პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 11:59

პარლამენტის თავმჯდომარე, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა.  

 „რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება იქით, რომ მთელ მსოფლიოს დღის წესრიგი უკარნახოს. მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ასპარეზზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფო და რომელსაც მართლა შეეძლო იმ პერიოდში დიდი ზიანის მიყენება, მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომ, შეუძლებელია, გამორიცხულია მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას, რომ რაღაც სხვაგვარად განვითარდეს. ამიტომ, ისტორიული თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია. უბრალოდ, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ამ ისტორიულ ქარცეცხლში, რომლის საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა, რომ თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს, ჩვენ ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით არ შემოიფარგლება, მაგრამ უნდა გვეყოს ჭკუა და გამოცდილება იმისთვის, რომ არ ვიყოთ ყველაზე უფრო დაზარალებული და დასახიჩრებული ამ პროცესში. ამაშია მთელი სირთულე, მაგრამ ამაშია სინათლეც. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 11:19

"მე გუშინ შვხვდი პრეზიდენტს, გუშინწინ და იმის წინ შევხვდი პრემიერ-მინისტრს, ხვალ და ზეგ ალბათ ისევ შევხვდები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ჯერ-ჯერობით ასეთი სამსახური მაქვს, რომ ვხვდები ხოლმე კოლეგებს. ამიტომ, გუშინდელ შეხვედრაზე რაიმე განსაკუთრებული და საგანგებო არ ყოფილა. მე მაშინვე განვაცხადე და ბატონ პრეზიდენტსაც მოვახსენე, რომ საქართველოში ვერ ვხედავ საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეს. ვხედავ ცალკეულ კონკრეტულ პრობლემებს, საჭიროა პრობლემებთან გამკლავება, რომ ზოგადად და მომავალშიც, თეორიული საფრთხეც კი ავირიდოთ თავიდან. ამიტომ, ყველამ ჩვენი საქმე გულმოდგინედ უნდა ვაკეთოთ და თუ რაიმე მოსაზრება გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, ის ისურვებდა ყველა პოლიტიკურმა მხარემ,ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან კონტაქტობს, ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას, და არა პირიქით, პროცესების ესკალაციას.

"ჩვენ იმიტომ ვართ არჩეულნი თუ დანიშნულნი, რომ ეს გავაკეთოთ, თორემ ადამიანებს აღშფოთება სახლში, სამზარეულოშიც შეუძლიათ. არ სჭირდება ამას რაიმე დიდი მონდომება, ჩვენი ამოცანაა შერიგება, თანხმობა, პრობლემების მოგვარება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთმანეთს, არ ვეთანხმებით. ჩვენ როგორმე დიალოგი უნდა გადავიყვანოთ არგუმენტების, კონკურენციის რეჟიმში და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მარგველაშვილი პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 10:04

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მასთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. 

"როგორც ჩანს, უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს, მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ" - განაცხადა პრეზიდენტმა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ორი დღეა აქტიურ კონსულტაციებს მართავს. 
მარგველაშვილი უკვე შეხვდა ექსპერტებს, მათთან შეხვედრამდე პირველმა პირმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა კონსულტაციები, შეხვედრები გაიმართა პოლიტიკურ წრეებთან, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან.

"უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:37

დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს , სადაც ნათქვამია, რომ - "ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე; 
ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი. 
მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", -ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში

დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 17:46

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს პასუხობს და მას, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრის დაგეგმვას სთავაზობს.

"გავეცანი თქვენს წერილს, რომელშიც მიუთითებთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელისშემშლელ გარემოებებზე და ითხოვთ მათ აღსაკვეთად სათანადო ზომების მიღებას.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გთავაზობთ, დავგეგმოთ შეხვედრა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა წევრებთან ერთად განვიხილოთ, როგორც პრობლემები, ისე მათი მოგვარების შესაძლო გზები.

ეფექტური, დამოუკიდებელი და ობიექტური საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფადაც ყველა შესაძლო ზომას უნდა მივმართოთ", -ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილში.

უორდროპების სახელობის სკვერში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 18 ოქტომბერი 2015 13:40

„თბილისობა 2015“-ის ფარგლებში, უორდროპების სახელობის სკვერში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

და-ძმა უორდროპების ძეგლის შესაქმენლად, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგან დამზადდა და სკვერში მოსეირნე ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციაა.

”შარშან თბილისობის ფარგლებში ჩვენ გავხსენით ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი და მე პირობა დავდე, რომ მომავალ თბილისობას აქ საზეიმოდ გავხსნიდით არაჩვეულებრივი დიპლომატის, განსაკუთრებული მოღვაწის ძეგლს. დღეს მაქვს პატივი, საზეიმოდ გავხსნათ საქართველოს პირველი უცხოელი ელჩის, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი ადამიანის, ოლივერ უორდროპის ძეგლი მისსავე სახელობის სკვერში. საუკუნეზე მეტი გავიდა და დღესაც, მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ, სოციალურ, პოლიტიკურ და სხვადასხვა სახის ურთიერთობებს დღესაც მისი დიდი გავლენა გასდევს. საქართველოს სახელის დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე ოლივერ უორდროპის სახელს უკავშირდება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“.

ოლივერ უორდროპმა შეისწავლა ქართული ენა და 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა. ოლივერ უორდროპი სისტემატურად გზავნიდა პატაკებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და სწორედ მან ახარა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების შესახებ. საქართველოს მისი და, მარჯორი უორდროპიც სტუმრობდა, რომელმაც შემდეგ ინგლისურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის "განდეგილი" და "ქართული ხალხური ზღაპრები". უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. მათი ძალისხმევით შეიქმნა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.

პეკინში მიმდინარეობს აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალური კონფერენცია აბრეშუმის გზის თემაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:11

ჩინეთის კომუნისტური პარტია პეკინში მართავს აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „აბრეშუმის გზის აღდგენა-განვითარებისათვის ერთობლივად ხელშეწყობა“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საქართველოს პარლამენტის სპიკერმა სიტყვით მიმართა სტუმრებს და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს და მისთვის ისეთ გლობალურ პროექტებში ჩართვა, როგორიც არის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა (ერთი სარტყელი-ერთი გზა)“ ძალიან მომგებიანი იქნება.   

კონფერნციაში ასევე მონაწილეობენ კვიპროსის პრეზიდენტი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი და მალდივის ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა კონფერენცია ესწრება 60-მდე პოლიტიკური პარტიის და პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენელი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. მათ შორის არა მარტო აზიის ქვეყნებიდან, არამედ ლათინური ამერიკიდან და აფრიკიდან. ისინი კონფერენციას დამკვირვებლების სტატუსით ესწრებიან.

კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარე ქვეყნებს კარგად გაიგონ  ჩინეთის სტრატეგიული კონცეფციის „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის და საზღვაო აბრეშუმის გზის (ერთი სარტყელი-ერთი გზა)“ მნიშვნელობა და არსი.

აღსანიშნავია ის, რომ საერთაშორისო კონფერენციაში პირველად მონაწილეობენ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების პირველი პირები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აბრეშუმის გზის მარშრუტზე მდებარეობენ.

აზიის პოლიტიკური პარტიების სპეციალურ საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა 16 ოქტომბერს დასრულდება.

პროკურატურის კანონთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 16:30

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პროკურატურის კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2015 წლის 18 სექტემბრის №4300 – ის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: 2015 წლის 5 ოქტომბრიდან იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ორი წევრის ასარჩევი კონკურსი.

საქართველოს პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით 2015 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ საქმის წარმოებაში.

წარდგინება შევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING ", - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:55

საქართველო რეგიონული უთანასწორობების დაძლევის (CORD) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მაკედონიის, სერბეთის, მონტენეგროს და მოლდოვას შემდეგ, რეგიონულ განვითარებაზე მომუშავე პოლიტიკოსები და ექსპერტები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში კონფერენციის ჩასატარებლად თბილისში პირველად შეიკრიბნენ.

კონფერენციის გახსნისას, საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა საქართველოში ღონისძიების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფერენცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ მაგალითს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც, ორი დღის განმავლობაში ქვეყნისთვის საყურადღებო მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობის საშუალება მოგვეცემა.

დავით უსუფაშვილი: „როდესაც მსგავსი ღონისძიება ტარდება კიდევ ერთხელ ვსვამთ კითხვას - რატომ კეთდება ამხელა აქცენტი და რატომ ექცევა ამხელა ყურადღება სწორედ რეგიონების განვითარებას და სწორედ რეგიონული განვითარების პროცესში უთანასწორობის აღმოფხვრას? პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ორიენტირებული და ფოკუსირებული მოქალაქეებზე, ადამიანებზე. ადამიანები კი ვცხოვრობთ სწორედ კონკრეტულად იმ საცხოვრისში, იმ არეალში, რასაც დღევანდელი გაგებით ჩვენ რეგიონს ვუწოდებთ, ეს არის სწორედ ის გარემო, სადაც თვითოეული ჩვენგანი, თვითოეული ჩვენი მოქალაქე, ჩვენი ოჯახის წევრები ვცდილობთ მივაღწიოთ ჩვენს ამოცანებს, სწორედ რეგიონის დონეზე გვინდა დავინახოთ ის სიკეთეები, რასაც ეროვნული ხელისუფლება გვპირდება და აკეთებს. იმიტომ, რომ სწორედ აქ გაეცემა კონკრეტულ კითხვებს პასუხი: გვაქვს თუ არა ჩვენ სამუშაო ადგილი? ჩვენი შვილებისთვის არის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებები სათანადო ხარისხის? არის თუ არა ჯანდაცვის დაწესებულები სათანადო ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად? ბიზნესის განვითარებისთვის არის თუ არა ინფრასტრუქტურა სათანადო? ეს ყველაფერი თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში სწორედ რეგიონების დონეზე მიიღწევა ან ვერ მიიღწევა! საქართველო თავისი ზომით, მოსახლეობის რაოდენობით შესაძლოა სხვა რომელიმე ქვეყნის ერთი რეგიონის ტოლფასად წარმოვიდგინოთ, თუმცა რეგიონების განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ძალიან მრავალფეროვანი გეოგრაფიული, კულტურული, კლიმატური ეთნიკური შემადგენლობა, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევას სთავაზობს.“

პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო პერიოდში რეგიონული განვითარების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზეც ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე გაამახვილა. „თვითმმართველობის არჩევნები ეს იყო პირველი მასშტაბური მოვლენა, როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა პირდაპირი არჩევნების გზით აირჩიეს თავიანთი ადგილობრივი მმართველები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ჯერ კიდევ საწყისი ნაბიჯები იმ მრავალდონიანი, მრავალსისტემიანი მმართველობის მოდელის დასამკვიდრებლად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ ამოცანების ეფექტურად გადაჭრას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ დავძლევთ უთანასწორობას რეგიონებს შორის, თუ ჩვენ ყველა რეგიონის მოსახლეობას დავანახებთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე და განვითარებაზე, მაშინ გაცილებით ნაკლები საფუძველი ექნება შესაძლო პოლიტიკურ გართულებებს. რეგიონების გაძლიერება და განვითარება არის გასაღები, ერთიანი სახელმწიფოს გაძლიერების, და არა პირიქით - ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, რაც ადგილებზე და რეგიონებში აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ვიცე პრემიერი, კახა კალაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანუშ ჰერმანი მიესალმნენ. როგორც კონფერენციის დასაწყისში აღინიშნა, საერთაშორისო ფორუმი იმ საკითხების განხილვით განახლდება, რომლითაც იგი 2014 წელს კიშინიოვში დაიხურა. კონფერენციის ძირითად მიზანს კი „რეგიონული განვითარების რეალობად გადაქცევა“ წარმოადგენს.

მიმდინარე კონფერენციაზე ყურადღება რეგიონულ და ადგილობრივი დონეების თვითმმართველობებზე გამახვილდება. მონაწილეები პარალელურ სესიებზე ადგილობრივი განვითარების წარმატებულ მაგალითებს გაეცნობიან და რეგიონულ განვითარებაში დიდი ქალაქების როლს, ქალაქსა და სოფელს შორის არსებულ კავშირებსა და ურბანული ცენტრების პოტენციალის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო კონფერენცია 1-2 ოქტომბერს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციის დელეგატებს სიტყვით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 13:28

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

სოციალური