აკრედიტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 15:38

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს. იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა აკრედიტაცია აუცილებელად უნდა  გაიარონ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერია  (18:00 სთ-მდე). 

მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ანშესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისმდივანი.

აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

1. ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე.

2. ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2016 წლის პარლამენტის არჩევნებს გააშუქებენ. აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING .

განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიისწარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილებისმიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდენიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://cesko.ge/geo/list/show/20690-media-warmomadgenlebis-akreditaciis-wesebi-da-uflebebi080616              

დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 16:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები.

დელეგაციის შემადგენლობაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხოსე იგნაციო სანჩეს ამორი, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგლიერმო პიკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა შედიან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 17:38

დღეს, 15 სექტემბერს, სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულმა კონფერენციამ, სადაც მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა თემაზე - პარლამენტების როლი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საქმეში.

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაზე ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ, აგრეთვე, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: პარლამენტების მობილიზება რასიზმის წინააღმდეგ და ევროპის მიგრაციული კრიზისი და ამ პროცესში პარლამენტების როლი.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული.

დავით უსუფაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 15 სექტემბერი 2016 16:07

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას, ორმხრივი სამუშაო შეხვედრა გამართა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან.

შეხვედრისას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „მეგობარი ესტონეთის“ მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრისას ეიკი ნესტორმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი აღარ დგას იმის თოაბაზე მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს იგეგმება ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვეეთი) პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი საერთო მნიშვნელობის საკითხის განხილვა მოხდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო გარემოზე როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში, სადაც ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა აგვისტოს ბოლოს.

სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინააღმდეგ არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 10:36

15-16 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, სტრასბურგს ეწვევა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი შეხვედრებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, თორბიორნ იაგლანდთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან და შვედეთის პარლამენტის (რიკსტაგი) თავმჯდომარესთან, ურბან აჰლინთან.

ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინააღმდეგ არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე იმსჯელებენ.

ზვიად ძიძიგური კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 15:07

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, ორი ქვეყნის პარლამენტის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.

„კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმი გვაქვს. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტში სამხრეთ კორეის პარლამენტის თავმჯდომარეს ვუმასპინძლეთ და ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე წარმომადგენლობითი საპარლამენტო დელეგაციაა. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო გარემოთი და ბაზრის შესწავლით, შესაბამისად დელეგაციის წევრების შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც გაიმართება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა, რადგან ეკონომიკური მაჩვენებლებით მათ აზიაში მეოთხე პოზიცია უკავიათ და ჩვენთვის საინტერესოა მათი გამოცდილების გაცნობა, ვინაიდან სამხრეთ კორეას ისეთივე პირობებში უწევთ საქმიანობა, როგორშიც საქართველოს - რთულ სამეზობლო ვითარებაში და რთული ტერიტორიული მთლიანობის პირობებში“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას ღირსეული ხალხი შეუდგებ, - გიორგი ვოლსკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 12 სექტემბერი 2016 10:15

პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს   არჩევნების შემდეგ დანიშნავს. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის საქმე პირნათლად უნდა შეასრულოს:

„ჩვენ ველოდებით რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობას ღირსეული ხალხი შეუდგება და სამაგალითო იქნება იმ კანონის მიხედვით, რომელიც არათუ ვენეციის კომისიის არამედ კველა საესრთაშორისო დონეზი იქნება პოზიტიური. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს თავის გასაკეთებელი და უნდა დაანახოს თავი როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, რომელიც არ არის დამოკიდებული არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე,“- განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ.

დავით უსუფაშვილი ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 20:58

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალექსანდრ კელჩევსკის შეხვდა. 

ალექსანდრ კელჩევსკის თქმით, სადამკვირვებლო მისია საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესაფასებლად იმყოფება და ყურადღებით დააკვირდება არჩევნების პროცესს. მისივე განცხადებით, სადამკვირვებლო მისია 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვან წინსვლას მოელის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კამპანია მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ყველა მხარემ უფრო მეტად უნდა იზრუნოს მშვიდი გარემოს შენარჩუნებისთვის. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარე მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ საარჩევნო პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს.

დავით უსუფაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა და მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა გააცნო.

იენს სტოლტენბერგი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:18

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, სამადლობელი სიტყვებით გახსნა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მტკიცე პოზიციისთვის მადლობა მოახსენა.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე ნატო-სა და საქართველოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ ნატო-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ღონისძიების მონაწილეებს დავით უსუფაშვილი მიესალმა და საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატოს და საქართველოს ერთმანეთისგან მხოლოდ საქართველოს ნატოში წევრობა აშორებს.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატოს წევრი ქვეყნების მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატოს საქმიანობის. ჩვენ ზუსტად ასე აღვიქვამთ თქვენ სტუმრობას საქართველოში და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ. მადლობას მოვახსენებ ნატოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს წარმოდგენილია საქართველოში და მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის დასამყარებლად ჩვენს კონტინენტზე და მთელ მსოფლიოში. საქართველოს პარლამენტს აქვს განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩართული ამ პროცესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს პატივი მომავალ წელს მაისში საქართველოში ვუმასპინძლოთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიასაც. ეს იქნება ნატოს არაწევრ სახელმწიფოში ნატოს საპარლამენტო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაგრძელება ამ თანამშრომლობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოგახსენოთ სწორედ იმისთვის, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე - კი თუ არა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე - რომელი გზა უფრო ახლოა და ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენი ეს საერთო პოზიცია, რომელიც ბატონ გენერალურ მდივანს მოვახსენეთ დღეს დილის შეხვედრაზე, გვინდა რომ იყოს სწორად და პირდაპირ გაგებული ქართული საზოგადოების მიერ. დიდი მადლობა ჩამობრძანებისთვის და ველი ნაყოფიერ მუშაობას დღეს მომდევნო სესიის განმავლობაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები და პარლამენტის ბიუროს წევრები დაესწრნენ.

2008 წლიდან მოყოლებული ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში. მისი გამართვის შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის 8-9 ივლისს, ვარშავის ნატოს სამიტზე იქნა მიღებული.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე ნატოს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები იკრიბებიან.

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე პოლიტიკური და სამოქმედო საკითხები განიხილება, ხოლო გადაწყვეტილებები კონსესუსის საფუძველზე მიიღება, სადაც საბჭოს ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

სოციალური