პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019 08:04

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა.

საუბრისას აღინიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის სოფელ ჩორჩანას და გუგუტიანთკარის მიმართულებით, ასევე ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ადგილობრივი მცხოვრებლების დაკავება, მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და უხეშად არღვევს ადამიანთა უფლებებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებაში EUMM-ის საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

გიორგი გახარიამ ასევე ყურადღება გაამახვილა EUMM-ის, როგორც ადგილზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე დაძაბულობის შემცირებასა და ადგილზე მშვიდობის შენარჩუნებაში. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

რუსეთის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო სწავლებას ატარებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 10:37

რუსეთის ფედერაცია სამხედრო სწავლებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: 

"2016 წლის 5 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში დაიწყო ფართომასშტაბიანი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2016“. სწავლების ცალკეული ეპიზოდები, მათ შორის, ტარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებულ სამხედრო ბაზებზე.

სწავლებებში ჩართულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო-კოსმოსური ძალების შენაერთები, საჰაერო-სადესანტო ჯარები, შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ზღვის ფლოტილია, ასევეუსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და შინაგან საქმეთასამინისტროს დანაყოფები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობს 12 500 სამხედრო მოსამსახურე, ავიაცია, საბრძოლო ტექნიკა და გემები.

ამასთან, “კავკასია 2016”-ისთვის მზადების ფარგლებში 25-31 აგვისტოს ჩატარდა რუსეთის სამხრეთ, ცენტრალურ დადასავლეთ სამხედრო ოლქების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება, რომლის დროსაც სრულ საბრძოლომზადყოფნაში იქნა მოყვანილი აღნიშნული ოლქების სამხედრო ძალები, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონებში განთავსებული საოკუპაციო ძალები.

ზემოხსენებულ სამხედრო მანევრებს ადგილი აქვს იმ ფონზე, როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციასა და, რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ინტეგრაციის გზით, მათიმცოცავი ანექსიის პროცესს. სისტემატური ხასიათი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საჰაეროსივრცის დარღვევასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განლაგებული საოკუპაციო ძალების სამხედრო მანევრებს.პარალელურად, გრძელდება მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პრაქტიკა საოკუპაციო ხაზისგასწვრივ.

სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2016,“ თავისი მასშტაბითა და შინაარსით, წარმოადგენსდესტაბილიზაციის შექმნის ფაქტორს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებითა და მილიტარიზაციით,რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაეროს წესდებასა და 2008 წლის12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული არამხოლოდ აფერხებს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს, არამედ ხელსუწყობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ვითარების დესტაბილიზაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის ზემოაღნიშნულ აგრესიულ ქმედებებს, კერძოდ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოსტერიტორიის სრული დეოკუპაცია, ნაკისრი ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთისფედერაციის დესტრუქციულ პოლიტიკას და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას,"- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 10:03

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. საქართველოს პარლამენტმა  2010 წელს გამოაცხადა.  თითქმის ერთდროულად ქვეყნის სახელმიწფო უწყებების შენობებზე დროშები დეშვა. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში პარლამენტის შენობებთან, მთავრობის კანცელარიასა და პრეზინდეტის სასახლესთან დროშები დაუშვეს.

1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად, საქართველოს ანექსია მოახდინა. მათ ქართველი იუნკერები, 25 თებერვალს ტაბახმელა-კოჯორში დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. საქართველოს მთავრობა კი ემიგრაციაში წავიდა.

 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 12:10

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ფეისბუქ გვერდის ინფორმაციით,  დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, რუსთავში მცხოვრები პირი. 
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება. დაკავებულმა დე-ფაქტო საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა. 

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე წვრთნებს ატარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 15:19

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე მასშტაბურ წვრთნებს ატარებს.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში, საინჟინრო–განმაღმველი ბრიგადის წვრთნები ჩატარდა, რომელშიც ასზე მეტი რუსი სამხედრო და 20 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

სცენარის თანახმად სამხედროებმა პირობითი მტრის მიერ დანაღმული ტერიტორია გაწმინდეს.

სამხრეთ სამხედრო ოლქში რუსეთის ტავდაცვის უწყებამ მასშტაბური წვრთნები რუსეთის საზღვარებთან ნატოს აქტივობის გაზრდის საპასუხოდ დაიწყო.  

ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებულ რუსულ ბაზაზე წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 14:35

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე საველე წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ოსური სააგენტო „რესი“ ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებული ცნობით, სწავლებაში 2 000-ზე მეტი სამხედრო პირი და დაახლოებით 500 სამხედრო ტექნიკაა ჩართული. 

 სამხედრო წვრთნა ჯარისკაცების მზადყოფნის შემოწმების და მათი მომზადების დონის ამაღლების მიზნით ტარდება.

ნაბაკევში დაკავებული ქართველები გაანთავისუფლეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 11:37

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხური ავრცელევს. დამატებით ინფორმაციას, მათ შორის, დაკავების მიზეზების თაობაზე, სუს-ში არ ახმაურებენ. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, მათ შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.


ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სნაიპერების წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:03

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების სნაიპერების წვრთნები დაიწყო.  სნაიპერებს პირობითი მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების დავალება მიეცათ.
გარდა ამისა, სნაიპერებს ასწავლიან ყალბი საცეცხლე წერტილების მოწყობას მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ასევე ძირითად პოზიციაზე შეუმჩნევლად გასვლას და მასკირებას მოწინააღმდეგესთან მოულოდნელი შეხვედრის დროს.
წვრთნების დროს ძირითადი ყურადღება გამახვილდება სნაიპერების მოქმედებაზე მთიანი რელიეფის პირობებში.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე დღეს ჟენევაში ისაუბრებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 10:35

ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებების 34-ე რაუნდის ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება. 
შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებაზე გაამახვილებენ.
ქართული დელეგაცია ასევე დააყენებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივთა გატაცებასა და გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში რეგიონში შექმნილ ვითარებას და ამასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებებსაც.

ოკუპირებულ ცხინვალში რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 10:00

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქი ავრცელებს.

სამხრეთის სამხედრო ოლქი წლის განმავლობაში 150 ერთეული ახალი ტექნიკით განახლდა, რომელთა შორისაც არის ახალი ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები და ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი ისკანდერ - ემი, რომელსაც 500 კილომეტრის რადიუსში შეუძლია რეაქტიული კომპლექსების, არტილერიისა და ვერტმფრენების განადგურება.

შეიარაღების განახლება 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური