შეხვედრა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 13:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრაზე შედარებით მეტი კითხვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.

 

თავდაცვის მინისტრი პანკისის მცხოვრებლებს ქართულ ჯარში აქტიურად ჩართვას სთავაზობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 11:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრი პანკისის მცხოვრებლებს ქართულ ჯარში აქტიურად ჩართვას სთავაზობს. თინათინ ხიდაშელმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად პანკისის ხეობის მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამხედრო განათლებისა და სამხედრო კარიერის დეტალებზეც ესაუბრა.
თავდაცვის მინისტრმა პანკისის მცხოვრებლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სრულად არის დაცული და მათ პრობლემები არც ლოცვის, არც რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისა და არც კვების თვალსაზრისით შეექმნებათ.

"ისლამური სახელმწიფოს"წევრები საქართველოში პროვოკაციებს ამზადებენ-დავით სანაკოევი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 09:50

პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან. 
"პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია " ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ, როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება" , - აცხადებს სანაკოევი. 

აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა განახლდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 12:59

 განახლდა ტერორისტებთან კავშირში ბრალდებული, აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა. 

დღეს დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები - კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები, ამიტომ სხდომა დღესაც დახურული იქნება. 

ბორჩაშვილს, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, ბრალი ედება ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში, ასევე, პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზებაში.

დაკავებული დავით ბორჩაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 15:26

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილი აცხადებს, რომ მასზე დაკავების შემდეგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მან ეს განცხაება სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრის დროს გააკეთა. 

უჩა ნანუაშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბორჩაშვილისთვის გაუგებარია ის ბრალი, რომელიც მას სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა წაუყენეს. 

აქვე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ რიდესაც ბორჩაშვილი თურქეთში 21 ოქტომბერს დაბრუნდა, დღეს უკვე ბრალდებულის დედა ამბობდა, რომ მისი შვილის მდგომარეობა მძიმე იყო და სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებდა.

შეგახსენებთ, რომ ბორჩაშვილი სუს-ის თანამშრომლებმა დღეს გამთენიისას დილის 04:00 საათზე თბილისის აეროპორტში დააკავეს. 08:00 საათიდან კი ის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის. 

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკვებული ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2015 13:43

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით ბორჩაშვილი საავადმყოფოში დილის 08:00 საათისთვის შეიყვანეს, როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს  , ბორჩაშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას დაზიანება მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება. ექიმის განმარტებით დაზიანების ადგილზე ბორჩაშვილს რამდენიმე წლის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. გახდება თუ არა საჭირო ოპერაცია ამ დროისთვის ექიმებმა არ იციან, ისინი ანალიზის პასუხებს ელოდებიან. 

ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფებიან დაკავებული ბორჩაშვილის ახლობლებიც. 

შეგახსენებთ, რომ დავით ბორჩაშვილი გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.

დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავება ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით-დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა.

როგორც "ნიუსდეის"სუს-ში განუმარტეს ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი გვიან ღამით თურქეთიდან ჩამოიყვანეს, თუმცა ბორჩაშვილი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.  

შეგახსენებთ,რომ დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები პანკისში გამართული აქციით ცდილობდნენ. მათი განცხადებით  ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა ,საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს .

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 20:08

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მძიმედაა ავად და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა დროულად მოხდეს.

მაშველებმა პანკისის ხეობაში ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:29

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პანკისის ხეობაში ჩარჩენილ მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინეს.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები სამყურას ხეობაში ექსპედიციაში იმყოფებოდნენ და რთული რელიეფური პირობების გამო ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას. მათ დახმარება ესაჭიროებოდათ. ადგილზე მობილიზებული იქნა როგორც ადგილობრივი, ასევე, თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფები. ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სააგენტოს მაშველებმა ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები მათთვის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გადაიყვანეს.

პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 13:25

პანკისის ხეობაში არ ადასტურებენ უცხოური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, ავიაიერიშების შედეგად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ. როგორც "ნიუსდეიმ სანდო წყაროდან გაიგო , მისი ოჯახის წევრევისთვის მსგავსი იფორმაცია ჯერ არავის მიუწოდებია. სააგენტო „როიტერმა“ ირანულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო თავდასხმების შედეგად ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 8 მეთაური დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორისაა პანკისელი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი.შეგახსენებთ, თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა.2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს თარხან ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2012 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა, რის შემდეგაც მან საქართველო დატოვა. იგი 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში უდგას ტერორისტულ დაჯგუფება The Islamic State of Iraq and the Sham (ISIS)-ს. დაბადებულია 1986 წლის 11 იანვარს, ახმეტის რაიონში. ცნობილია „ომარ ალ-შიშანის“ სახელით, ანუ „ჩეჩენი ომარი“.29 წლის თარხან ბათირაშვილი მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტს შორისაა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური