პარლამენტის შეკრების პირველი დღეა. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას. ჩვენ ისედაც გვაქვს საკმაოდ ღრმა თანამშრომლობა და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა", - განაცხადა იან კელიმ.

პრეზიდენტის მიმართვა სკოლის დირექტორის საუბარს ჰგავდა, - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:48

"როცა პარლამენტში შემოვედი, თავი სკოლაში მეგონა, პრეზიდენტის გამოსვლამ კი ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავა. მისი საუბარი სკოლის დირექტორის საუბარს  ჰგავდა. ცოტა არ იყოს, მისმა დამრიგებლურმა ტონმა გამაოცა, მაგრამ, ესეც გასაგებია. არის მიმართულები, რომელიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ,"- ამის შესახებ მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, სალომე  ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიმართვასტან დაკავსირებით განუცხადა. 

პრიერიტეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება და დეოკუპაციაა, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:33

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრიორიტეტად რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება, დეოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენა.

„ამ მიზნის სამსახურში მყოფ ნებისმიერ სახელმწიფო მოხელეს, ზურგს უნდა უმაგრებდეს პარლამენტის, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრელი უმაღლესი ორგანოს მკვეთრი პოზიცია. მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომის გახსნაზე ქუთაისში საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:26

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ პარტიებსა და მმართველ პარტიას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შესათანხმებლად და სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად ფართომასშტაბიანი დიალოგის განახლებას სთავაზობს.

„ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე, გასულ წელს პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად, დიალოგის დაწყება შევთავაზე. კონსულტაციებში მონაწილეობა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო, მმართველი კოალიციის გარდა, რაც რბილად, რომ ვთქვათ ჩემთვის გაუგებარი  იყო.

გთავაზობთ, განვაახლოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი, რაც უნდა გახდეს წინაპირობა ერთიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოსაყალიბებლად და ამ ხედვის გარშემო   საზოგადოების კონსოლიდაციისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ქუთაისში ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე.

თამარ ჟვანიამ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 13:05

ამ წუთებში, ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარლამენტს, საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააცნო. მან პარლამეტს, საარჩევნო ოქმები, არჩევნების შედეგების მასალები, მათი ჩატარების სისწორის, შემოსული საჩივრების თაობაზე, განცხადებები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ და პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის შესახებ დოკუმენტაცია  წარუდგინა, რომელიც დროებით სამანდატო კომისიას გადაეცა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:54

ამ წუთებში, ქუთაისში მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე უძღვება. არველაძის თქმით,  დღევანდელ სხდომას 141 დეპუტატი ესწრება.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება.

თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა გაცემული დაპირების შესასრულებლად, - პრეზიდენტი უმრავლესობას მიმართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:49

"მივმართავ მმართველ პარტიას -  თქვენ დღეს გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების შესასრულებლად - პირველ ყოვლისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად. თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან ახლად მონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან,“  ასე მიმართა მე-9 მოწვევის პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 

კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს , - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:42

”საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზები აქვს  და გადახედვას საჭიროებს. მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი ამ დოკუმენტის დახვეწისას იქნება, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება. ამიტომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა აუცილებელი,” - აღნიშნული განცხადება   საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გააკეთა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური