SES-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 16:33

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

„საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

SES-ისშესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 16 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG). დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით  www.ses.com

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 11:49

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგორმარეობის გაურესება გახდა. 

სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო.  საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა.

newsday.ge კოლეგის დაღუპვის გამო  მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

უნგრელი კორესპონდენტი, რომელმაც მიგრანტს ფეხი წამოსდო, სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 13:35

სკანდალური ინცინდენტი ქალაქ როსკოში.ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს უნგრელი ოპერატორი ქალი მიგრანტების წაქცევას და როგორ ურტყამს მათ ფეხებს.   მედიამუშაკი, სახელად პეტრა ლასციო ინტერნეტ ტელევიზიის ოპერატორი და მემარჯვენე პარტია ჯობიკის წარმომადგენელია. მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთის გადაღებისას ის ხალხის ნაკადს შეერია და პირველ შემთხვევაში მოზარდ გოგონას ჰკრა ფეხი, მეორეჯერ კი წააქცია მამა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ხელშიაყვანილი მიჰყავდა. კადრები ინტერნეტში ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა განათავსა, რასაც მსოფლიო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უნგრელი ოპერატორი ქალი ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. თანამშრომლების მიერ მისი ქმედება შეფასდა, როგორც მიუღებელი და სასტიკი. ოპერატორის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და მას თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით ემუქრება.

ჟურნალისტისა და ოპერატორის მკვლელმა თავი მოიკლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 10:30

მამაკაცმა, რომელმაც ამერიკელი ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლა, დანაშაული აღიარა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა. თავდამსხმელი ვესტერ ლი ფლენაგანი აფროამერიკელია. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი ვირჯინიის შტატში იპოვეს. სუიციდურ აქტამდე მამაკაცმა „ეიბისი ნიუსს“ ფაქსით წერილი გაუგზავნა, სადაც განმარტავდა, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტების მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებები გახდა. ფლენაგანი 24 წლის ალისონ პარკერსა და 27 წლის ადამ უარდს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში რეგიონალური სავაჭრო პარატის წარმომადგენელს ინტერვიუს ართმევდნენ. ისინი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. რესპოდენტი დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარება სტაბილურია. ინციდენტის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენა-ტარების უფრო მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს.

მკვლელობა პირდაპირ ეთერში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 10:27

ფლენაგანი 24 წლის ალისონ პარკერსა და 27 წლის ადამ უარდს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში რეგიონალური სავაჭრო პარატის წარმომადგენელს ინტერვიუს ართმევდნენ. ისინი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ. რესპოდენტი დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარება სტაბილურია. ინციდენტის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იარაღის შეძენა-ტარების უფრო მკაცრი კონტროლი უნდა განხორციელდეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური