მშვიდობის მომტანი ოლიმპიადა

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 10:54

9-25 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეის საკურორტო ქალაქ პიონჩანგ ჩატარდება ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები. მასში მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი - სპორტის 7 სახეობაში და 15 დისციპლინაში. ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს 93 ქვეყანა მონაწილეობს და მათ შორის არის საქართველოც. საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით უკვე პიონჩანგში იმყოფება.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების ჩატარების წყალობით, სამხრეთ კორეა მეორე ქვეყანა გახდება იაპონიის შემდეგ, რომელიც უმასპინძლებს ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადებს. როგორც ცნობილია ზაფხულის ოლიმპიადა სეულში ჯერ კიდევ 1988 წელს ჩატარდა. ამის შესახებ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში კიმ ინ ჰანმა „ნიუსდეი საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურთამაშები უდიდეს წვლილს შეიტანს სამხრეთ კორეის განვითარების საქმეში. ამავე დროს ეს ოლიმპიადა დიდ როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეშიც“, - აღნიშნა კიმ ინ ჰანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ოლიმპიადაში  მონაწილეობას მიიღებს 3000 სპორტსმენი (სპორტის სახეობა – 7, დისციპლინა 15), მსოფლიოს 93 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

‘ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გვერდით, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც მონაწილეობს და იმედი მაქვს, რომ მათი გამოსვლა პიონჩანგის ზამთრის  ოლიმპიურთამაშებზე წარმატებული იქნება“, - დაამატა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

კიმ ინ ჰანის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ოლიმპიადაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საერთო გუნდი იქნება წარმოდგენილი. როგორც ცნობილია ჩრდილოეთ კორეელმა სპორტსმენებმა ვერ მოახერხეს ლიცენზიების მოპოვება და ამის გამო ვერ შეძლებდნენ პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამხრეთ კორეის ამ ინიციატივას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება უყოყმანოდ დაეთანხმა და ოლიმპიურ თამაშების გახსნის ცერემონიალზე 9 თებერვალს, ისინი ერთობლივი დროშის ქვეშ იდგებიან, რომელზეც კორეის ნახევარკუნძულია გამოსახული“, - განაცხადა კორეელმა დიპლომატმა.

როგორც კიმ ინ ჰანმა აღნიშნა, ოლიმპიადის ჩასატარებლად კორეის ხელისუფლება საგულდაგულოდ მოემზადა. სტადიონების, საავტომობობილო-სარკინიგზო მაგისტრალების ასაშენებლად, ხელისუფლებამ 1,2 მილიარდი დოლარი გამოყო. ხოლო, სხვა ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კიდევ 300 მილიონი დოლარი დახარჯა. გარდა ამისა, დიდ წარმატებად ითვლება სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთისკენ, რაც შესაბამისად ხელს შეუწყობს ამ რეგიონის განვითარებას. „მთლიანობაში ოლიმპიადის ჩატარება ძალიან ძვირი ჯდება, მაგრამ სანუგეშოა ის ფაქტი, რომ რაც კეთდება ყველაფერი ეს კორეის შემდგომ განვითარებას მოხმარდება“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.

ის რომ პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, იაპონიის პრემიერი სინძო აბე, გაეროს გენერალური მდვანი ანტონიო გუტერეაში და სხვა ქვეყნების მთავრობის მაღალი დონის პირები.

რაც შეეხება საქართველოს, - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება 24 ადამიანი. მთ  შორის: ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებენ - იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი), მორის ყვითელაშვილი - სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა), გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი).

ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი), დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი), ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო), მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი და რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი.

ოლიმპიური სოფლის გარეთ: ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი, მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი, ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი და ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ოლიმპიადის ჩატარებით ჩვენს წვლილს შევიტანთ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შესუსტების საქმეში და ერთად განვახორციელებთ სამშვიდობო ინიციატივებს, რათა ჩვენს ნახევარკუნძულზე ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს მშვიდობამ“, - დასძინა კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 - 2017 წ წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 14:17

14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ისა და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ორგანიზებით, 2016 - 2017 წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

რეიტინგის ფარგლებში გამოვლინდა 2016 - 2017 წლის საქართველოს 30 საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი:

1. ავერსი
2. ბაზის ბანკი
3. გაა ჰოლდინგი
4. გალფი
5. გეოპლანტი
6. გეოპროდუქტი
7. გიუაანი
8. დუგლაძეების ღვინის კომპანია
9. ენ სი სი
10. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი
11. ვენდისი
12. ზარაფხანა
13. კავკასიის ავტოიმპორტი
14. კულა
15. ემ ჯი
16. მტკვარი ენერჯი
17. ნეოგაზი
18. ნიკორა სუპერმარკეტი
19. ნიუთაიმი
20. ომეგა ჯგუფი
21. ორბი ბათუმი
22. პსპ
23. საქნახშირი
24. საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
25. საქართველის ინდუსტრიული ჯგუფი
26. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
27. სოკარ ჯორჯია გაზი
28. ქართული ლუდის კომპანია -ზედაზენი
29. შუხმან ვაინს ჯორჯია
30. ჰიუნდაი ავტო საქართველო

აღნიშნული კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესო, გრან-პრის მფლობელი გახდა "საქრთველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელიც ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენებმა დაასახელეს.

რეიტინგის ფარგლებში ასევე შეირჩა საუკეთესო ინვესტორები:

1. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
2. დრიმლენდ ოაზისი
3. ლისი დეველოპმენტი
4. ჯეოსთილი
5. ჯეოპარსი

მათგან საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა და ჯილდო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" გადაეცა.

ღონისძიებას 35 მედია საშუალება აშუქებდა, (მათ შორის ონლაინ-გამოცემა “ნიუსდეი საქართველო”), რომელებიც, ქართული ბიზნესის მხარდაჭერასა დაპოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ასევე, გამოვლინდა ჟურნალისტების სიმპათია (საუკეთესო რესპოდენტი) და გამარჯვებულად კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნუცა აბრამიშვილი დასახელდა.

პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ბიზნეს-რეიტინგის წვლილს არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ სამკერდე „ოქროს ჯვრით“ დაჯილდოვდნენ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გადაეცა გრან-პრი, ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“, რომელიც დამზადებული ძვირფასი ლითონებისგან: ოქრო (31,5გრ) ვერცხლი (12გრამი), ბრილიანტი (1 ცალი), ლურჯი საფირონი (1ცალი), ფირუზი (4 ცალი), ცირკონი (2 ცალი), მწვანე ძოწი (2 ცალი).

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელს უკვე მეორედ გაიმართა. Investment Award - ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს, საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც უკვე განხორციელდა, ან მიმდინარეა და ჯერ არ დასრულებულა.

გასული წლის საუკეთესო ინვესტორად დასახელდა ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი.

მედია ჰოლდინგი Georgian Times და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან:
• ქალაქ თბილისის მერია
• ეკონომიკის სამინისტრო
• სოფლის მეურნეობის სამინიტრო
• ფინანსთა სამინისტრო
• ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• GCCI
• ICC ჯორჯია
• თანაინვესტირების ფონდი

პროექტის პარტნიორები არიან:

• საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა
• საერთაშორისო სავაჭრო სამრეწველო პლატა
• საპაერტნიორო ფონდი
• თანაინვესტირების ფონდი

მედია პარტნიორები აიან:

საზოგადოებრივი მაუწყებელი
იმედი
იბერია
ტვ პირველი
პალიტრა ნიუსი
საფერავი TV
რაგბი ტვ
ობიექტივი
სტარვიზია
მუზიკბოქსი
ფორტუნა
ავტორადიო
თბილისელები
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
კავკასიან ბიზნეს ვიკი
რეზონანასი
პრაიმთაიმი
ქართული სიტყვა
სვობოდნაია გრუზია
ბიზნეს მედია
ვერსია
ქართული აზრი
Geotimes.ge
Award.com.ge
Kvira.ge
Georgianpress.ge
For.ge
Liderinfo.ge
NewsDay.ge
Reportiori.ge
Economic.ge
Metronome.ge
Timer.ge
Fact2.ge

წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

1. TBC ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე
2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია
3. ყაზბეგი - გოგი თოფაძე
4. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე
5. GWS _ ლევან გაჩეჩილაძე
6. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი
7. შპს თბილავიამშენი - პანტიკო თორდია
8. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე
9. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი
10. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი
11. ჯეოსელი - ოსმან თურანი
12. ჯეოსელი - ოსმან თურანი
13. ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური
14. სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი
15. საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური
16. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე
17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი

გასული წლის საუკეთესო ინვესტორი გახდა „ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი“.
საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

კვლევა ტარდება ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სიაზე დაყრდნობით, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში 1 000 000 ((ერთი მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარში) და მეტი შეაქვთ. ჩვენმა კომპეტენტურმა ჟიურიმ კი მათგან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი გამოავლინა.

საუკეთესო ინვესტორი წელსაც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა, სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა/წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა. ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

ტრადიციულად, ბიზნეს - რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ხელისუფლების წევრები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და უცხოური მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური