პაკისტანელმა პილოტმა საჭე სტაჟიორს გადასცა და თვითონ დაიძინა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 09 მაისი 2017 02:41

ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის უფროსმა პილოტმა ფრენის დროს, თვითმფრინავის საჭე სტაჟიორს გადააბარა და თვითონ დასაძინებლად გავიდა. ამის შესახებ გამოცემა Dawn-ი წერს.

ინციდენტი 26 აპრილს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. თვითმფრინავი რეისს, ისლამაბადიდან - ლონდონში ასრულებდა. ბორტზე 205 მგზავრი იმყოფებოდა.

ამირ ახტარ ჰაშიმი პაკისტანური პილოტების ასოციაციის (PALPA) პრეზიდენტი იყო. იმის ნაცვლად, რომ სტაჟიორებთან სწავლების კურსი გაევლო, მან კაბინიდან გასვლა არჩია და მგზავრების ერთ-ერთ სკამზე დაიძინა. ახალბედა თვითმფრინავის სამართავად დარჩა, რაშიც მას მეორე სტაჟიორი ეხმარეობოდა.

მძინარე კაპიტანი ბიზნეს კლასის ერთ-ერთმა მგზავრმა ნახა და ამის შესახებ ბორტგამცილებელს აცნობა. მედიის ცნობით, ავიაკომპანიას თავიდან კაპიტნის დასჯა არ სურდა, თუმცა სამართალდამცველებმა გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.

პრემიერის სამძიმარი პაკისტანში დარუპულთა ოჯახებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 14:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანების  ოჯახებს უსამძიმრებს.

"შემაძრწუნებელია პაკისტანში მომხდარი ტრაგედია. ტერორისტულ აქტს ქალაქ ლაჰორეში კვალავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. საუბედუროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.
ეს არის მსოფლიოს ტრაგედია, ეს თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა.
დიდი გულისტკივილით თანავუგრძნობ პაკისტანის მთავრობასა და ხალხს მომხდარის გამო და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

პაკისტანში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.

პაკისტანის უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლი 20-მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:21

20 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში უნივერსიტეტზე თავდასხმის შედეგად.ინფორმაციას "ალ-ჯაზირა" ავრცელებს,წყაროს ცნობით დაშავებულთა რიცხვი 50-ს აღწევს. შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციით, "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტთან ამ დრომდე სროლის ხმა ისმის. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანის" პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.

 

შეიარაღებული პირები პაკისტანის უნივერსიტეტში შეიჭრნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 11:02

შეიარაღებული პირები ჩრდილოეთ პაკისტანში უნივერსიტეტს დაესხნენ თავს. თავდასხმა ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 3 პირია დაშავებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქებების ხმაც.

პოლიცია უნივერსიტეტის შენობების ნაწილს იცავს, სადაც უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები არიან ევაკუირებული.

მთავრობამ ზოგიერთი სკოლა დახურა ახლომდებარე ქალაქ პეშავარში, რადგან არსებობდა ცნობა თავდასხმის შესახებ. 

აფეთქება პაკისტანში-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 11:25

15 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღუპულთა უმრავლესობა სამართალდამცველია. აფეთქება პროვინცია ბალუჯისტანის ქალაქ ქვეტაში, პოლიომელიტის მკურნალობის ცენტრთან მაშინ მოხდა, როცა შენობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანში ტერაქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 17:26

პაკისტანში ტერაქტის შედეგად  12 ადამიანი დაიღუპა , ათობით კი მძიმედ დაშავდა. თავდასხმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ მარდანში მოხდა. 

თვითმკვლელმა თავი საპასპორტო-სარეგისტრაციო სამსახურის შენობასთან აიფეთქა. წინასწარი მონაცემებით, ტერაქტი, სავარაუდოდ, პაკისტანში მოქმედმა დაჯგუფება ,,თეჰრიკე თალიბანმა" განახორციელა.

პაკისტანში ქარხანა ჩამოინგრა,არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:05

პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. 150-მდე ადამიანს ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

ინციდენტი ქალაქ ლეჰორეს მახლობლად, პოლიეთილენის პარკების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა.

ნგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ქვეყანაში შენობების დიდი ნაწილი უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. 3 წლის წინ ქალაქ კარაჩიში, ქარხანაში გაჩენილ ხანძარს, 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პაკისტანის არჩევნებზე სისხლი დაიღვარა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:58

პაკისტანში ადგილობრივი თვითმარეთველობის არჩევნების პირველი ტური გაიმართა. სინდჰისა და პანჩაპის პროვინციაში ჩატარებულ არჩევნებში პაკისტანის სახალხო პარტიის და პაკისტანის მუსლიმანური ლიგის წევრებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ პროვინციებში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლოსა და დეკემბრის თვის დასაწყისში გაიმართება.

ჩინეთი ემზადება ავღანეთსა და პაკისტანს ექსტრემალური დახმარება აღმოუჩინოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:03

ჩინეთი აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს ავღანეთისა და პაკისტანისათვის ექსტრემალური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. როგორც ცნობილია ეს ქვეყნები მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ლუ კანის თქმით, ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოება მზად არის ამ ქვეყნებს დახმარების სახით 100 ათასი აშშ დოლარი გამოუყოს. „ჩინეთის მთავრობამ თანადგომა გამოუცხადა ავღანეთისა და პაკისტანის მოსახლეობას და აღუთქვა, რომ მომავალშიც გააგრძელებს ამ ქვეყნებისათვის დახმარების გაწევას“, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, რომ ძლიერ მიწისძვრას ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს, რომლის სიმძლავრეც 7,8 ბალს შეადგენდა. ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში დაღუპულია 115 ადამიანი, დაშავებულია - 538. პაკისტანში დაღუპულთა რიცხვი 248 ადამიანს აღწევს, ხოლო დაშავებულია 1665 ადამიანი.

პაკისტანსა და ავღანეთში მიწისძვრის შედეგად მსხვერპლი 360 მდე გაიზარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:05

ავღანეთსა და პაკისტანში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 360 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" წერს, ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. 
სტიქიური უბედურების შედეგად პაკისტანში 4 000-ზე, ავღანეთში კი 7 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულზე.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, ავღანეთის ჩრდილოეთში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთიან რეგიონში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური