ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 09 მარტი 2021 13:06

ჰერეთში, აზერბაიჯანული მხარის ორ სოფელში, ფარდარლსა და მუღანლიში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "მთავარი" ავრცელებს სიუჟეტს. "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, ეს სოფლები ამჟამად ჩაკეტილია და იქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.

"მე კახის რაიონში ვცხოვრობ, ამ განძის შესახებ გამიგია, რომ სოფელში კაცი ხნავდა, ... ეს სოფელი აზერბაიჯანული სოფელია, გადაკეტილია და არავის არ უშვებენო", - ამბობს ერთერთი აზერბაიჯანელი მაცხოვრებელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ამ სოფლებში არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია 12 ტონამდე ოქრო.

ისტორიკოსები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღმოჩენილი განძი შესაძლოა თამარ მეფის საფლავთან იყოს კავშირში. მათი თქმით, ეს განძი ბრინჯაოს ხანის ყორღანებიდან შეიძლება იყოს.

ადგლობრივები, ქართულ მხარეს, კულტურის სამინისტროსა და საელჩოს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. 

წყარო: https://mtavari.tv/news/35170-traktori-ormoshi-chavardnila-gandzi-upoviao

„არმია“ ოქროს ლიგის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 11:11
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს ლიგა 2018-19 სეზონის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის უწყების მინი-ფეხბურთის გუნდმა დღეს ფინალში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი “RS” ანგარიშით 6:3 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა.
 
ოქროს ლიგა 2018-19 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების გუნდებმა მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული, შეჯიბრის თასი და მედლები გადაეცა. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. „არმიის“ ფეხბურთელებმა შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშიც გაიმარჯვეს.
 
ოქროს ლიგა 2018-19 სპორტული სააგენტო SBM-ის ორგანიზებით გაიმართა.

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 17:15

2 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ც.ბ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 94.8 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

 

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,112.63 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 8,112.63 ლარის ოდენობით შეეფარდა.

5 კილოგრამი ოქროს ზოდების კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:51

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, 2016 წლის 5 დეკემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, მისი მართვის ქვეშ მყოფ ,,TOYOTA PRADO’’-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები. საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით,  რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საზღვარზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 15:23

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის,  ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროს და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები. აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11  წლამდე ვადით. 

არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საზღვარზე შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 მარტი 2016 13:09

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვრის კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს ანარ მამადოვს და რამინ ალიევს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან  11 წლამდე ვადით.

დაკავება ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 10:21

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საზღვრის კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ურფათ რუსალოვას საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა დიდი ოდენობით არადეკლალირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები, რის გამოც დაკავებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  3 დან 5 წლამდე ვადით.

ოქროს ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 იანვარი 2016 11:54

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვაჰაგნ თადევოსიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთის რესპუბლიკიდან  საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.  
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5  წლამდე ვადით.

ყაზბეგში 7593 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 17:00

22 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“-ს კონტროლის ზონაში 7593,01 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, საერთო წონით 156,58 გრ. აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონელი მებაჟე ოფიცრებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ს.მ-ს კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას გამოავლინეს.
 საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7593,01 ლარის ოდენობით.

კოლუმბიაში 3 მილიარდი დოლარის ძვირფასეულობით დატვირთული 300 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 06 დეკემბერი 2015 13:17

კოლუმბიის სანაპიროსთან 300 წლის წინ ჩაძირული ესპანური ხომალდი აღმოაჩინეს, რომლის ბორტზეც 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ძვირფასეულობა იყო. ფრაგმენტები საპორტო ქალაქ კარტახენას მახლობლად იპოვეს.

გემი სამხრეთ ამერიკის კოლონიებში მოგროვებული ოქროთი, ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სამკაულებით იყო დატვირთული და ის ესპანეთის მეფეს ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასაფინანსებლად უნდა გამოეყენებინა, თუმცა ხომალდზე ბრიტანეთის ძალებმა იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ეს იყო ყველაზე დიდი რაოდენობის ძვირფასეულობა, რომელიც ზღვაში დაიკარგა.

 

 
 
გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« ივნისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური