საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. 

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:34

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს  უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის  თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს.

როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების  პროცესში ნატოს მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, კრისტიან  კოკვიკი დაესწრნენ.

როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა. 2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 14:05
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა ჯანეზ კოპაჩმა EU4ENERGY-ის მმართველობის პროექტის რეგიონული ოფისი გახსნეს. რეგიონული ოფისი კოორდინაციას გაუწევს პროექტის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სარეგულაციო ბაზის გაუმჯობესებას. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან "ენერგეტიკული გაერთიანებისა" და "ენერგეტიკული ქარტიის" სამდივნოები. EU4Energy-ის მმართველობის კომპონენტი 6.8 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. იგი წარმოადგენს EU4Energy-ის უფრო ფართო, 21 მილიონი ევროს მოცულობის ინიციატივის ნაწილს, რომელიც ასევე ფარავს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. EU4Energy-ის მმართველობის პროექტის მიზანია საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს განვითარება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის. მეორე რეგიონული ოფისი, რომელიც ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას მოემსახურება, კიევში იმუშავებს.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:31

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.
უილიუმ ლეჰიუ უნივერსიტეტში სტუმრობისას შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ილიას ჩილოღლუს და გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას.
სტუმარმა შემდეგ შეხვდა სტუდენტებს და ნატოს სამეკავშირეო მისიის და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, ნატო - საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგანდამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.

გვიან ღამით ნაძალადევში "ეროვნული ფორუმის" ოფისი გატეხეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 10:54

გვიან ღამით ნაძალადევში, ეროვნული ფოუმის ოფისი გატეხეს. პარტიის წარმომადგენლის თქმით, უცნობი პირი ოფისიდან გაქცევისას შენობის მეპატრონემ შენიშნა.ჯერჯერობით უცნობია რისი წაღება მოახერხა დამნაშავემ ოფისიდან. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ჭიაბერაშვილი და კედელაშვილი პარტიის ოფისის დაცხრილვის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2015 15:58

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ზაზა კედელაშვილი დედოფლისწაყროში პარტიის ოფისის დაცხრილვის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდნენ და ადგილზე ჩავიდნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით ერთ-ერთ კარს 18 მეორეს კი 12მდე ნატყვიარი აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ როდესაც ის ზაზა კედელაშვილთან ერთად პოლიციაში მივიდა, პოლიციის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, შენობის უკანა კარიდან გაიპარა.

"ჩვენ მივედით პოლიციაში, რომ პოლიციის უფროსისგან მოგვესმინა ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. კარებშივე დაგვხვდა რიგითი თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, რომ პოლიციის ხელმძღვანელებიდან არავინ იმყოფებოდა შენობაში და რომ ჩვენ ინფორმაციას თბილისში შს სამინისტროს პრესცენტშრი მოგვაწვდიდნენ. ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ის გამომძიებლები რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ დაასრულებს ჩვენი ოფისის თანამშრომლების დაკითხვა და თვითონ ჩვენი თანამშრომელი შეესწრო იმ ფაქტს, რომ როდესაც ჩვენს დანახვაზე, პოლიციის ადგილობრივი ხელმძღვანელობა უკანა კარიდან გაიპარა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხროვა მოვიდა და არ გვინდა ახლა ამათთან ლაპარაკიო. დედოფლისწყარო ეს არის ღარიბაშვილის და თამაზაშვილების სამფლობელო, მათ გარეშე ცაზე ფრინველი ვერ დაფრინავს და დედამიწაზე ჭიანჭველა და ამ დროს ხდება ასეთი გაუგონარი ფაქტი, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის სრულ აგონიაში. ისინი ხედავენ, რომ დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა, ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლებას დაკარგავენ მომდევნო არჩევნებზე და შესაბამისად არიან სრულ აგონიაში და უნდათ რომ ასეთი ძალადობით, ტყვიის სროლით დააშინონო მოსახლეობა. ეს არის შეუფასებელი ჩვენს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან და ამას ძალიან ნეგატიურ გავლენა ექნება საქართველოს განვითარებისთვის. პასუხისმგებელი რა თქმა უნდა ივანიშვილია ამ ყველაფრზე და თუ გამოძიება არ გამოავლენს დამნაშავეებს ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ლაქა მათთვის",-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ზუგდიდში ოფისი გახსნეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 18:15

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ დღეს ზუგდიდში ოფისი გახსნეს. პარტიის ლიდერები მათ მხარდამჭერებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 

ირკალი ალასანიამ, ასევე, შეკრებილ მოსახლეობას გააცნო ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელსაც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტის წინაშე დააყენებს. 

დღესვე ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, დავით ვერავა დაასახელეს.

"რუსთავი 2-ის" ოფისთან სატვირთო ავტომობილებს საპატრულო პოლიცია ამოწმებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 17:55

დღეს დილიდან რუსთავი 2-ის შემოსასვლელთან ყველა სატვირთო ავტომობილს საპატრულო პოლიცია ამოწმებს.  პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დავალება მათ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

რუსთავი 2-ის ერთ-ერთი მანქანის შემოწმების დროს ადგილზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა და მოითხოვა განმარტება თუ კანონის რომელი ნორმის საფუძველზე ხდებოდა სატვირთო ავტომობილების შემოწმება. კითხვაზე ნიკა გვარამიამ პასუხად მხოლოდ ის მიიღო, რომ ეს იყო დავალება და ისინი ამ დავალებას ასრულებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 17:51

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომაზე განცხადა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისებთან მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით 22 შემთხვევაში ჩვენ დაწყებული გვაქვს ადმინისტრაცვიული სამართალ წარმოება, დავაკავეთ სამი პირი ადმინისტრაციულად, რომლების შემდეგ გადავიყვანოთ სასამართლოში და სასამართლომ შეუფარდა ჯარიმები. 8-ზე სისხლის სამართლით მიმდინარეობს გამოძიება. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ. ჩვენის მხრიდან არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ,რომ ბოლო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოფისი დაარბიეს . 

პრემიერი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევის საქმით დაინტერესდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 16:46

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ღარიბაშვილმა შესაბამისი კითხვით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრ, გიორგი მღებრიშვილს მიმართა.
"ვიცი, რომ თქვენ დაიწყეთ გამოძიება, თუმცა მაქვს განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდებათ. ამიტომ გთხოვთ, იქმებ საჯაროდ თქვათ, რა სტატუსი გვაქვს, დაიწყო თუ არა გამოძიება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევასთან დაკავშირებით?", - მიმართა პრემიერმა შს მინისტრს. 
გიორგი მღებრიშვილმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. კერძოდ, 22 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება და დაკავებულ იქნა სამი პირი ადმინისტრაციული წესით, რომელთაც სასამართლომ ჯარიმები შეუფარდა.
"ამასთან, რვა სისხლის სამართლის საქმეზე გვაქვს გამოძიება დაწყებული და უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური