„აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:53

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ  აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან, რადგან მათ ვერ მიიღეს ის, რასაც მოელოდნენ და რომ რუსეთი მათ რეალურ დამოუკიდებლობას არასოდეს დაუშვებს. „აფხაზებმა და ისებმა ის ვერ მიიღეს, რასაც მოელოდნენ რუსეთისგან და საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან. ისინი ხედავენ, რომ კორუფცია ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ეს ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შანსს არ აძლევს საქართველოს, მაგრამ, მათ აქვთ ისეთი განცდა, რომ რუსეთმა ისინი მიატოვა და რომ ისინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არიან.  იქ მცხოვრები ყოველი მეორე მოსახლე ნამყოფია თანამედროვე საქართველოში და ხედავენ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება დემოკრატია. ხედავენ, რომ საქართველო აშკარა ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.“

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„ ოკუპაციით წაგებული თავად რუსეთი დარჩა“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:51

„რუსეთმა თავისას ვერ მიღწია. მუქარითა და  საქართველოსთვის ტეროტორიის წართმევით და ის ფიქრობდა, რომ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიაბრუნებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. საქართველო სულ უფრო და უფრო მიდის ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. თუ კი ვინმემ წააგო ამით, პირველ რიგში რუსეთმა.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„რუსეთი არასოდეს დაუშვებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეალურ დამოუკიდებლობას“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:48

„ერთმა აფხაზმა მაღალჩინოსამნა ერთხელ მითხრა, რომ ადრე მათ ჰქონდათ დამოუკიდებლობა, მაგრამ არ ჰქონდათ აღიარება, დღეს მათ აქვთ აღიარება, მაგრამ არა აქვთ დამოუკიდებლობა. მათ, განსაკუთრებით ყირიმის ამბების შემდეგ, გაიგეს, რომ რუსეთი სინამდვილეში არასოდეს დაუშვებს  /აფხაზეთის და სამხერთ ოსეთის/ ნადვილ, რეალურ დამოუკიდებლობას.“ -  განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:35

„ძალიან კარგია, რომ გადადიხართ მაუწყებლობის ახალ ფორმატზე, რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი სეგმენტია ქართულ საზოგადოებაში რუსულენოვანი მოსახლეობის, რომელთათვისაც რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია...აფხაზები და ოსები უსმენენ მხოლოდ რუსულენოვან გადაცემებს და იქ ძალიან იშვიათად არის მათ შესახებ ინფორმაცია.    აუცილებელია, შეიქმნას რუსულენოვანი სახლემწიფო არხი, იმის მსგავსი, როგორიც იყო „პიკი“ ნაციონალური მოძრაობის დროს. თუმცა, იქ გადაცმები პროპაგანდისტული იყო და „ყიდდა“ არა  ისეთ საქართველოს, როგორც სინამდვილეში იყო. ეს კი უნდა იყოს საინფორმაციო არხი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ რა ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები ოფიციალურად დატოვეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 12:09

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს. 
თავდაცვის მინისტრის მოვალეობას, მინისტრის  პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობას კი მინისტრის  მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი შეასრულებენ. 

ვინ ჩაანაცვლებს თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს?

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 12:46

ჯერჯერობით უცნობია ვინ ჩაანაცვლებს თინა ხიდაშელსა და პაატა ზაქარეიშვილს.  2 ვაკანტურ პოსტზე მინისტრებს გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს პერიოდში წარადგენს. 

ეს იყო წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა, - პაატა ზაქარეიშვილის სინანული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:12

"ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც სახელმწიფო მინისტრი ვარ პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს,“ - აღნიშნული განცხადება  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, თავის პირველ კომენტარზე საუბრისას გააკეთა.

 პაატა ზაქარეიშვილმა 21 მაისს განაცხადა, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა საშინელაბაა, მაგრამ ეს არ არის სისტემური ხასიათის:

 „ეს არის საშინელი მკვლელობა. სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა, ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ის არ მეორდება. ეს არის ერთჯერადი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“- განაცხადა მინსიტრმა.

 

 

გრუშენკოს სკანდალურ განცხადებას პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 12:49

რუსული ტელეკომპანია “როსია 24”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნატო-ში რუსეთის მუდმივმა  წარმომადგენლმა გრუშკომ განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ევროპას მასშტაბური კრიზისის ზღვარზე დააყენებ , ალექსანდრ გრუშკოს განცხადებას , სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით , გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნატომ და ევროკავშირმა:

„ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნატომ და ევროკავშირმა. ნატო და ევროკავშირი არ დაუშვებს ისეთ რამეს, რომ გაუარესდეს ვითარება, პირიქით, ჩვენ ვუყურეთ როგორ მოქმედებენ ისინი. სადაც ნატო და ევროკავშირია იქ მშვიდობაა, ასე რომ დაველოდოთ მოვლენებს. საქართველო თავის საშინაო დავალებებს ასრულებს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება როგორც ნატოში, ისე ევროპულ ორგანიზაციებში იქნება მშვიდობისა და სტაბილურობის მომტანი."- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვულოცავ მთელ საქართველოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას,- პაატა ზაქარეიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:11

"ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა "ისტორიულს" და მართლაც, დღეს არის ისტორიული დღე. ვულოცავ მთელ საქართველოს მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებას, საქართველომ გადადგა სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ევროპისაკენ. რუსეთი ამ წუთში არის არასერიოზული სალაპარაკო, როდესაც გვაქვს ევროპაზე სასაუბრო. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება," - განუცხადა  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

 

საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, ხელისუფლება კრიტიკულ აზრს ზღუდავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 13:00

"საქართველოში არსებული ყველა ტელევიზია არის პრაქტიკულად გამოკვეთილი კრიტიკული ტელევიზია და ძალიან მომწონს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ეჭვი შეიტანონ, თითქოსდა, ხელისუფლება კრიტიკული აზრის გამოთქმის შეზღუდვას ცდილობდეს. მე დარწმუნებული ვარ რუსთავი 2 იქნება ყოველთვის ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო ყოველთვის. ყველა მხარის პოზიცია მოვისმინე და ყველა ამბობს, რომ ჟურნალსიტებს და პროფესიონალებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ,"-  ეს განცხადება "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა. 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური