SES-ი მსოფლიოს მასშტაბით 355 მილიონ ოჯახს ემსახურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:29

SES-ი აძლიერებს მის პოზიციას მსოფლიო სატელიტურ ვიდეო კონტენტის მიმწოდებელ კომპანიებს შორის. სატელიტური სატელევიზიო მომსახურებით მოსარგებლე  ოჯახების რაოდენობა  4 მილიონით გაიზარდა და მიაღწია 355 მილიონს 2018 წელს.

SES-ის მიერ ყოველწლიური საბაზრო კვლევის თანახმად, გაძლიერებულია კომპანიის ტექნიკური მოცვა და აღნიშნულია მისი მნიშვნელოვანი როლი ვიდეოს სატელიტურ გავრცელებაში ფართო აუდიტორიებისთვის, როგორც პირდაპირად, ასევე არაპირდაპირად, სანდო და ხარჯთეფექტური მიდგომებით.

SES-ის ყოველწლიური საბაზრო კვლევის შედეგების თანახმად, კომპანიის ტექნიკური წვდომა გაუმჯობესდა ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და აფრიკაში. აფრიკაში, კერძოდ კენიაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 2 მილიონ ოჯახზე მეტი დამოკიდებულია SES-ზე სატელევიზიო მომსახურების მისაღებად. ევროპაში სატელიტური მაუწყებლობა, განსაკუთრებით პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა (DTH), რჩება სატელევიზიო სიგნალის მიღების ძირითად საშუალებად და ტექნოლოგიად. SES-ი ემსახურება 167 მილიონ სატელევიზიო ოჯახს მთელ კონტინენტზე. SES-ი ასევე აწვდის ვიდეო-მომსახურებას 72 მილიონ  ოჯახს ჩრდილოეთ ამერიკაში, მეტწილად მნიშვნელოვანი ამერიკული საკაბელო ოპერატორების მეშვეობით. SES-ი ასევე აგრძელებს ტექნიკური მოცვის გაფართოებას სხვა ბაზრებზეც. ამჟამად, ის ჯამში 102.6 მილიონ ოჯახს ემსახურება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.

შედეგებით ვლინდება, რომ სატელიტური მაუწყებლობა მიმზიდველი და ღირებული პლატფორმაა ფართო აუდიტორიისთვის სანდო და ხარჯთეფექტური ვიდეო-კონტენტის მიწოდებისათვის. ამ მახასიათებლების გამო, ეს იდეალური მეთოდია HD და UHD პროგრამირების მისაწოდებლად. SES-ი დღეს თავის მომხმარებლებს სთავაზობს 2,800 HD სატელევიზიო არხს და 40 კომერციულ UHD სატელევიზიო არხს – რაც მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სატელიტური მაუწყებლის სტატისტიკა.

SES-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 16:33

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

„საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

SES-ისშესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 16 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG). დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით  www.ses.com

 

ილია მეორე - ოჯახი არის სახელმწიფოს და ქვეყნის საფუძველი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 14:20

ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა. 

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უფლის ზეცად ამაღლების შესახებ იქადაგა. 

„სახარებაში ვკითხულობთ ჩვენ, უფალი უკანასკნელად გამოეცხადა მოციქულებს, მისცა მათ მადლი და მშვიდობა, გამოიყვანა ქალაქის გარეთ, აკურთხა ისინი და ამაღლდა. მოციქულები თაყვანს სცემდნენ მას. დაწერილია სახარებაში „დაბრუნდნენ იერუსალიმში სიხარულითა დიდითა“. სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი“, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. 

პატრიარქმა 12 სასულიერო პირი დააჯილდოვა, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში მოღვაწე მღვდელმსახურები. ასევე, ტაძარში მყოფი ახლად ჯვარდაწერილი ოჯახები დალოცა. დაახლოებით 45 წყვილმა დღეს სამების ლავრის ხარების ტაძარში  ჯვარი დაიწერეს. 

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი და სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობაში მონაწილე პირებს დახვდებიან. უწმინდესი ტაძარში პარაკლის გადაიხდის და ერს დალოცავს. 

თურქული ოჯახი რომელიც საბერძნეთში გაქცევას ცდილობდა ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 25 ნოემბერი 2017 13:03

თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევისას 5-სულიანი ოჯახი ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო. ბერძნული პრესის ინფორმაციით, ბავშვების ცხედრები კუნძულ მეტელინეს სანაპიროზე იპოვეს. შემთხვევის დროს დაღუპულთა სახელებია: ჰუსეინ მადენი (40), ნურ მადენი (36) ნადირე მადენი (13), ბაჰარ მადენი (10), და ფერიდუნ მადენი (7).

გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკის მასწავლებელი მამა ჰუსეინ მადენი 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნებული განკარგულებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მადენეების ოჯახის კასტამონში მცხოვრები ნათესავები განმარტავენ, რომ წყვილს უფრო ადრე ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხეს და მათ ქონება ჩამოართვეს. ნათესავების ინფორმაციით, დედა ნურ მადენის წინააღმდეგ დაკავების ორდერი იყო გაცემული და პოლიციის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ წასვლა სურდათ.

სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) დეპუტატმა მერალ დანიშ ბეშთაშმა საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა და თურქეთის ეროვნული ასაბლეის(TBMM) თავმჯდომარეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები გადასცა იმ მოტივით, რომ ამ კითხვებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უპასუხებდა.

წყარო: http://tr.euronews.com/2017/11/23/yunanistana-kacmaya-calisan-turk-aile-egede-can-verdi

"საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, წინა დღეს დედას ამშვიდებდა"- ზესატაფონში ავღანეთში გადრადცვლილ ქართველი სამხედროს გლოვობენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 აგვისტო 2017 15:23

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას ბეგლარ ბებიაშვილს მეზობლები დადებითად ახასითებენ. ქართველი სამხედრო, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა

სოფელ მარტოთუბანში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა.

„უწესიერესი ახალგაზრდა დააკლდა ქვეყანას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აფეთქება შემოვლის დროს მოხდა. ბიჭი ადგილზე დაუღუპა სამი ქართველი კი დაიჭრა. კონტარქი ოქტომბერში ეწურებოდა და ოჯახს ძალიან უხაროდა. მომხდარის წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს…“- აცხადებენ ჯარისკაცის ახლობლები.

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სავარაუდოდ, კვირას ჩამოასვენებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ნიუპოსტს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

რაც შეეხება დაჭრილების მდგომარეობას, უწყების ცნობით ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ ამირანის ძე გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

წყარო: newposts.ge

ოჯახის ინფორმაციით, სასტუმრო „არმაზის“ მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 მაისი 2017 13:16

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ წერილი დატოვა. ოჯახი წერილს ასაჯაროვებს. 

სამგვერდიან წერილში ზაზა (ჯემალ) ართმელაძე როგორც „არმაზში“ ორი წლის დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელია ამ ყველაფრის ატანა.

InterPressNews.Ge„იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.

ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ“ - წერს ზაზა ართმელაძე და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. 

მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, - აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.

ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა. 

ხარძიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 22 იანვარი 2016 16:33

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბიზნესმენის  მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლებს თბილისში თანამზრახველები ჰყავდათ. 

მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მკვლელები ქვეყანაში იარაღს ვერ შემოიტანდნენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხარძიანების ინტერესების დამცველი საქმის მოტივსა და შესაძლო დამკვეთზე არ საუბრობს. 

როგორც მალხაზ სალაყაია ამბობს, მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილი არიან. 

საცხოვრებელი ფართით 347 ოჯახი დაკმაყოფილდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:55

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა. 

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ. 

გარდა ამისა, დევნილები ახალ წლამდე მიიღებენ ბინებს ოლიმპიურ სოფელში, რომლის 9 კორპუსი სახელმწიფომ პრემიერის ინიციატივით გამოისყიდა. 

ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრების განცხადებას საქალაქო სასამართლო ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 18:07

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განმხილველ მოსამართლესთან მიმართებაში 9 დეკემბერს ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებისა და ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი მოკლებულია საღ აზრს, უფრო მეტიც მათი განცხადებები წარმოადგენს ცილისწამებას და მხოლოდ პირადი ეჭვები და ვარაუდები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს რაიმე სახის დისციპლინარულ თუ სისხლისსამართლებრივ წარმოებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობას.

"საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,"-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ , რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრების ინფორმაციით მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი კორუფციულ გარიგებაში შევიდა და ცააძისა და ფირცხალავას მიმართ განაჩენი შემდეგ გამოიტანა. 

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:04

კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას „ჩვენ“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო “Rooms თბილისში“ გაიმართება.
ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.
პრეზენტაციას მოძრაობის წევრები - ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ისინი მისიას, ხედვას და იმ გეგმებს წარადგენენ, რომელთა განხორციელებაც მოძრაობის ფარგლებში იგეგმება.  ნაჩვენები იქნება პირველი ვიდეორგოლიც.  სტუმრებს იქვე ექნებათ მოძრაობაში გაწევრიანების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.   
ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური