„Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019 17:30

პროექტის Sputnik Taoba ფარგლებში თბილისელი მოსწავლეები საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მუშაობას გაეცნობიან.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ" ჩაუშვა პროექტი Sputnik-Taoba. ის ითვალისწინებს მასტერ-კლასების ჩატარებას მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის და მათ წარმოდგენას აძლევს თანამედროვე მასმედიის მუშაობისა და მისი თავისებურებების შესახებ. პროექტის პირველ სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც პროფესიის არჩევა სურთ. ისინი ნახავენ, როგორ მუშაობს ნიუსრუმი, მულტიმედიური რედაქცია და Sputnik-ის პრეს-ცენტრი, შეასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს და გაიგებენ ბოლო ტრენდების შესახებ საერთაშორისო მასმედიის მუშაობაში.

პროექტის „Sputnik-საქართველოს" ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „ძალზე მოხარული ვართ, სააგენტო Sputnik-ის კარი გავუღოთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ბავშვებს, რომლებიც ჟურნალისტობაზე ოცნებობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა გაიგონ, რა არის თანამედროვე მედია, თავად სცადონ შექმნან კონტენტი ვებ-გვერდისთვის: ტექსტები, ფოტო და ვიდეო. Sputnik Taoba - ეს ახალი კრეატიული პროექტია, რომელშიც სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები შეძლებენ შეხვედრასა და ურთიერთობას. ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას, ხოლო ახალგაზრდებსა და მომავალ ჟურნალისტებს თავიანთი წვლილი და ახალი იდეები შეაქვთ ჩვენს საქმეში.

პროექტი Sputnik Taoba (თაობა) ითვალისწინებს გაცნობით ექსკურსიებს სააგენტოში და „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მასტერ-კლასების ჩატარებას სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის. Sputnik Taoba-ს მონაწილეები ნახავენ, როგორ მუშაობს თანამედროვე მულტიმედიური რედაქცია და შეძლებენ ურთიერთობას ჟურნალისტებთან, რომლებიც სხვადასხვა თემას აშუქებენ - პოლიტიკიდან და ეკონომიკიდან მოდისა და სპორტის ჩათვლით.

Sputnik-ი ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მედიასაშუალებაა, რომელიც აერთიანებს ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონულ მულტიმედიურ ინტერნეტ–საიტებს 32 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქალაქსა და ინტერნეტში. Sputnik-ი 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან გამოცემებს გადასცემს ახალ ამბებს ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ და სპარსულ ენებზე. Sputnik-ის საინფორმაციო რესურსების აუდიტორია თვეში 60 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეადგენს, Sputnik China-ს აკაუნტის ხელმომწერთა რაოდენობა „ვეიბოში" 10 მილიონს აჭარბებს. მთელ მსოფლიოში ტოკიოდან მონტევიდეომდე 22 სარედაქციო ცენტრში ათობით ეროვნების ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. Sputnik-ი შედის მედიაჯგუფ Россия сегодня-ში. Sputnik-ის სათავო ოფისი მოსკოვში მდებარეობს.

პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობის პერიოდში Sputnik-ის ვებ-გვერდებმა კონტენტის მიწოდების ტექნოლოგიური ფორმატებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის ლიდერი პოზიციები დაიკავა. უცხოეთის თითოეულ ქვეყანაში Sputnik-ის ვებ-გვერდები ეროვნულ და რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, ისინი მკითხველს ასევე აწვდიან მრავალფეროვან მულტიმედიურ კონტენტს: ინფოგრაფიკას, ვიდეოს, ფოტორეპორტაჟებს, ონლაინ-ეთერებს და ა.შ. ოპერატიულ ახალ ამბებთან ერთად Sputnik-ი აქვეყნებს ანალიტიკურ მასალებსა და ექსკლუზიურ ინტერვიუებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური