"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„ვისურვებდი, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე“ - ზაზა ვეკუა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:22

"მე ვისურვებდი, რომ თავითონ პარტიას, „დემოკრატიულ მოძრაობას“ არ უმტყუნოს ნერვებმა და ისე მოვიდნენ არჩევნებამდე. რაც შეეხება ჩვენს ფრაქციას, ჩვენ როგორც ვიყავით წარმოდგენილი საკრებულოში ისევე ვრჩებით. ფრაქცია შეიცვლის სახელს და ისე გააგრძლებეს მუშაობას. ჩვენი ხედვები დედაქალაქში პრობლემებთან და მათ მოგვარებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო ბურჯანაძის ყოფილმა თანაგუნდელმა ზაზა ვეკუამ „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზაზა ვეკუა პასუხობს.

“საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის” - გიორგი ხეჩინაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:20

„როდესაც ჩვენ მივუერთდით კოალიციას 2012 წელს, ჩვენ ვქონდა „ქართულ ოცნებასთან“ შეთავაზება, რაც შეეხებოდა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ქვეყნის ადგილის ძიებას, მის მნიშვნელობას, მის ფუნქციას, მის სამეზობლო პოლიტიკას. საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყნის კურსთან დაკავშირებით თავისი დასავლური არჩევანი გააკეთა ისტორიულად და ამაში სადაო არაფერი არის. მაგრამ საქართველო მხოლოდ კორიდორი არ არის, ის უნდა იყოს თანამონაწილე იმ პროცესების, რომელიც ახალ პოლიტიკურ რეალობაში იქმნება. სამწუხაროდ ეს მიდგომა კოალიციურმა ერთობამ არ მიიღო, არ ჩათვალა პრიორიტეტად და , ვფიქორბ ეს ითვლება მის ერთ-ერთ უდიდეს სისუსტედ.“ განაცხადა „ ეროვნული ფორუმის „ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხეჩინაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დეპუტატი გიორგი ხეჩინაშვილი პასუხობს.

IDFI-კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 03 სექტემბერი 2016 14:16

„ეს არის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთი მეთოდია პროპაგანდა, რბილი ძალა, სოციალური ქსელების გამოყენება და მისი მიზანია, რომ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს პოლიტიკა, რომლის საშუალებითაც წინ აღუდგება იმ გზავნილებს, რომლებიც მოდის კრემლიდან. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ არ მივცეთ საშუალება დეზინფორმატორებს, მითებისა და ტყუილების გამავრცელებლებს, მანიპულირება მოახდინონ ჩენი საზოგადოების წარმოდგენებითა და განწყობებით.“ - განაცხადა IDFI-ის გამგეობის თამვჯდომარემ ლევან ავალიშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ლევან ავალიშვილი პასუხობს.

შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 27 აგვისტო 2016 16:05

შორება ბუხრაშვილი ნარმანიას: ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!
„პროტესტი გამოიწვია იმან, რომ თბილისში მიმდინარეობს ის პროცესები, რაც ეკოლოგიურ მდგომარეოასბ აუარესებს. ეს ადამიანები აპროტესტებმდედ არა მხოლოდ კონკრეტულ ტეროტირიაზე ხეების ჭრას, არამედ აპრორესტებდნენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც პროტესტის გამომთქმელი ადამიანების მიმერთ გქონდა თბილისი მერს.. ალბათ ბევრი ფიქრობს, ქართულ ოცნებაშიც კი, რომ ბატონი დავიოთ ნარმანია პატიოსანი კაცია, მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ, ბატონო დავით, იქნებ თქვენი გუნდის წევრებს მაინც მოუსმინოთ!“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ ეროვნული ფორუმის წევრმა, შორენა ბუხრაშვილმა „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დედაქალაქის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვიილი პასუხობს.

„სოფლის არჩევნების გამო ასეთი სერიოზული მობილიზება არ უნდა მომხდარიყო“ - თამაზ მეჭიაური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 04 ივნისი 2016 21:26

„რა თქმა უნდა ცუდია, როდესაც არჩევნები ასეთ ფონზე ტარდება. ამაში უპირველესად მაინც მეტ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებ, რამეთუ არ იყო აუცილებელი ასეთი ტემპერატურის აწევა. სოფლის არჩევნების გამო, დეპუტატის 1 წლით არჩევისთვის ასეთი სერიოზული მობილიზება არ უნდა მომხდარიყო, ჩემი აზრით. ჯობდა მიეცათ საშუალება, რაიონში თითონ გადაეწყვიტათ ვინ აერჩიათ. თუმცა თავისთავად ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაცილებით გამოცდილია ამ საარჩევნო მანიპულაციებში, მათ დიდოსტატურად გამოიყენეს იმ ტერიტორიაზე არსებული ხალხის თავმოყრა, მოახდინეს პროვოცირება, რასაც მოჰყვა ასეთი ექსცესები. რაც უფრო მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მას გაცილებით მეტი დაძაბულობა მოჰყვება და საკმარისია აი ასეთი რამდენიმე პროვოკაცია და შესაძლებელია, სამოქალაქო ომის პროვოცირებაც კი მოხდეს.“- განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამაზ მეჭიაურმა პასუხობს.

ნოდარ თათვიძე - "ტრენინგების ფარგლებში შემოგთავაზებთ არაერთ სიახლეს"

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 14:02

ნოდარ თათვიძის ტრენინგი ''მოტივაცია'' პარლამენტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა, თათვიძემ ახალგაზრდებს აცნობა, რომ ტრენინგები არ იქნება ერთჯერადი და ის მომავალშიც აუცილებლად შესთავაზებს ტრენინგებს ახალგაზრდებს. ასევე მან მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ტელეკომპანია სტარვიზიას, რადიო 93.9-ს და საინფორმაციო სააგენგო "ნიუსდეი საქართველოს".

''ჩემი ტრენინგები არ იქნება ერთჯერადი აუცილებლად შემოგთავაზებთ შემდგომშიც საინტერესო თემებზე ტრენინგებს. ხოლო რაც შეეხება ტრენინგს ''მოტივაცია'' მისი მთავარი პრინციპის მიხედვით შეიქმნება 20-20 კაციანი ჯგუფები და მის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე ტრენინგი. თითო ტრენინგზე სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად შემუშავდება თითო სამოტივაციო პუნქტი და ჯგუფების დატრენინგების შემდეგ შეიქმნება ახალგაზრდების სამოტივაციო პუნქტები, რომლის პრეზენტაცია მოხდება მასშტაბურად...ასე რომ ტრენინგების ფარგლებში შემოგთავაზებთ არაერთ სიახლეს..'' - განაცხადა, ნოდარ თათვიძემ.

რა ვითარებაა ამ წუთებში ბელგიაში"ნიუსდეი"დეტალებს ადგილიდან გაგაცნობთ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 12:59

ბრიუსელის აეროპორტში კრიმინალისტები მუშაობას განაგრძობენ . ბელგიელები  მთელ ქვეყანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივს წუთიერი დუმილით მიაგებენ . ბელგიაში სამ დღიანი გლოვაა გამოცხადებული.ბრიუსელში კვლავ მოქმედებს განგაშის მეოთხე დონე და ამ დრომდე დაკეტილია ზავენტემის აეროპორტი და გაუქმებულია ყველა საერთაშორისო რეისი.ბრიუსელში, ამ დრომდე სამართალდამცველებთან ერთად, სამხედროებიც პატრულირებენ. ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი ბოლო მონაცემებით 250-ს აჭარბებს. . "ნიუსდეი" ბელგიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა. ნინო შაკაია ჩვენთან საუბარში აცხადებს ,რომ უსაფრთხოების ზომები მთელს ქალაქში გაძლიერებულია , გვიან ღამით გაანახლა მუშაობა ბელგიის რკინიგზამ, დღეს დილიდან კი, ბრიუსელში მეტროს მხოლოდ 2 ხაზი ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიმართონ. საელჩოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მოქმედებს.

"ნიუსდეის" საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 მარტი 2016 16:20

16:00 საათისთვის რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პირად შეტყობინებაში ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალა მოუვიდა.

"ნიუსდეი" მოუწოდებს კოლეგებს ყველა მედიასაშულებიდან არ გაასაჯაროვოს და არ დააკონკრეტოს ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები უმოკლეს ვადაში დაადგენენ ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობას და ყველაფერს იღონებენ იმისთვის, რომ ვიდეო სერვერიდან წაიშალოს.

„რესპუბლიკური პარტიის" განცხადება და ხათუნა სამნიძის კომენტარი "ნიუსდეისთვის"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 17:01

რესპუბლიკური პარტია" ბრალდებებისა და ცილისწამებების შესახებ ამ ეტაპზე საჯარო დებატებს წყვეტს. როგორც პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძენ „ნიუსდეისთან" საუბარში აღნიშნა "რესპუბლიკელები" საკითხის კოალიციის შიგნით გადაწყვეტას ელოდებიან.   დღეს გავრცელებულ პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გოგი თოფაძის მხრიდან ბრალდებები თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მისამართით ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია და მსგავს კამპანიას ადგილი ჰქონდა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიმართაც.შეგახსენებთ გოგი თოფაძემ თინა ხიდაშელი და რესპუბლიკური პარტია საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური