ოთარ დანელიამ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 10:11

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია რომში 25-27 იანვარს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. 

კონფერენციის ფარგლებში, ოთარ დანელიამ პლენარული სესიის პანელში „ახალი ფინანსური მიდგომები და ინსტრუმენტები წვრილი ფერმერული მეურნეობებისა და სასოფლო-სასურსათო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაში მთავრობისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, განსაკუთრებით წარმატებულია საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის თანამშრომლობა. 

ოთარ დანელიამ კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სფეროში უკვე მიღწეულ წარმატებები და გამოწვევებიც გააცნო. საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

კონფერენციაში მონაწილეობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეკითხვებიც დაუსვეს. კონფერენციის მონაწილეები სფეროს შემდგომი განვითარების შესახებ მისი მოსაზრებით დაინტერესდნენ. ოთარ დანელიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დარგის განვითარებას ხელისუფლებისა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. მისი განცხადებით, მთავრობამ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შექმნას.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებიც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებისთვის განხორციელდა, მათ შორის, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „აგროდაზღვევის პროგრამა“, ასევე, საგრანტო ხელშეწყობა აგროტურიზმისთვის. ოთარ დანელიას შეფასებით, პროგრამები ეფექტურია და მსგავსი პროგრამების განხორციელებას მხარს მომავალშიც დაუჭერს

საქართველოს პარლამენტის წევრი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდში საპატიო სპიკერად არის მიწვეული. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვევა ოთარ დანელიამ ფონდის პრეზიდენტის, კანიაო ვანჟესგან მიიღო.

კონფერენციის ორგანიზატორები იტალიის მთავრობა, ბრუკინგსისა და ვარვიკის უნივერსიტეტები არიან.

ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 19:33

,,გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას!

მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ ვუერთდებით ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ ყველა წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!“-ამის შესახებ განხადება  მარტვილის შტაბში რეპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა გააკეთა.

მოქალაქეთა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს და აღნიშნა, -,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია ,,ქართული ოცნება დამოკრატიულ საქართველოს“  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას.“

თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:58

„ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა. მას არ სჭირდება შუამავლები სამინისტროში, რომ თქვენი გასაჭირი შესაბამის უწყებებთან მიიტანოს. მჯერა, რომ მარტვილისა და აბაშის მოსახლეობა მაგალითს აჩვენებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!“- თეა წულუკიანი.

 

თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა რომლის განხორციელებასაც არჩევნების დასრულებისთანავე არის დაგეგმილი.

 

,,განვლილი 4 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ. ამ გზას ყველაზე კარგად კი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მისი კანდიდატი ოთარ დანელია გააგრძელებს!"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

ამომრჩეველთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას და მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის უპრეცედენტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა განხორციელდება განსაზღვრული გზებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაინერგა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი.

 

თეა წულუკიანმა 2017 წელს, მარტვილში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთარ დანელიას არჩევნებში წარმატება უსურვა და განაცხადა,

 

იუსტიციის მინისტრმა რეგიონში ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურიას სახლ-მუზემი, გივი ელიავას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და მარტვილის საკათედრო ტაძარს ესტუმრა.

ოთარ დანელიას "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 13:04

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების აბაშის რაიონული ორგანიზაციის 15-მა წევრა მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ საგანგებო განცხადება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ დანელიას დასახელებამ აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩამოგვიყალიბა ღრმა შინაგანი რწმენა, რომ ქვეყანა განვითარების სწორი გზით ივლის მშვიდობის, დემოკრატიისა და აღმშენებლობის მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგები და „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან ერთად ვაშენოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო,“-ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მგალობლიშვილი.

„ამ ადამიანებმა გადადგეს გონივრული ნაბიჯი, რაც მათი პრაგმატული აზროვნების ლოგიკური შედეგია და ამავე დროს, გაგრძელება იმ კეთილი საქმეებისა რასაც „ქართული ოცნება“ ბატონ ოთარ დანელიასთან ერთად გეგმავს აბაშა მარტვილის მუნიციპალიტეტებში,“- განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

ოთარ დანელია - „არსებობს ერთი სწორი არჩევანი! ხმა მივცეთ საკუთარი შვილების უკეთეს მომავალს''

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 25 სექტემბერი 2016 13:32

ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს „არსებობს ერთი სწორი არჩევანი! ხმა მივცეთ საკუთარი შვილების უკეთეს მომავალს, ჩვენ ერთად ვირჩევთ ხვალინდელ დღეს!“- განაცხადა ოთარ დანელიამ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ოთარ დანელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აბაშის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების წარმომადგენლებს, სოფელ გეზათისა და სეფიეთის მოსახლეობას შეხვდა. ოთარ დანელიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმებაა: „მე ვიქნები სოფლის მეურნეობის ქომაგი, აბაშაში ჩვენ ამ მიმართულების განვითარების საშუალება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს სოფლებიდან“. ოთარ დანელია, მარტვილსა და აბაშაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტალერისა და ლედგებეს ამომრჩევლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მას რაიონში არსებული გამოწვევები დეტალურად აქვს შესწავლილი. მისის განცხადებით, სოფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს გზების, სკოლების, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება წარმოადგენს. „ეს ის პროექტებია, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი აქტიურობით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წლიდან კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ასევე, 2017 წლიდან დამატებით 1 154 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება საქართველოს ყველა რაიონის სრული ინტერნეტიზაცია”-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ მარტვილში მინი-ფეხბურთში გამარჯვებულები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 სექტემბერი 2016 17:06

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ დანელიას ინიციატივითა და მარტვილის შტაბის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში მიმდინარე ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა.

 ფინალში ერთმანეთს „ქვედა ნაგვაზაოსა“ და „მარტვილის ცენტრის“ გუნდები შეხვდნენ. გათამაშდა სამი ადგილი, მესამე ადგილზე გავიდა „ბანძა“, მეორე ადგილი „ქვედა ნაგვაზაოს“ ერგო, ხოლო გამარჯვება „მარტვილის ცენტრმა" მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდს ოთარ დანელიამ „ქართული ოცნების“ გარდამავალი თასი გადასცა.

 “მისასალმებელია ამ ახალგაზრდების ენთუზიაზმი და ცხოვრების ჯანსაღი წესი. ისინი აქტიური სპორტული ცხოვრებით არიან დაკავებულები და მხარდაჭერა სჭირდებათ. განახლებული ინფრასტუქტურა, კეთილმოწყობილი საწვრთნელი ბაზები ადგილობრივ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად წაახალისებს სპორტით დაკავდნენ. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ“,-განაცხადა ოთარ დანელიამ.

 აღნიშნულ ტურნირში მარტვილის მუნიციპალიტეტის 24 სოფლის საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. ჯამში 220-მა მოყვარულმა ფეხბურთელმა იასპარეზა.

"გპირდებით, რომ სასახელო დეპუტატი ვიქნები! "- ოთარ დანელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 15:02

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეურნეობასა და დიდი ჭყონში იმყოფებოდა.

ოთარ დანელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობაში გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე გაამახვილა.

„მომდევნო 4 წლის მანძილზე ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება, მაქსიმალურად ხელი შევუწყო მოსახლეობის დასაქმებას. ვიცი, რომ თქვენს სოფელში ოდითგანვე ჩაის კულტურა იყო განვითარებული, დღეს კი განადგურებულია. სამეგრელოს ამ კუთხით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც გპირდებით, რომ აუცილებლად გამოვიყენებთ. საქართველო ჩაის იმპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

გარდა ამისა, გავაუმჯობესებთ და გავაფართოვებთ მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებს და პირადად ვიზრუნებ სოფლის მეურნეობის ყველა ტრადიციული დარგის ასაღორძინებლად.

გულწრფელად გპირდებით, თავს არ დავზოგავ, რომ თქვენი სასახელო დეპუტატი ვიყო საქართველოს პარლამენტში“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ყოფილ თანაგუნდელს მიესალმა და წარმატებები უსურვა მოქმედმა მინისტრმა სოზარ სუბარმა: „ ოთარ დანელიამ დაამტკიცა, რომ ის ნამდვილად იმსახურებს თქვენს მანდატს პარლამენტში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება მომდევნო 4 წელიწადში გააკეთებს იმდენს, რამდენიც უკანასკნელ 25 წელიწადში არ გაკეთებულა. ამის თქმის საშუალებას ჩემი მეგობრის, ოთარის შემართება მაძლევს, რომელიც საქმეზე ორიენტირებული, მიზანდასახული პიროვნებაა. მჯერა, ის აუცილებლად გაიმარჯვებს“.

მაჟორიტარობის კანდიდატმა დიდი ჭყონის მაცხოვრებლებს გზის რეაბილიტაციის, ამბულატორიის შენობისა და ბაგა-ბაღის აშენების პირობაც მისცა. ადგილობრივებმა ოთარ დანელიას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს.

"ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ"- ოთარ დანელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 17 სექტემბერი 2016 16:26

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფელ ძველი აბაშის, ნოღოხაშისა და კვათანის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„მთავარია რეალურად გვაკეთოთ საქმე და არ გავცეთ ფუჭი დაპირებები. მე არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ. ვეღარავინ შეაჩერებს იმ პროგრესს, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა დავიწყეთ. მე მჯერა, თქვენ მომცემთ მანდატს, რომ ეს პროგრესი ერთად გავაგრძელოთ,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რეგიონულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. ადგილობრივები ოთარ დანელიას სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრნენ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„თქვენ თამამად შეგიძლიათ ჩემი გაკეთებული საქმეებით შემაფასოთ. ამ 2 წლის განმავლობაში რაც გავაკეთე იგივეს გავაკეთებ და ჩემს ყველა აქტივს მოვახმარ ამ ორ მუნიციპალიტეტს, რომელიც თანაბრად პრიორიტეტულია,“-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშა-მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია სოფლებში შეხვედრებს განაგრძობს.

ოთარ დანელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 17:48

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების სერგიეთის, ინჩხურის, გაჭედილისა და ბალდის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ თანაბრად პრიორიტეტული იქნება ყველა სფერო, განსაკუთრებული ყურადღება კი მიექცევა გაზიფიცირებას, წყლის არხების გაყვანას, გზების კეთილმოწყობას, ასევე, ჩაის კულტურას, რომელსაც სამეგრელოში წლების წინ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა. 

ოთარ დანელიამ სოფელ სერგიეთში მდებარე საფეხბურთო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა. რეაბილიტაციის პროექტი ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველი ეტაპი შენობა-ნაგებობის გადახურვას ითვალისწინებდა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 186 000 ლარით დააფინანსა. სამუშაოები ამჟამად დასრულებულია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი პროექტი ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა სრულად დააფინანსა. 

2016 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო სკოლის შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულია 804 000 ლარიანი ტენდერი, რომელიც 2016 წლის 3 ოქტომბერს დასრულდება. 2017 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გეგმავს, ააშენოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ასევე აქტიურად განიხილება,რომ ამ ბაზამ რეგიონული ცენტრის ფუნქცია იტვირთოს.

ოთარ დანელიას შემაჯამებელი ანგარიში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 12:11

150 ახალი და 700 გაფართოებული საწარმო, 1 611 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული 23 677 ჰექტარი მიწის ფართობი და ა.შ, - ოთარ დანელიამ დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის რანგში ბოლო, შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.
მინისტრმა, ანგარიშის პრეზენტაციისას, დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და აღნიშნა, რომ დარგში პოზიტიური მაჩვენებლები სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის დამსახურებაა.
ოთარ დანელიას სწორი მენეჯმენტის შედეგად მიღწეულია სერიოზული შედეგები, - ასე შეაფასა ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთან ერთად, ყველას, ვინც დღემდე ამ მიმართულებით წარმატებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ოთარ დანელიას საკანონმდებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ევროპასთან საკანონდებლო სივრცის ჰარმონიზაციის კუთხით და ოთარ დანელიას პარლამენტში ყოფნა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია იყო, რომელიც ასახავს ჩვენი მთავრობის მიდგომას ამ დარგის მიმართ. ეს დარგი გახლავთ, ერთის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ხოლო, მეორეს მხრივ, მას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში. ამიტომ, ყველა ეს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობას - მცირემიწიან ფერმერთა დახმარება საგაზაფხულო სამუშაოებში, შეღავათიანი აგროკრედიტი, კოოპერატივების დახმარების პროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამა, გადამამუშავებელი და მეორადი დამატებითი ღირებულების შექმნის კუთხით საწარმოების და შემნახველი მეურნეობების დახმარება და ა.შ, თვისობრივად ცვლის ქვეყანაში ლანდშაფტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გვერდი 1/ 6-დან

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური