გორის მერი ირაკლი ოქრუაშვილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 აპრილი 2016 16:31

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე,რომ ქალაქ გორის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი ,გორის მერი გამოეხმაურა. ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ სხვას მიაყენოს შეურაცყოფა, თვითონ იყენებს შეურაცხყოფას.

"ეს არის მისი მიზანი. ალბათ, მან დაიწყო წინა საარჩევნო კამპანია. მე არ ვარ მისი გუნდის წევრი და მისი ჩანაფიქრები არ ვიცი. მე ინფორმაცია საკრებულოდან მომდის მხოლოდ ილია მეტრეველთან კომუნიკაციით და თუ მან მე შეურაცყოფა მომაყენა, მე ამაზე მხოლოდ გამეღიმება. ნებისმიერი ადამიანი რომელიც ცდილობს, რომ სხვას მიაყენოს შეურაცყოფა, ის თვთონ იყენებს შეურაცხყოფას", - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.  შეგახსენებთ,რომ ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, ის ხმაურიან სხდომებს ანონსებს და გორის მერს უპირისპირდება .

ნათია ომაძე, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩაანაცვლებს, სასამართლოში ჩივილს გეგმავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 15:30

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის,თანაშემწედ დაინიშნა.  უკვე ყოფილი თანაშემწე,ნათია ომაძე კი სამართლებრივ დავას აპირებს ,  ომაძე ამბობს, რომ მისი გათავისუფლება არაკანონიერი და არაარგუმენტირებულია:

"დღეს დილით, უკვე მეორედ დამიბარა საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ, ილია მეტრეველმა, თავის სამუშაო ოთახში და მითხრა, რომ განცხადება დამეწერა სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ამ პოზიციაზე ვმუშაობ 2014 წლის აგვისტოდან, გავლილი მაქვს კონკურსი, რაც გარანტიებს მაძლევს, რომ თუ არ იქნება არგუმენტირებული საფუძველი გათავისუფლებისა , ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოს მივმართავ",- განაცხადა ნათია ომაძემ.

შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრებელის თანაშემწის თანამდებობას ორაშაბათიდან ირალი ოქრუაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ სწორედ ოქრუაშვილის გამო მოხდა ომაძის თნამდებობიდან გათავისუფლება. რაც შეეხება კონკურსს, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი პირობაა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ოქრუაშვილი ამ კონკურსსაც გაივლის. კითხვაზე, თუ მან კონკურსი უნდა გაიაროს, ორშაბათიდან როგორ იწყებს მუშაობას, მეტრეველი ამბობს, რომ ოქრუაშვილი ჯერ მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

 

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:48

ირაკლი ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ ინიშნება . ინფორმაცია ამის შესახებ ოქრუაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ მედიის წარმომადგენლებს გორის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დაუდასტურა.ოქრუაშვილის განცხადებით მისი სურვილია ამ თანამდებობაზე დანიშვნით  ოფიციალურად დაეხმაროს თანაგუნდელებს.

ადამ ოქრუაშვილი ევროპის პირველი თამაშების და კონტინენტის 2015 წლის ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 28 ივნისი 2015 15:03

ბაქოს ევროპის თამაშებზე ძიუდოისტმა ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმძიმესმა წევრმა საჩემპიონო ბრძოლაში ებრაელი ორ სასონი 2 წუთსა და 40 წამში შებოჭა და ბაქო 2015-ის ოქროს მედალთან ერთად ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ოქროსაც დაეუფლა. ამასთან, პირადი რეიტინგი ოქრუაშვილმა 400 ქულით გაიუმჯობესა.

ფინალამდე ოქრუაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრებაში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო და პოლონელი მაციეჟ სარნაცკი მე-5 წუთზე დასცა ბეჭებზე. მეოთხედფინალში წილისყრამ თანაგუნდელ ლევან მატიაშვილის დაუპირისპირა და ქართული ბრძოლის ბედი ერთმა იუკომ გადაწყვიტა. ფინალის საგზური კი ადამმა ლიტველი მარიუს პასკევიჩუსის იპონით ძლევით მოიპოვა.

დღესვე, ევროკონკურენციაში სულ 4 ქართველი ჩაერთო და დილის პროგრამა ჩვენმა ნაკრებმა მაქსიმალური შედეგით დაასრულა - ორი ფინალში გავიდა, ორიც რეპეშაჟის ფინალში. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ 90 და +100 კილოგრამებში საქართველოს ნაკრების წევრები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ.

ოქრუაშვილისა და მატიაშვილის დაპირისპირება მეოთხედფინალში შედგა. ვარლამ ლიპარტელიანისა და ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) გზები კი ნახევარფინალში გადაიკვეთა და ლიპარტელიანმა ორი ვაზარით იმარჯვა. ამ შეხვედრის შედეგით ევროპის 2-გზის (2012 2014) ჩემპიონმა ზედიზედ მე-7 ევროპირველობის მედალი გაინაღდა, რაც თანამედროვე ძიუდოში სარეკორდო მაჩვენებელია. მესამედ გაჩემპიონებამდე კი ლიპარტელიანს რუსი კირილ დენისოვის ძლევა დააკლდა. ამ უკანასკნელმა დაუსრულებელი შებოჭვით მოპოვებული იუკოთი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თამაშებზე 2-2 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ძიუდოისტები სულ 5 წონით კატეგორიაში გამოვიდნენ და ხუთივეში საპრიზო სამეულში მოხვდნენ.

 

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური