„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 10:51

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიას განცხადებით, ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

"დიდი ხანია, ირაკლისთან გვაქვს საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ჩადგომოდა ტელევიზიის როგორც საინფორმაციო, ასევე „ფროდაქშენის“ ნაწილს და მისი ხელმძღვანელობით, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ირაკლისთან ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ, ხელახლა შევქმნათ, ავაღორძინოთ და გავაძლიეროთ ეს ტელეკომპანია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო. ვფიქრობთ, ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შექმნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ირაკლი იმნაიშვილი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტია, რომელმაც თავისი კრიტიკულობით და შეუპოვრობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას. იგი იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ირაკლი იმნაიშვილი 14 წელია მოღვაწეობდა დიდ ბრიტანეთში, ტელეკომპანია BBC-ში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტების თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. მანამდე, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.

საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ 20 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს, ეთერში აღარ გადის.

 

 

კანონის არანაირი დარღვევა არ ყოფილა,-პაატა სალია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 11:05

"რუსთავი 2" არაკონსტიტუციურად თვლის და ასაჩივრებს იმ ნორმებს, რომელზეც კანონის უზენაესობა დგას. კანონის არანაირი დარღვევა არ ყოფილა, სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ისაუბრა.

 

პაატა სალიას განცხადებით ქიბარ ხალვაში წილებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ გადაიფორმებს.

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 17:50

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშს 7 მოთხოვნიდან მხოლოდ ის 2 მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რომელიც წილების გადაფორმებას და ხელშეკრულების გაბათილებას ითვალისწინებს.

სასამართლოს დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშის სახელზე წილების გადაფორმება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება.

"დღევანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება გაუქმდა და საჯარო რეესტრში 60% წილის მესაკუთრედ უნდა აღირიცხოს ქიბარ ხალვაში ხოლო 40 % მესაკუთრედ მისი კომპანია შპს პანორამა," - აცხადებს პაატა სალია, რომელიც აქვე დარწმუნებულია, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატები გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ, ამიტომ ქიბარ ხალვაში წილის გადაფორმებას მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეძლებს. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური