თბილისში „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 10:42

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის დროსაც. ამის შესახებ „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოებას“ თავმჯდომარე მუსა გაჯიევმა განაცხადა.

მისივე თქმით იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის აღნიშნული ურთიერთობების მაღალი დონე შენარჩუნდეს, აუცილებელია ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის უღთიერთობებიც მაღალ დონეზე იყოს. „ორივე ქვეყნის პრობლემა დღეისათვის არის სეპარატიზმი და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სეპარატისტებმა საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვონ“, - აღნიშნა მ. გაჯიევმა. მან ასევე განაცხადა, რომ შემდგომი მუშაობის გაძლიერების მიზნით, აუცილებელია შეიქმნას სამმხრივი ფორმატის საკონსულტაციო ორგანო - საქართველო, აზერბაიჯანის და თურქეთის მონაწილეობით.

ეს განცხადება მ. გაჯიევმა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოების ოფიციალური წარმომადგენლებიც. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პირველი მდივნის რაჰიმ რაჰიმზადეს განცხადებით, დღეისათვის განსახილველი საკითხები ძალიან აქტუალურია. საქართველო-აზერბაიჯანს შორის მაღალი დონის ურთიერთობებს საფუძველი ყოფილმა პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარეს და მას შემდეგ ეს ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ძლიერდება. „ამჟამად ჩვენ განვიხილავთ ორი ქვეყნის საჯარო სექტორის წარმომადგენლების მუშაობის გაძლიერების საკითხებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ მათ შეაქვთ დიდი წვლილი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხში“, - დასძინა რ. რაჰიმზადემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან „საქართვერლოს ახალგაზრდების დახმარებისა და საგანმანათლებლოს საზოგადოება“ /საქართველო/, „თანამედროვე განვითარება საჯარო ეთიანობა“ /აზერბაიჯანი/, „ჰილალ“ სოციალური კვლევის საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/ და „ახალგაზრდების წვლილი“ საჯარო ერთიანობა /აზერბაიჯანი/.

გარდა ამისა „აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში საჯარო ორგანიზაციების როლი“ თემაზე ორგანიზებულ კონფერენციის მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის და თურქეთის საელჩოები საქართველოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

 

SputnikPro: იმისათვის, რომ კარგი ტექსტი არ „მოკვდეს“, სწორად უნდა მიაწოდო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 მარტი 2019 10:47

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა ევგენი კაზარცევმა დამწყები ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი ჩაატარა პროექტ SputnikPro-ს მორიგი მოდულის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი იყო.  

საქართველოში პროექტი 2018 წელს დაიწყო. პირველი მოდული მოიაზრებდა ქართული მედიის მთავარ რედაქტორებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ხოლო მეორე მოდულმა თავი მოუყარა საქართველოს ბეჭდვით და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებს.

2019 წლის იანვარში SputnikPro-მ თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. სულ პროექტში მედიის 50-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.  

ევგენი კაზარცევი შეეხო დღეისათვის აქტუალურ თემას და მედიის ახალ ტენდენციებზე ისაუბრა, განმარტა, როგორ უნდა გავრცელდეს საინტერესო კონტენტი ისე, რომ ის კითხვადი და „ვირუსული“ გახდეს.  

კაზარცევის გამოსვლა ეხებოდა იმას, „რასაც არ ასწავლიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე“. 

Sputnik-ბელარუსის რედაქტორმა აღნიშნა, რომ დღეს ჟურნალისტები პარალელურად მედიამენეჯერებიც უნდა იყვნენ. მისი თქმით,  თუ 50 წლის წინ აუდიტორია ითხოვდა, რომ მოეთხროთ მისთვის რაიმე ამბავი, დღეს მედია სთხოვს აუდიტორიას, წაიკითხოს რამე.

„აუდიტორია სულ უფრო ჭირვეული ხდება და ჩვენ გვიწევს ამ ცვლილებების გათვალისწინება. რატომ ვერ უძლებს ბევრი მედიასაშუალება კონკურენციას? მიზეზი მარტივია: ისინი აუდიტორიაზე ნელა ვითარდებიან, ან საერთოდ არ ვითარდებიან“, — აღნიშნა კაზარცევმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კაზარცევს დარბაზმა შეკითხვები დაუსვა მათთვის საინტერესო საკითხების გარშემო. 

„ქართველ კოლეგებთან ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით: რაღაც საინტერესო მე შემიძლია ვუთხრა მათ, რაღაც — მათ შეუძლიათ მითხრან.  მედიაველი ერთი გვაქვს, ინტერესი — საერთო, ამიტომ თუ ერთობლივად ვიმუშავებთ და ხარისხს ავწევთ, ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება“, — აღნიშნა კაზარცევმა.

დარბაზში მყოფი ახალგაზრდა ჟურნალისტები ყურადღებით უსმენდნენ გამომსვლელს და შეკითხვებსაც სვამდნენ.

„მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი პროექტია, ვინაიდან ის ახალგაზრდა ჟურნალისტებს აძლევს შანსს, მიიღონ გამოსადეგი ცოდნა უფრო გამოცდილი ადამიანებისგან. კარგია, როცა არსებობენ ისეთი ტრენერები, რომლებმაც იციან, რა სირთულეებს შეიძლება გადააწყდეს დამწყები ჟურნალისტი“, — აღნიშნა საიტ HotSale-ს რედაქტორმა ლანა ჩეჩელაშვილმა.  

SputnikPro — ეს არის რუსულ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობის კოლოსალური გამოცდილების მქონე საუკეთესო მენეჯერებისა და სპეციალისტების უნიკალური პრეზენტაციებისა და მასტერ-კლასების სერია, რომლებიც მზად არიან საკუთარი ცოდნა გაუზიარონ დამწყებ ჟურნალისტებს, პრეს-სპიკერებსა და უმაღლესი სასწავლებლების მაღალი კურსების სტუდენტებს. პროგრამა ჟურნალისტებს წარუდგენს თანამედროვე მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოს სტანდარტებსა და მუშაობის ტექნოლოგიებს.

 

 

შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 08:47

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისა და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა.

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თამარ ჟვანიამ დელეგაციებს იმ აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებისთვის განახორციელა. მან აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს.

დელეგაციების წარმომადგენლები საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან.

* * *

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბულგარეთის, ხორვატიის, ესტონეთის, იორდანიის , უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მალდივის, მექსიკის, მოლდოვას, პოლონეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, კორეის, რუმინეთის, სლოვენიის, თურქეთისა და უკრაინის საარჩევნო ადმინისტრაციების,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და „დელიან პროექტის“ (The Delian Project) წარმომადგენლები.

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 27 ნოემბერი 2016 18:14

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო უერთდებით საერთაშორისო კამპანიას სლოგანით - ვემხრობი! #შიდსის დამარცხებას.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში და საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ საინფორმაციო კვირეულის გამართვას.

28 ნოემბერს, 12:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (მის: მ. ასათიანის 9) გაიმართება მედია სემინარი - სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის, აივ დადებითი ადამიანების უფლებების და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.

 

ირაკლი სესიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 22 ოქტომბერი 2016 19:24

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში ირაკლი სესიაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს, გენდერულ საკითხებს და ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს.

შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური