ჩინეთის საელჩომ პარალიმპიურ კომიტეტს ადაპტირებული მიკროავტობუსი გადასცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 10:58

თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, პარლამენტის წევრები და პარასპორტსმენები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის კომენტარში აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია  და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი საჩუქარი მიიღო პარაოლიმპიურმა მოძრაობამ, პარაოლიმპიურმა საზოგადოებამ. ჩინეთის მთავრობის მხრიდან ეს არის ჩინელი ხალხის საჩუქარი ქართველი პარაოლიმპიელებისთვის, რომელიც ვფიქრობ,  ძალიან გამოადგებათ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში , ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ ვარჯიშში და უფრო მეტი წარმატებების მომტანი იქნება ეს ყველაფერი. ზოგადად ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვთვლით, რომ ამ ხალხს დიდი დახმარება სჭირდებათ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული სულისკვეთების და განსაკუთრებული მონდომების, სამაგალითო ადამიანები არიან, რომლებსაც უნდა მიბაძოს ბევრმა ადამიანმა. ამ კონკრეტული ადამიანების გვერდში დგომა , მათი შეზღუდული უნარებიდან გამომდინარე , არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ესეთი ღონისძიებები უფრო მეტი იქნება და უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს ამ სულისკვეთებას, რომ მათ გვერდში დგომა სჭირდებათ და უფრო მეტი ადამიანი ჩაებმება ამ კამპანიაში. კიდევ უფრო მეტ საჩუქარს და მეტ დახმარებას მიიღებენ ჩვენი პარაოლიმპიელები. „-განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
ჩინური კომპანია ‘JAC Motors’ - ის მიერ წარმოებული ადაპტირებული მიკროავტობუსი პარასპორტსმენებს დღეიდან მოემსახურება და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ტრანსპორტირებას.
ბოლო წლებში, ქართული პარასპორტი საგრძნობლად განვითარდა. 2016 წელს პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური რიოს პარალიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2018 წელი. გასულ წელს, პარასპორსტმენებმა საერთაშორისო ტურნირებზე 22 მედალი - 8 ოქრო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონი ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 5 მსოფლიო თასი მოიგო. გარდა ამისა, ძლიერთა თამაშების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრები.    

კომპანია ბი-პი და საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი აგრძელებენ თანამშრომლობას 2020 წლის ჩათვლით

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 17:15
კომპანია ბი-პი საქართველომ დღეს განაცხადა, რომ ის აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს პარასპორტსმენებთან 2020 წლის ჩათვლით. თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ბატონ შალვა მაისურაძეს და კომპანია ბი-პი საქართველოს გენერალურ მენეჯერს, ბატონ კრის შლიტერს შორის პარასპორტის განვითარების ცენტრში გამართულ ხელმოწერის ცერემონიაზე. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში პარასპორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმები აქვს და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან, რასაც კომპანია ბი-პი-ს და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობა ადასტურებს. ხელშეკრულების თანახმად კომპანია ბი-პი საქართველომ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის სტატუსი 2016 წელს რიოში შემდგარი პარალიმპიური თამაშების შემდეგაც შეინარჩუნა, 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ჩათვლით, რომელსაც ტოკიო უმასპინძლებს. კომპანია ბი-პი გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და ხელს შეუწყობს თავის ელჩ პარასპორტსმენებს - ზვიად გოგოჭურს, რიოს პარალიმპური თამაშების ოქროს მფლობელი ძიუდოში, ნიკა თვაურს, მოცურავე და ირმა ხეცურიანს, მოფარიკავე - საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის პოპულარიზაციაში და 2020 წელს ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებაში. ბატონმა კრის შლიტერმა, კომპანია ბი-პი-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში განაცხადა:’ჩვენ გვეამაყება რომ ჩვენი ელჩი-სპორტსმენები მსოფლიო დონის პარასპორტსმენები არიან. მათი შინაგანი ენერგია და წარმატება ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის შთაგონების წყაროა. კომპანია ბი-პი პრივილეგიად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შევძელით საქართველოში პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა. ჩვენ ვაგრძელებთ თამანშრომლობას საქართველოს ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტთან და ჩვენ ელჩ პარასპორტსმენებთან მათ მიერ საერთაშორისო არენაზე, რიოს პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგების განსამტკიცებლად’. ბატონმა შალვა მაისურაძემ, საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა: ‘საქართველოს პარაოლიმპიური მოძრაობისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი კომპანიების თანადგომა, როგორიც ბი-პი საქართველოა. იგი იყო საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური პარტნიორი და მოხარულები ვართ რომ ჩვენი ურთიერთობა გრძელდება 2020 წლამდე, რაც ხელს შეუწყობს პარალიმპიური მოძრაობის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბი-პი-ს ელჩი სპორტსმენების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც არის კომპანიის პარა სპორტსმენისადმი თანადგომის უპრეცედენტო მაგალითი. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პარტნიორული ურთიერთობა იქნება გადამდები და სხვა კომპანიებიც გამოთქვავენ სურვილს გახდნენ საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის სპონსორები’. პარასტპორტსმენები ამჟამად სხვადასხვა ტურნირებისთვის ემზადებიან. ირმა ხეცურიანმა ახლახანს ეგერში გამართულ მსოფლიო თასის შეჯიბრზე ეტლით მოფარიკავეთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დღეს პარასპორტის განვითარების ცენტრში ირმა ხეცურიანმა საჩვენებელი თამაში გამართა და განაცხადა: „ვემზადები იტალიაში მსოფლიო თასის თამაშებზე გასამგზავრებლად, რომელიც იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართება 16-20 მარტს. ორი სახის იარაღით ბროძოლაში გამოვალ. რაპირა, რომელიც პარალიმპიური სახეობაა და რომელშიც ვერცხლის ან ისევ ბრინჯაოს მოპოვების დიდი შანსი მაქვს. ხმალში კი აუცილებლად პირველი ადგილის და ოქროს მედალისთვის ვიბრძოლებ’. ნიკა თვაური განაგრძობს მზადებას ღია ჩემპიონატისთვის ცურვაში უსინათლოთა შორის, რომელიც ივლისში გერმანიაში გაიმართება. ‘წელს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრია ჩემს კატეგორიაში და ყოველდღე ინტენსიურად ვვარჯოშობ რომ გამარჯვება მოვიპოვო. გერმანიის საკვალიფიკაციო რაუნდის წარმატებით ჩატარების შანსი მინდა გამოვიყენო და მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრო, რომელიც სექტემბერში მექსიკაში ჩატარდება’. განაცხადა ნიკამ. ზვიად გოგოჭური ბაკურიანში ორკვირიანი სპორტული შეკრების შემდეგ აგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელიც გაიმართება ა.წ აგვისტოს თვეში, ბირმინგემში. შენიშვნები რედაქტორებისთვის კომპანია BP კომპანია ბი-პი საქართველოში საქართველოს პარალიმპური კომიტეტის და საქართველოს ელჩი პარასპორტსმენების ოფიციალური პარტნიორია 2011 წლიდან დღემდე. კომპანია ბი-პი საქრთველომ ხელი შეუწყო საქართველოს პარალიმპიურ გუნდს განვითარების გეგმების განხორციელებაში და ლონდონის 2012 და რიოს 2016 წლის თამაშებისთვის მზადებაში. კომპანია ბი-პი პარალიმპიური მოძრაობის მარეგულირებელი ორგანოს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორია. კომპანია ბი-პი საქართველოში 1996 წელს შემოვიდა და პარტნიორების სახელით, 20 წელზე მეტია ახორციელებს ნავთობისა და გაზის ტრანზიტს საქართველოში. BP საქართველოში სამი სტრატეგიული ენერგო პროექტის ოპერატორი და წამყვანი ინვესტორია. კომპანია ახორციელებს ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენების, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის მოქმედი გაზსადენის ოპერირებას და მისი გამტარუნარიანობის გაზრდის სამუშაოებს. საქართველოში დღემდე კომპანია ბი-პი-მ სამ მილირდზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ბიზნეს და სოციალურ პროექტებში. აღსანიშნავია ჩვენი წვლილი საქართველოს გაზით მომარაგებაში სამხრეთ კავკასიის გაზსადენიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს მისი გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ. დღეს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოებზე დასაქმებულია 3200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. საქართველოში ჩვენ 500–ზე მეტ თანამშრომელს ვასაქმებთ და ვქმნით ბიზნესშესაძლებლობებს ადგილობრივი მომწოდებლებისა და კონტრაქტორებისთვის. გასული წლების განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინიციატივები, განათლების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი გარემოს დაცვის პროგრამები. საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი პარალიმპიურ მოძრაობას საფუძველი დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა და სპინალური დაზიანების მქონე ვეტერანთა სოციალურ რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. პირველი პარალიმპიური თამაშები რომში 1960 წელს გაიმართა, ხოლო 1988 წლიდან ის ოთხ წელიწადში ერთხელ ოლიმპიურ წელს იგივე ქალაქებში და სპორტულ არენებზე ტარდება, სადაც ოლიმპიური თამაშები. საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი (სეპკ) 2003 წელს დაარსდა. პირველად პარალიმპიადაზე საქართველომ 2008 წელს პეკინში 1 პარასპორტსმენით იასპარეზა, ხოლო 2016 წელს რიოში უკვე წარმოდგენილი იყო 5 ლიცენზიანტით. ამჟამად, იწყება 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშებისთვის მზადების ციკლი. პარასპორტსმენები შეეცდებიან ლიცენზიების მოპოვებას სპორტის შემდეგ სახეობებში: პარა ძიუდო, პარა ცურვა, ეტლით ფარიკაობა, პარა წოლჭიმი, პარა მშვილდოსნობა, პარა სროლა, მჯდომარე ფრენბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოჩა, პარა ჩოგბურთი, პარა მაგიდის ჩოგბურთი და მძლეოსნობა. 2011 წლიდან BP საქართველო არის სეპკ-ის ოფიციალური პარტნიორი და ხელი შეუწყო პარასპორტსმენების მზადებას და მონაწილეობას ლონდონის 2012 წლის და რიოს 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებზე. იგი იქნება ასევე ოფიციალური პარტნიორი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე.

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური