საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში სამხრეთ კორეელი სპეციალისტები დაეხმარებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 02 მარტი 2019 12:06

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამხრეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, დახმარება გაუწიონ საქართველოს ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებაში. ასევე, წარმოადგინეს ინიციატივები, საჭირო ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კორეის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. კერძოდ, სამხრეთ კორეელი ექიმები, როგორც სწავლისა და ქირურგების მომზადების პროცესში, ასევე, უშუალოდ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთვებიან. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების ინიციატივით, თანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდება და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ღვიძლის გადანერგვის ორი ოპერაცია ჩატარდება.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან კვანგ ვუნგ ლი – ჰეპატო-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, ტრანსპლანტოლოგიის საერთაშორისო ექსპერტი, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი; ჩანგ სუკ სუჰ – სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და ჩან სო შინ – სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის დეკანი, პროფესორი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ კორეა ცოცხალი დონორიდან გადანერგვის ოპერაციებში მსოფლიოში ლიდერ ქვეყანად არის აღიარებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი წარმატებული ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით სწორედ კორეაში ჩატარდა და მათგან 77% სწორედ ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე მოდის.

"რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები" - პრემიერი-მინისტრი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 14:49

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა. ბახტაძემ, ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი.

„სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ის არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან. ვადევნებ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი" - აღნიშნა პრემიერმა.

ანგელა მერკელი - საქართველოსთვის ოკუპირებული ტერიტორიები არის დიდი გამოწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 13:15

საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას ითხოვს, – ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვას, რა მიაჩნია საქართველოსნაირი მცირე ქვეყნებისთვის მთავარ გამოწვევად.

მისი თქმით, საქართველოსთვის უსაფრთხოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ კარგად ესმის, რომ ქვეყანას ნატო-სთან შემდგომი დაახლოება-თანამშრომლობის სურვილი აქვს.

ადამიანებისთვის მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხოება და კეთილდღეობის შექმნა. საქართველო, მისი ბუნებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე, არის კლიმატით და ბევრი სხვა რამით, შეიძლება ითქვას, მართლაც წილხვედრი ქვეყანა, თუმცა, მეორე მხრივ, თურქეთი, რუსეთი მნიშვნელოვანი ქვეყნებია.

თქვენთვის გამოწვევა არის ის ფაქტი, რომ არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის დიდი გამოწვევა, ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს ეს ყველაფერი. უსაფრთხოება არის უდიდესი მნიშვნელობის, სწორედ ამიტომ მე ძალიან კარგად მესმის საქართველოს სურვილი ნატო-სთან შემდგომი დაახლოება-თანამშრომლობისა“, – განაცხადა მერკელმა.

თუმცა გერმანიის კანცლერი აქვე ამბობს, რომ სოციალური ქმედითი ქსელის ჩამოყალიბება და სოფლად მცხოვრები ადამიანების გათვალისწინება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

„შეიძლება თბილისში ადამიანები ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, რეგიონებშიც უნდა მიდიოდეს განვითარების პროცესები. გუშინ პრემიერ-მინისტრთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრე ინკლუზიურ ზრდაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო საწარმოების ჩამოყალიბება, ახალგაზრდა ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საწარმოების ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი სექტორის განვითარების შესაძლებლობა, იაფი კრედიტის, სესხის მიღება, რათა ღირდეს ორიენტაცია განვითარებზე.

რაც მეტი დივერსიფიკაცია, მეტი მრავალმხრივობა ჩნდება, რაც უფრო ნაკლებია მსხვილი საწარმოები, მით უკეთესია ქვეყნის სწრაფი განვითარება. ბუნებრივია, ამიტომ მცირე და საშუალო კომპანიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან არის უდიდესი გამოწვევა, უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ევროპულ ბაზარზე. ვისაც უნდა დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, მან უნდა შეძლოს, ეს შესაძლებლობები გამოიყენოს სამართლებრივად და ეკონომიკურად.

კრემლის დელეგაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 25 ოქტომბერი 2016 16:33

კრემლის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფ-ეს-ბეს და უშუშროების საბჭოს მაღალჩინოსნების 11- კაციანი დელეგაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში. რუსი ძალოვნების ვიზიტის ერთადერთი მიზანი, ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონის დე-ფაქტო სტრუქტურების წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებაა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, სადაც ჟურნალსტები არ დაუშვეს. კრემლის დელეგაციას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს.  დღესვე დაგეგმილია სხვა შეხვედრები

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური