„Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 17:30

პროექტის Sputnik Taoba ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მუშაობას გაეცნობიან.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba. ის ითვალისწინებს მასტერ-კლასების ჩატარებას მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის და მათ წარმოდგენას აძლევს თანამედროვე მასმედიის მუშაობისა და მისი თავისებურებების შესახებ. პროექტის პირველ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პროფესიის არჩევა სურთ. ისინი ნახავენ, როგორ მუშაობს ნიუსრუმი, მულტიმედიური რედაქცია და Sputnik-ის პრეს-ცენტრი, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიგებენ ბოლო ტრენდების შესახებ საერთაშორისო მასმედიის მუშაობაში.

პროექტის „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ძალზე მოხარული ვართ, სააგენტო Sputnik-ის კარი გავუღოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რა არის თანამედროვე მედია, თავად სცადონ შექმნან კონტენტი ვებ-გვერდისთვის: ტექსტები, ფოტო და ვიდეო. Sputnik Taoba - ეს ახალი კრეატიული პროექტია, რომელშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ შეხვედრასა და ურთიერთობას. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდებსა და მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი და ახალი იდეები შეაქვთ ჩვენს საქმეში.

პროექტი Sputnik Taoba (თაობა) ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიებს სააგენტოში და „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მასტერ-კლასების ჩატარებას სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. Sputnik Taoba-ს მონაწილეები ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე მულტიმედიური რედაქცია და შეძლებენ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვადასხვა თემას აშუქებენ - პოლიტიკიდან და ეკონომიკიდან მოდისა და სპორტის ჩათვლით.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

ჩულპან ხამატოვა პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ მე-100 გმირი გახდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 31 იანვარი 2018 22:13

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ მსახიობ ჩულპან ხამატოვასთან, რითიც რიგით მეასე მასალა წარმოადგინა პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ ფარგლებში.

პროექტმა ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტად, სასწავლებლად ან საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების ისტორია წარმოადგინა, რომლებსაც დიდი ინტერესით ეცნობოდა მკითხველი.

Sputnik-საქართველოს ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა და, შესაბამისად, მკითხველის დიდი ინტერესიც გამოიწვია. ჩვენი ყველა გმირი უნიკალური პიროვნება იყო, თითოეული საკუთარი აზრითა და შეხედულებით საქართველოზე. თუმცა ჰქონდათ საერთოც — ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის მიმართ სიყვარული და პატივისცემა. გპირდებით, რომ 2018 წელს პროექტი კიდევ მეტად საინტერესო გახდება და მასში ასევე ჩავრთავთ ინტერვიუებს პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან“.

რუბრიკის სტუმრები იყვნენ სომხეთისბელარუსისა და ყაზახეთის ელჩები, მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, ბიზნესმენები, სტუდენტები, ხელოვანები, მეცნიერები თუ მოგზაურები. ყველაზე რეიტინგული გამოდგა ჩვენ ქვეყანაში ქართული ენის შესასწავლად ჩამოსული ფრანგი გოტიე ჰენის ამბავი, რომელიც 36 ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია მასალამ იმის შესახებ, თუ რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში, რომელსაც 31630 ადამიანი გაეცნო.

რაც შეეხება „Sputnik-საქართველოს“ რუსულენოვან ვერსიას, ყველაზე რეიტინგული იყო დუბაელი ბადი ახმედის ისტორია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. მის მონათხრობს 115 ათასზე მეტი მკითხველი გაეცნო.

საიტზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ „Sputnik–საქართველოს“ საუკეთესო პროექტია.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისათვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია.* სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik–საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.





„SPUTNIK-საქართველო" კონკურსის WORLD RISING STARS ლაურეატი გახდა მოდის გაშუქებაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 იანვარი 2018 16:45

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" საერთაშორისო კონკურსზე World Rising Stars, მოდის ინდუსტრიისა და სილამაზის კონკურსების გაშუქებისთვის, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, ჯილდო მიიღო. დაჯილდოების ცერემონია 28 იანვარს თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott-ში გაიმართა.

ღონისძიება International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars საქართველოში 2018 წლის 24-29 იანვარს პირველად გაიმართა და შეკრიბა სილამაზისა და მოდელების კონკურსების გამარჯვებულები მალტიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ვიეტნამიდან, თათრეთის რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთიდან, ესტონეთიდან, ალბანეთიდან, მაკედონიიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან. ორგანიზატორებმა ფინალურ გალა-კონცერტზე, საქართველოში ფეშენ-ინდუსტრიის გაშუქებისთვის, მასმედიის წარმომადგენლებს სიგელები და პრიზები გადასცეს.

პროექტSputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „საქართველოში მოდის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება: ქართველი დიზაინერები მთელი მსოფლიოს მაყურებელს იპყრობენ, მოდელები მოდის საუკეთესო სახლების პოდიუმებზე ბრწყინავენ და იმარჯვებენ სილამაზის კონკურსებზე. ფეშენ-თემატიკა „Sputnik-საქართველოს" მკითხველისთვის საინტერესოა, ამიტომ ჩვენ, მულტიმედიური შესაძლებლობების გამოყენებით, გავაგრძელებთ საუბარს მოდის ყველაზე საინტერესო მოვლენებზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუშაობა ასეთ მაღალ დონეზე დაფასდა".

კონკურს World Rising Stars-ის ორგანიზატორი, სამოდელოსააგენტო Katrini-ს დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი: „ჩვენი ღონისძიებები მიმართულია არა მხოლოდ სილამაზისა და მოდელების კონკურსების ჩატარებისკენ, არამედ ისინი ასევე ემსახურება საქართველოს პოპულარიზებას მსოფლიოში. ამის მიღწევა მასმედიაში ხარისხიანი გაშუქების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. 2015 წლიდან დღემდე „Sputnik-საქართველო" მხარს უჭერს ჩვენს საერთაშორისო პროექტს. „Sputnik-საქართველომ" გააშუქა ჩვენი ყველა ღონისძიება კახეთში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში. სააგენტოს ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ ქვეყნის ყველა კუთხეში და გვეხმარებოდნენ, რომ მოგვეთხრო ჩვენს პროექტებზე, წარმატებულ მოდელებზე, მათ გამარჯვებებსა და მიღწევებზე. ისინი აშუქებდნენ ჩვენს ყოველ ნაბიჯს, ყველა ჩვენს ტურს. მადლობელი ვარ საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველოსი" და ყველა ჟურნალისტის, რომელიც ჩვენთან მუშაობს".

Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური