ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სამი ოქმის შედგენის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 17:36

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

* * *

დღესვე, №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფ. სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის  მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი შედგა.

მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

* * *

21 სექტემბერს №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამატებით 156 მილიონი ევრო გამოუყო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:51

2015 წლის 24 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა, ბატონმა დირკ შათშნაიდერმა ხელი მოაწერეს განვითარების პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმს. ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ელჩმა, ქალბატონმა ბეტინა კადენბახმა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები დადებათად შეაფასეს. „სამთავრობო მოლაპარაკებების ხელმოწერა არის ერთ-ერთი აგური საქართველოს იმ სახლისა, რომლის მშენებლობაშიც გერმანია მას ეხმარება“ - განაცხადა ქალბატონმა ელჩმა.

მოლაპარაკებების დროს გერმანულმა მხარემ განაცხადა თანხმობა 156,4 მილიონი ევროს გამოყოფაზე: 140 მილიონი ევრო ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობისათვის, რომელსაც ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), და 16,3 მილიონი ევრო ტექნიკური თანამშრომლობისათვის, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 

გამოყოფილი თანხებით KfW დააფინანსებს ფინანსური სექტორის მხარდაჭერის პროგრამას (5 მილიონი ევროთი) და ასევე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას 100 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით. გარდა ამისა KfW 34 მილიონ ევროს გამოყოფს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის. გასული ორი წლის განმავლობაში KfW-ს ხელშეწყობით ქუთაისში წარმატებით განხორციელდა მყარი ნარჩენების გარემოსა და კლიმატისათვის უსაფრთხო მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის პროგრამა.

დაფინანსების შედეგად გაგრძელდება GIZ-ის მიმდინარე რეგიონული პროექტები მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური