როგორ ეხმარება ხალხს უკრაინული ბიზნესი და მოხალისეები COVID 19-თან ბრძოლაში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მაისი 2020 12:34

გლობალური პანდემია გახდა ერთგვარი გამოცდა უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს თავისი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას. ჩვეულებისამებრ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მოხალისეებმა და მეწარმეებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალისხმევით დახმარება გაუწიონ სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს. UkraineWorld-ი აკვირდებოდა ამ პროცესებს და გთავაზობთ ჩვენს დაკვირვებას.

„ევრომაიდანმა“ და რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ომმა ყველას დაანახვა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა, ამჯერად მტერი უხილავია. სანამ მთავრობა ელოდება ჩინეთიდან ჰუმანიტარულ დახმარებას და საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსურ დახმარების მიღებას, უკრაინელები აკეთებენ იმას, რაც შესაძლებელია. კარანტინის დაწყების დღიდანვე, 17 მარტს, განხორციელდა არაერთი კერძო და საჯარო ინიციატივა ჯანდაცვის მუშაკების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად.

მარტის ბოლოს, უკრაინის მთავარი სანიტარული ექიმის, ვიქტორ ლიაშკოს მონაცემებით, უკრაინულ საავადმყოფოებს, მათ შორის კლინიკებს, რომლებიც გადააკეთეს კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა მისაღებად, მათ განკარგულებაში ჰქონდათ 4000-ზე ნაკლები ფილტვების მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობა.

”საავადმყოფოებში ფილტვების მექანიკური სავენტილაციო მოწყობილობების და  ძირითადი დამცავი ხელსაწყოების სიმცირემ, კერძო მეწარმეები აიძულა დახმარების ხელი გაეწოდებინათ ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად”.

წამყვანი უკრაინული საფოსტო ოპერატორი Nova Posta იყო პირველი, ვინც მუშაობა დაიწყო ამ კუთხით. კომპანიამ პოლტავას რეგიონში საავადმყოფოების აღჭურვილობისთვის 25 მილიონი გრივნა (899,425 აშშ დოლარი) გადარიცხა. ”ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი არასოდეს მუშაობდა იდეალურ პირობებში”, - თქვა ვლადიმერ პოპერეშნიუკმა, კომპანიის ერთ-ერთმა თანამფლობელმა. ”მაგრამ ახლა საქმე გადარჩენასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.” აღნიშნული აქციის ინიციატორებმა მოუწოდეს სხვა მეწარმეებს შეუერთდნენ მათ ინიციატივას და შესაბამისად ბევრმა მიბაძა კიდეც. კერძოდ, საფეხბურთო კლუბი  „ვორსკლა“ და სამთომომპოვებელი კომპანია Ferrexpo შეთანხმდნენ კონკრეტული ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე.

უკრაინული კომპანიების საქველმოქმედო და სოციალური კამპანიები გახდა ერთგვარი გადარჩენის სამსახური უკრაინის მთელ ქალაქებში. ლვოვში, დასავლეთ უკრაინის ტურისტულ მარგალიტში, ერთ-ერთმა უმსხვილესმა IT-კომპანიამ, SoftServe-მა, 10 მილიონი გრივნა დახარჯა მედიკამენტების, საავადმყოფოებისათვის საჭირო სხვა აღჭურვილობის  შესაძენად იმ ქალაქებში, სადაც მდებარეობს მათი ოფისი. ამ აქციას ასევე შეუერთდნენ სხვა კომპანიებიც და მათ შორის კომპანია Intellias-მა, შექმნა სპეციალური ჯგუფი უკრაინაში არსებული პანდემიის დასადგენად და 10,000 ტესტი შეიძინა კორონავირუსის ტესტირების ჩასატარებლად.

ნაციონალურ დონეზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ბანკები, ბიზნესმენები და მათ შორის ოლიგარქებიც შეუერთდნენ. „პრივატბანკის“ და „მონობანკის“ დამფუძნებელმა შეაგროვეს ფული და გაგზავნეს საავადმყოფოებისთვის სასუნთქი აპარატების შესაძენად. ბევრმა დაიწყო უფასო კონსულტაციების, ონლაინ კურსების ფასდაკლებით შეთავაზება, რათა ცხოვრება გაამარტივონ მათთვის, ვინც სახლში დარჩენის დროს იძულებულია გააგრძელოს მუშაობა ან დაეხმაროს ვითარების გაუმჯობესებას.

ოდესაში, მოხალისეთა ჯგუფი, სახელწოდებით Monster Corporation, მეწარმეებთან და ქველმოქმედებთან ერთად, ადგილობრივ საავადმყოფოებს ეხმარება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კატერინა ნოჟევნიკოვა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას არსებული სიტუაციის შესახებ. მოხალისეებს უკვე შემოწირული აქვთ ათასობით კომპლექტი დამცავი მოწყობილობები და ჰიგიენის ძირითადი საშუალებები და მათ ასევე დაიწყეს ასაკოვანი ადამიანების დახმარება, რომელთაც დაავადების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ.

”ოდესაში, 5,500-ზე მეტ პენსიონერს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ისინი ვერანაირად ვერ დატოვებენ თავიანთ სახლებს. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა ოდესის ოლქის ანტიკრიზისული საბჭოს პროექტის კოორდინატორმა იულია კანაზირსკაიამ. ოდესის რეგიონში არსებულმა ანტიკრიზისულმა შტაბმა, ”ოდესა vs. COVID-19 მობილიზება გაუკეთა ადგილობრივ მეწარმეებს და მათ დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეებს ძირითადი პროდუქტითა და სხვა სახის პროდუქციის შეძენით. ასეთივე აქციებს ორგანიზებას უკეთებენ სხვა ორგანიზაციებიც. კერძოდ: „მოხუცები“, „სიცოცხლისმოყვარულები“, წმინდა ეგეფიუსის საზოგადოება და „დაეხმარეთ უსახლკაროებს“.

გარდა ამისა, მოხალისეების სხვადასხვა ჯგუფებმა დამცავი ნიღბების შეკერვა დაიწყეს, და ამითი ცდილობენ არსებული დეფიციტის აღმოფხვრას. ზოგიერთი ინიციატივა კი, რომელიც შეიქმნა 2014 წელს, რათა დაეხმარებოდნენ ფრონტის ხაზზე მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს ტანსაცმლითა და აღჭურვილობის მომარაგებით, ახლა თანხების შეგროვება დაიწყეს დამცავი აღჭურვილობისა და სასუნთქი აპარატების შესაძენად, რაც დაეხმარება მოსახლეობას  სასიკვდილო ვირუსთან ეფექტურ ბრძოლაში.

”მიუხედავად იმისა, რომ ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და ახალი ინიციატივა, მაგალითად” სოლიდარობა ”, ყველანაირად მუშაობენ ინფექციური დაავადების გავრცელების წინააღმდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება მთელს უკრაინაში იძულებულია უპასუხოს იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომლებიც წარმოიშვა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით.”

მხოლოდ კიევში, 12 ათასზე მეტი მარტოხელა მოხუცია, რომლებიც ზრუნვას საჭიროებენ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქში ორგანიზებული იყო აქცია - „მარტოხელა პენსიონერების მომარაგება საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით“.

მსგავსი ზომები მიღებული იქნა სხვა სფეროებშიც. მაგალითად, როვენის საოლქო საბჭომ გადაწყვიტა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმული ასაკის მოხუცთა მომარაგება, რაც აუცილებელია, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ თავისი კონტაქტები. უკრაინა ასევე ცდილობს საკუთარი სახელმწიფო საწარმოების აქტუალურ ჩართვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. მაგ: საფოსტო კომპანია Ukrposhta და Liki24.com მომამსახურეებმა საკარანტინო პერიოდში დაიწყეს მედიკამენტების უფასოდ მიტანა უკრაინის შორეულ ქალაქებსა და სოფლებში.

კარანტინის შემოღებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მკაცრად შეიზღუდა და საგანგებო სიტუაციის გამო მალევე შეჩერდა. ამრიგად, ლვოვის საქალაქო საბჭომ შეთანხმებაც კი დადო საავტომობილო მომსახურე კომპანიებთან: Uklon, Bolt და Uber, იმ საავადმყოფოების სამედიცინო მუშაკებისთვის უფასო სერვისის შესახებ, სადაც მკურნალობენ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს. მარტის ბოლოს კიევის სერვისი Uber Shuttle გადაიქცა Shuttle Heroes და უზრუნველყოფს უფასო ვიზიტებს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სერვისი პრომოკოდის გამოყენებით, რომელიც ნაწილდება ჯანდაცვის განყოფილებისა და სახელმწიფო ონლაინ სერვისის მეშვეობით.

”როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდა, სანამ ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებდნენ მუშაობას, თავად უკრაინელმა მძღოლებმა დაიწყეს სამედიცინო მუშაკების უფასოდ გადაყვანა.

კიევში, ჩერნოვციში, ლვოვში, როვნოსა და სხვა რეგიონებში, მათ დაუყოვნებლივ შექმნეს სპეციალური აპლიკაციები მესენჯერსა და Facebook-ში, რათა დახმარებოდნენ სამედიცინო მუშაკებს სამუშაო ადგილებზე მისასვლელად. ანდრეი დიდუნმა, უჟგოროდელმა ბიზნესმენმა, პირველმა წამოიწყო ეს ინიციატივა, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა უჟგოროდში (ზაკარპატიის რეგიონი). დღეისათვის მთელს უკრაინაში მიმდინარეობს აქცია „დაეხმარე ექიმებს“. ეს არის სოლიდარობის მასიური მოძრაობა მთელს უკრაინაში, რომელიც ეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს თავიანთი საქმის კეთებაში.

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, მცირე საწარმოები არ დადგნენ განზე. ანდრეი დიდუნმა, რომელიც ყიდის მობილური ტელეფონების აქსესუარებს, სხვა მეწარმეებთან ერთად შეძლო თანხის შეგროვება და ინფექციური დაავადებების განყოფილებებისა და საავადმყოფოებისთვის საჭირო დამცავი აღჭურვილობისა და საჭირო ნივთების შეძენა.

”ინფექციური დაავადებების საავადმყოფოებში თითქმის არაფერი აქვთ. არც ხელთათმანები, არც პირბადეები და არც საკმარისი აღჭურვილობა, აცხადებს ერთ-ერთი ბიზნესმენი. იგი თვლის, რომ საქმე რთულდება იმის გამო, რომ ინტერნეტში ბევრი სპეკულაციური შეთავაზება იყო. ”ეს კოსტუმი იცავს ქიმიკატებისგან, მაგრამ არა ვირუსებისგან. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება შესაძლებელია, თუ სხვა ვარიანტი არ არსებობს. მე მყავს მეგობრები რეგიონულ საავადმყოფოებში და ვიცი, რომ იქ სიტუაცია კატასტროფულია. ”- დასძინა დიდუნმა.

დახმარების სურვილი - ასე იწყება სოლიდარობა. კრისტინა ჟუკმა ლვოვიდან გადაწყვიტა განცხადების განთავსება თავის რაიონში. ”მე დავწერე, რომ შემეძლება სასურსათო მაღაზიაში ან აფთიაქში მისვლა, ძაღლებისა და კატების გასეირნება, მაღალი რისკის ჯგუფების, ორსული ქალების ან მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს დახმარება.” თუმცა ბევრმა არ მიმართა დასახმარებლად. ”ჯერჯერობით სიტუაცია არც ისე კრიტიკულია,” ამბობს ქრისტინე, ”ალბათ ცოტა ადამიანი მიიჩნევს ამას სერიოზულად”.

მიუხედავად ამისა, პიცერიის La Piez– ის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტინამ წამოიწყო პიცის უფასოდ მიტანის კამპანია ინფექციური დაავადებების განყოფილებებში და სასწრაფო საავადმყოფოებში ლვოვში, ივანო – ფრანკოვსკსა და ვინიცაში. ”როდესაც დავინახე, რომ იტალიაში პიცა უფასოდ გადაეცემათ ექიმებს, ვფიქრობდი, რომ ეს შესანიშნავი იდეა იყო!” - განუცხადა მან UkraineWorld– ს კრისტინამ და აღნიშნა, რომ ამას ისინი დღესაც აკეთებენ.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld».

ავტორი: ირინა მატვიიშინა

ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

რუსმა სამხედროებმა უკრაინულ კატერებზე იერიში მიიტანეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 10:06

რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს უკრაინულ კატერებზე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი ბორის ბაბინი ავრცელებს.

„ქერჩის სრუტის გამოსასვლელში რუსებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხომალდის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. ბორტზე არის დაჭრილი. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა კატერები დაიკავეს“, – წერს ბაბინი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, გამთენიისას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სამმა უკრაინულმა ხომალდმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და ქერჩის სრუტისკენ მიემართება. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ აღნიშნული ხომალდების მარშრუტის შესახებ რუსეთი ინფორმირებული იყო და გემები ოდესიდან მარიუპოლში მიემართებოდნენ. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა გაერო-ს წესდება დაარღვია და უკრაინულ ხომალდს შეეჯახა.

მომხდარის გამო, უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულეს. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო სამხედროების საგანგებო თათბირი მოიწვია. ქერჩის სრუტესთან დაძაბულობის ესკალაციის გამო, უკრაინის უშიშროების საბჭოს სამხედრო კაბინეტის საგანგებო სხდომა გაიმართება.

პარალელურად, უკრაინის ლიდერი ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ხომალდების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს აგრესიად განვიხილავთ, რაც აზოვის ზღვის აკვატორიაში და ქერჩის სრუტესთან სიტუაციის ესკალაციას ისახავს მიზნად“ – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი დააკავა. მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერლური სამსახურის სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაჭრილია ორი უკრაინელი მეზღვაური.

წყარო: https://1tv.ge/news/ukrainis-prezidentis-warmomadgenlis-cnobit-rusma-samkhedroebma-ukrainul-katerebze-ierishi-miitanes/

https://1tv.ge/news/ukrainuli-media-rusetis-ef-es-bes-specrazmma-sami-ukrainuli-gemi-daakava-daichra-ori-mezghvauri/

ოდესის ოლქის პროკურატურის ქართველი თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ოდესაში

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მარტი 2016 17:49

დღეს, დაახლოებით 16:00 სთ-ზე ოდესაში უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ოდესის ოლქის პროკურატურის თანამშრომელი ალექსანდრე მოდებაძე.
უკრაინის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ა. მოდებაძე სამართალდამცავებმა დააკავეს იმ მოტივით, რომ მან ქრთამის სახით 5 ათასი აშშ დოლარი გამოსძალა ერთ-ერთ პირს, თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია რისთვის.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავებული ა. მოდებაძე პროკურატურის ორგანოში სამუშაოდ ახლა უკვე  ოდესის ოლქის ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ 16 მარტს მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მოკვლევას აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით საყვარელიძის გადაყენება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევასა და სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას უკავშირდება.


მიხელ სააკაშვილს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ წერილი ოდესაში ჩაბარდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:31

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ წერილი მიხეილ სააკაშვილს ოდესაში რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნა საქართველოს პრეზიდენტს დეკემბერის პირველ რიცხვებში წარედგინება.

"აქედან აითვლება ოთხკვირიანი ვადა იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესით, ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია წარმოადგინოს. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ოფიციალური ნოტა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ გიორგი ნაზაროვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში დღეს მიიწვიეს.
ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედიასაშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს შეიცავს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

ზურაბ ადეიშვილი ოდესის პროკურორი გახდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 ივნისი 2015 15:03

ოდესის პროკურორი საქართველოს ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი გახდება, ხოლო მთავარი მილიცონერის პოსტი შესაძლოა მილიციის გენერალ-მაიორმა, ალექსეი რუდენკომ დაიკავოს, - იუწყება abc news.

ამჟამად, ოდესის პროკურორის თანამდებობას რომან გოვდა იკავებს.

ინფორმაცია ამ თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის და ოდესის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და ამჟამად, ინტერპოლის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული. 2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადეიშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური