​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:52

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს, დესპინა აფენტოულის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოსს შეხვდნენ. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პროექტი შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა მიერ ხორციელდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 10:13

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" პანკისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით  ავრცელებს. 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვახა ბუგიევი საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

განათლების სამინისტროში პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 18 მარტი 2016 10:44

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. დუისელ მოზარდებს, თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში ,,სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ამუშვებული კითხვის კლუბის წევრებმა, სუსტადმხედველი მოზარდებისა და თემში მდებარე 77-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სოციალიზაციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და ურჩიეს, მათაც შექმნან კითხვის კლუბი, რომელიც საერთო მიზნის გარშემო გააერთიანებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტ, ჩეჩენ და ახმეტის რაიონის საჯარო სკოლების მოზარდებს.

სამინისტროში მყოფ მოსწავლეებს ასევე  შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

 

დიდი ბრიტანეთის ელჩმა პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 15:09

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა პანკისელ ახალგაზრდებს უმასპინძლა. ღონისძიებას სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში დავით ბაქრაძე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები - საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დაესწრნენ. 

შეხვედრა პროექტ „პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად  „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ და „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“ ახორციელებენ. 

პანკისელი ახალგაზრდების სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ჩართვის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უკვე თვეებია, აქტიურად მონაწილეობს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანკისელ ახალგაზრდებს ქართულ ჯარში და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღების წესებსა და პირობებზე რეგულარულად ესაუბრებიან.

აიუფ ბორჩაშვილს სასამართლოში ერთ-ერთი დაკავებულის დედა დაუპირისპირდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:54

უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ ორგანიზაციებში ადამიანების გაწევრიანების ორგანიზებას და დახმარებაში ბრალდებული აიუფ ბორჩაშვილის და მასთან ერთად დაკავებული რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი კუპრავას დედა დაიკითხა, რომელმაც აიუფ ბორჩაშვილს პირდაპირ  ბრალი დასდო სირიაში ახალგაზრდების საომრად გაგზავნაში. მისი თქმით ბორჩაშვილმა მის შვილს სარწმუნოებაც შეაცვლევინა და ისლამი მიაღებინა:

„რაც სიმართლეა ის ვთქვი, რა თქმა უნდა ცდილობდა გაეგზავნა ჩემი შვილი საბრძოლო მასალად სასაკლაოზე“- განაცხადა გიორგი კუპრავას ელენე დენისოვამ ჟურნალისტებთან.

აიუფ ბორჩაშვილი სპეცოპერაციის შედეგად 2015 წლის ზაფხულში დააკავეს.

პანკისელ ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამსახურში ჩართვა შეეძლებათ

გამოქვეყნებულია სამხედრო
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 10:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.

16, 17, 18 და 23, 24, 25 თებერვალს, 10.00-დან 16:00 საათამდე დუისის საზოგადოებრივ ცენტრში (კლუბში) სამინისტროს წარმომადგენლები დაინტერესებული ახალგაზრდებისგან დოკუმენტებს ადგილზე მიიღებენ და მათ შესაბამის კონსულტაციასაც გაუწევენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაპირდა.

გიორგი მარგველაშვილი პანკისში არსებულ ვითარებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 18:10

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები პანკისში ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალსიტებთან უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პანკისში ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ, მაგრამ ამასთან ერთად პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მუდმივი ყურადღებით განწყობილი ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს ყურადღება არასდროს მოდუნდება,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 16:07

სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა,   24 წლის რამზან ფარეულიძე და  22 წლის მუხმად თურქოშვილი დაიღუპა.  ისინი  „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. 

სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელი დაიღუპა. 

სირიაში 2 პანკისელი მებრძოლი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:47

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, სოფელ ბირკიანიდან და 22 წლის მუხმად თურქოშვილი სოფელ ომალოდან.

ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

ორივე ახალგაზრდა სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

შეხვედრა პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 13:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვედრაზე შედარებით მეტი კითხვა პროფესიული განვითარების ახალ სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა სხვადასხვა სასკოლო პროექტებთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები და სურვილები გამოეთქვათ.

პანკისელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრები, მათი საქმიანობის გაცნობა, იძლევა შესაძლებლობას ითქვას, რომ ამ ულამაზეს ხეობას, ჰყავს უაღრესად ღირსეული, ძლიერი და სიახლეზე ორიენტირებული პედაგოგთა კორპუსი და ნიჭიერი მოსწავლეები. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ხეობის სკოლების მიერ წარმოდგენილი ყველა სასკოლო პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა, წარმატებით განხორციელდა და ასევე წარმატებით გაგრძელდება მომავალშიც.

 

გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური