ავარია პარლამენტთან - მძიმედ დაშავდა ერთი ახალგაზრდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 00:47

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის წინ, მომხდარი ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

 თვითმხილველების ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგადაც ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო, სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. თვითმხილველების ცნობით, არსებობს აფეთქების საშიშროება.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბიუროს სხდომა 17 აგვისტოს გაიმართება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 18:11
პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დღევანდელი ბიუროს სხდომის დანიშვნა ერთმა კონკრეტულმა საკითხმა განაპირობა, რომელსაც კანონით დადგენილ ვადებში განხილვა სჭირდება. მისივე თქმით, უცნაურია, რომ ბიუროს სხდომას არ ესწრება ორგანიზებულად არა მხოლოდ უმცირესობა, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის ვითარებაშია, არამედ უმრავლესობაც, გარდა რამდენიმე დეპუტატისა. „როგორც გავარკვიე საორგანიზაციო დეპარტამენტში, რაიმე შეტყობინება იმის თაობაზე, ვინ რატომ არ გვესწრება არ შემოსულა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ბატონ გია ვოლსკისთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, რომელთან ერთადაც გავიარეთ ის საკითხი, რაზეც დღეს უნდა შევკრებილიყავით და შევჯერდით, რომ სწორედ დღეს, ბიუროს სხდომა მოგვეწვია. ასე, რომ საქმის კურსში იყო ყველა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ბიუროს სხდომას ვერ ჩავატარებთ, იმიტომ, რომ კვორუმთან ახლოსაც კი არ ვართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, 15:00 საათზე ბიუროს სხდომის დანიშვნის შესახებ.

მე ვიღებ გადაწყვეტილებას, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 16:15
"მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ კიდვე ერთხელ ვცადოთ ბიუროს შეკრება ზეგ, 15:00 საათზე. იმედია, კოლეგები ჩვენ დაგვიკავშირდებიან და შეგვატყობინებენ მაინც დღეს მათი არყოფნის მიზეზს. ასევე, თავიანთ პოზიციას ამცნობენ საზოგადოებასაც და და იმ ხალხსაც, ვისი საკითხი დღეს უნდა განგვეხილა,"- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ ჩაშლილ სხდომაზე განაცხადა.

„მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენცია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:33

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მაჰათმა განდის დღეების“ ოფიციალური ცერემონიალი გაიხსნა. „განდის ფონდი-საქართველოს“, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს ორგანიზებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში „მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად კვაჭანტირაძე მიესალმა. 

„ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენციას. მაჰათმა განდის გზავნილი მშვიდობისა და შემწყნარებლობის შესახებ დღეს 21-ე საუკუნეში უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. მისი მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფილოსოფია იყო მოდელი არა მარტო მარტინ ლუთერ კინგისა და ნელსონ მადელასთვის. მისი ორი პრინციპი - უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობა და არაძალადობრივი და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა, რომელსაც აქვს უნივერსალური გამოხმაურება, შთააგონა სამოქალაქო უფლებებისთვის, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მოძრაობები მთელს მსოფლიოში. ჩვენ ყველანი ბედნიერნი და მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბედისწერამ მოგვცა ასეთი განათლებული თანამედროვე პერსონა, მაგალითი მომავალი თაობებისათვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს „განდის ფონდი-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ირაკლი კაკაბაძემ და ღონისძიებაზე დასასწრებლად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუჯატა მეტამ მიმართეს. „მაჰათმა განდის დღეების“ ფარგლებში თბილისში სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება გაიმართება.

პარლამენტი სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას,- დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 16:14

პარლამენტი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას სრული დატვირთვით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, როდესაც მან პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

„შემდეგი პლენარული სხდომა სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 6 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება, 7 სექტემბერს კი, პლენარულ სხდომას გავმართავთ. შემდეგ პერიოდს რაც შეეხება, 8 სექტემბრიდან ჩვენ ვიმყოფებით არჩევნებამდე ერთი თვის რეჟიმში, მაშინ როდესაც პარლამენტი, როგორც წესი, არ მუშაობს პლენარული სხდომის რეჟიმში. ამიტომ შემდგომი სხდომები გვექნება იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროებას დავინახავთ მე ან პარლამენტის წევრთა ¼, როგორც ეს რეგლამენტით არის განსაზღვრული,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის სამძიმარი თურქ ხალხს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 15:49

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც თურქ კოლეგას პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა და თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. 
ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მიმართულს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. სოლიდარულები ვართ თურქი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის ძალისხმევას დაამკვიდროს მშვიდობა ქვეყნის მასშტაბით და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა.
თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

პარლამენტის საქმიანობა 2015 წელს -

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 16:32

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში პარლამენტის 2015 წლის საქმიანობის შესახებ: არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მთავარ პრობლემად დეპუტატების მხრიდან გაცდენების დიდ რაოდენობას ასახელებს. ანგარიშის მიხედვით, მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, 65-ით არის გაზრდილი. არასამთავრობო ორგანიზაციებს შენიშვნები აქვთ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნების მიუხედავად, 2015 წლის განმავლობაში არ შექმნილა არცერთი დროებითი საგამოძიებო კომისია, ასევე   არ ჩატარებულა სამთავრობო საათი. მათივე თქმით,  კანონპროეტებს დაჩქარებული წესით, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებლად განიხილავენ.

პარლამენტის 27 დეპუტატს 2015 წელს სესიაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 15:23

ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ასახავს, საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატია, რომელსაც პარლამენტში, სასესიო პერიოდში, არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს დეპუტატები არიან: ვლადიმერ აჩბა, როლანდ ახალაია, გოდერძი ბუკია, კახა ბუცხრიკიძე, ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი, დავით დარცმელიძე, ზურაბ ზვიადაური, ალექსანდრე თამაზაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, სერგო ხაბულიანი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური, ვიქტორ ჯაფარიძე და თამაზ ჯაფარიძე.
2015 წლის სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია (113 გამოსვლა), ხოლო მას მოჰყვებიან ხათუნა გოგორიშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი 112-112 გამოსვლით. 

დავით უსუფაშვილი მექსიკის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები მიიღო. 

მხარეების განცხადებით საქართველოს და მექსიკას ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება მრავალი მიმართულებით შეუძლია. მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წევრთა თქმით, მათი ქვეყანა საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობითაა დაინტერესებული.

კონგრესის წევრები დაინტერესდნენ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული რეფორმებით, მათ შორის, ანტიკორუფციული და საგადასახადო სისტემის რეფორმებით. მხარეებმა კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს და მსოფლიოში ტერორიზმის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და მექსიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გაბრიელა კუევას ბარონმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

კონგრესის დელეგაციის მიღებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტა ბარსენასთან გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ფრიდონ საყვარელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:38

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრიდონ საყვარელიძემ დღეს საქმიანი სადილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან და მის მრჩეველებთან გამართა. 

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დარკო პაიოვიჩის, როგორც მონტენეგროს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარის, აქტიური ჩართულობა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.

დარკო პაიოვიჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. მისი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მონტენეგროს არ დაავიწყდება, რაც საქართველომ მისი ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის გააკეთა.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური