"ნიუ ჰოსპიტალსის" განცხადება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2019 10:12

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

2019 წლის 18 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის კლინიკაში მომხდარი ინციდენტის შესახებ, სადაც დაპირისპირება მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის. ტექსტში ნახსენები იყო „ნიუ ჰოსპიტალსი“, თითქოს ეს შემთხვევა „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოხდა.

„ნიუ ჰოსპიტალსის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „ნიუ ჰოსპიტალსს“, რომელიც მდებარეობს თბილისში, ზემოაღნიშნულ, გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ხსენება მედიაში ამ ინციდენტთან დაკავშირებით წარმოადგენს შეცდომას.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით შექმნილი ინფრასტრუქტურის,  ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან თბილისში, კრწანისის ქ. 12 ნომერში მდებარეობს და უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. უსაფრთხო და კომფორტული გარემოს,  გამოცდილი სამედიცინო პერსონალისა და  ტექნოლოგიების შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტების მკურნალობისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.

ევროპული სტანდარტების კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი ფუნქციონირებას იწყებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 10:36

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ახალი კორპუსი 18 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება და პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, PSP ჯგუფის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალ შენობაში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებაა განთავსებული და მასში ფუნქციონირებას იწყებს კარდიოქირურგიული განყოფილება, სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, განახლებული ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი და გაფართოებული ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის დეპარტამენტი. 2019 წლის აპრილიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრიც.

კლინიკის ახალი კორპუსი, რომელიც არსებული კორპუსის მსგავსად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აშენებული, საქართველოში უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით. შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტროობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ავტონომიური სისტემა. ამავდროულად, კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

საქართველოში ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა - „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 11:16

5 მარტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. სტუმრებმა ევროპული სტანდარტების პედიატრიული კლინიკა დაათვალიერეს და მასში არსებულ სერვისებს გაეცნენ. ცენტრი „ნიუ ჰოსპიტალსის“ არსებულ მისამართზე, თბილისის პრესტიჟულ უბანში - კრწანისის ქუჩაზე მდებარეობს და ჰოსპიტალის ახალაშენებულ კორპუსშია განთავსებული.

ახალ შენობაში, რომლის სრულად გახსნა 18 მარტს იგეგმება, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გარდა ამოქმედდება კარდიოქირურგიული განყოფილება, ნევროლოგიისა და  ნეირორეაბილიტაციის გაფართოებული განყოფილება და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ცენტრი განახლებული ფორმატით. აპრილიდან კი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას დაიწყებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურითა და სერვისების ხარისხით, პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას. ცენტრი დარგის წამყვანი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მას ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მრავალწლიანი გამოცდილების სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, დავით ციბაძე უხელმძღვანელებს. სრული პედიატრიული მომსახურების ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებას იწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი; ასევე, ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასა და სამედიცინო მომსახურების სრულყოფაში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ. ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ სამუშაო სასწავლო შეხვედრების ციკლი ჩაუტარა „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს. საფუძველი ჩაეყარა გერმანიის „კაიზერის პედიატრიულ კლინიკასთან“ თანამშრომლობას, რის შედეგადაც ქართველმა ექიმებმა გერმანიაში გაიარეს სტაჟირება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საფრანგეთის მოწინავე კლინიკასთან - „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალთან“, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრნენ, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან. აღნიშნული თანამშრომლობების მიზანია ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში დაინერგოს ევროპული და ამერიკული მედიცინის მიღწევები და შესაძლებელი გახდეს პაციენტებისთვის საუკეთესო პედიატრიული მომსახურების მიწოდება.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 250 საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის, გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2018 09:29

„ნიუ ჰოსპიტალსის“ „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში“ 11 ოქტომბერს, მხედველობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ქართული ოფთალმოლოგიის ფუძემდებლის - გიორგი ტარსაიძის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და გიორგი ტარსაიძის ოჯახის წევრები.

გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძეს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ოფთალმოლოგიური სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გიორგი ტარსაიძე პირველი ქართველი ექიმი-ოფთალმოლოგი იყო, რომელიც სამედიცინო განათლების უცხოეთში მიიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და 1892 წელს საფუძველი ჩაუყარა პირველ ქართულ ოფთალმოლოგიურ დაწესებულებას - „თვალის სნეულებათა საქველმოქმედო საავადმყოფოს“. მისი სახელობის იყო „თვალის დაავადებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, რომლის ბაზაზეც, მოგვიანებით „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ შექიმნა.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ინიციატივით, მხედველობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საფუძველი ეყრება „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ჩამოყალიბებას და იგეგმება მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც მიმართული იქნება საქართველოში ოფთალმოლოგიური დაავადებების შემცირებისა და მოსახლეობის ინფორმირებისკენ დაავადებების მკურნალობის და პრევენციის შესაძლებლობების შესახებ. ჩატარდება უფასო სკრინინგის აქციები, როგორც ახალგაზრდების ასევე ასაკოვანი მოსახლეობისათვის. გლაუკომით და კატარაქტით დაავადებული ადამიანებისთვის ფუნქციონირებას იწყებს პაციენტების სკოლა, რაც პაციენტებისთვის დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას და მკურნალობის დაგეგმვას ისახავს მიზნად.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე „ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი“ ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

ლიბერთის პენსიონერებისთვის შემუშავებული მასშტაბური სოციალური პროგრამა რეგიონებშიც გრძელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 11:05
„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობით, თბილისის მსგავსად,  ქვემო ქართლის რეგიონში მაცხოვრებელი პენსიის მიმღები პირები სამედიცინო სერვისებით, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პირობებით ისარგებლებენ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, 2018 წლის ბოლომდე  ,,ნიუ ჰოსპიტალსში" თვალის, გულის დაავადებების, შინაგანი ორგანოების და სახსრების კვლევების ჩატარებას ფასდაკლებით შეძლებენ.
დღემდე ამ უპრეცედენტო, ერთობლივი პროგრამით, მხოლოდ თბილისის მასშტაბით,  ლიბერთის სოციალური ბარათის 4200-მა მფლობელმა ისარგებლა.
ლიბერთის 90-მდე ფილიალში, კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგის შემდგომ,  დამატებითი უფასო კვლევა 1500 პაციენტს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩაუტარდა. წარმატებით განხორციელდა ოფთალმოლოგიური ოპერაციები და სხვადასხვა კვლევები კარდიოლოგიური, ტრავმატოლოგიური და ინსულტის პრევენციის მიმართულებით.
„2018 წლის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად ვაგრძელებთ წამოწყებული პროექტების გაუმჯობესებასა და ახალი პროექტების შემუშავებას. ნიუ ჰოსპიტალსთან თანამშრომლობით ჩვენ საშუალება მოგვეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვიზრუნოთ როგორც პენსიონერებზე, ასევე სოციალური ბარათების სხვა მფლობელებზე. ისინი ჩვენგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ'' - განაცხადა „ლიბერთი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გიორგი რამიშვილმა განაცხადა, „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად არის ჩართული „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელების სკრინინგისა და მკურნალობის პროცესებში. ჰოსპიტალი მზად არის უდიდესი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს „ლიბერთის“ სოციალურ აქტივობას და კიდევ მრავალ პაციენტს მოემსახუროს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018 11:04

„ნიუ ჰოსპიტალსი“ უახლესი, 2018 წლის კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) აპარატით - SIEMENS Somatom Perspective-ით აღიჭურვა. აპარატი წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე, მრავალშრიან მოდელს, რომელიც უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით აუმჯობესებს ვიზუალიზაციას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია ზუსტი დიაგნოსტირებისთვის.

Somatom Perspective-ის მთავარი უპირატესობა გამოსახულების სიზუსტე და რეკონსტრუქციის ხარისხია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ზომის სტრუქტურების გამოსაკვლევად. მრავალშრიანი ტექნოლოგია „ნიუ ჰოსპიტალსში“ შესაძლებელს ხდის გულის მკვებავი სისხლძარღვების არაინვაზიურ კვლევას და მნიშვნელოვნად ზრდის კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების შესაძლებლობებს. 

Somatom Perspective-ის გამოყენება უსაფრთხოა პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რამდენადაც აღჭურვილია სპეციალური SAFIRE ტექნოლოგიით, რომელიც წინა წლების ტომოგრაფიულ აპარატურასთან შედარებით პაციენტის რადიაციულ დასხივებას  60%-ით ამცირებს.

ამავდროულად, Somatom Perspective-ის ინოვაციური დიზაინი უზრუნველყოფს კომფორტს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურების მსვლელობისას, რამდენადაც აპარატის მორგება შესაძლებელია თითოეული, მათ შორის მძიმეწონიანი პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.

კომპიუტერული ტომოგრაფიის ახალი, მრავალშრიანი აპარატი ფუნქციონირებას 5 ოქტომბრიდან იწყებს და მომხმარებლებს სპეციალური პირობებით მოემსახურება - ორი თვის მანძილზე Somatom Perspective-ით ჩატარებულ კვლევებზე „ნიუ ჰოსპიტალსში“ 20% ფასდაკლება იმოქმედებს. ფასდაკლებით სარგებლობის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა, ხოლო მომსახურების მიღება წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი (ტელ.: 2 190190).

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული ინფრასტრუქტურის მქონე, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ჰოსპიტალი აკმაყოფილებს მკურნალობის ხარისხის მსოფლიო სტანდარტებს, რაც განპირობებულია მედიცინის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული საქმიანობითა და დარგის ლიდერი სპეციალისტების ჩართულობით. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალი ორიენტირებულია პაციენტების კეთილდღეობაზე და გამოცდილების, უახლესი ტექნოლოგიებისა და პროფესიონალიზმის მეშვეობით უზრუნველყოფს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას.

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერი გახდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 10:54

მრავალპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ პროვაიდერია. საპროვაიდერო ხელშეკრულების თანახმად, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და სადაზღვევო კომპანია „არდის“ შორის გაფორმდა, 2018 წლის აგვისტოდან „არდის“ დაზღვეულები „ნიუ ჰოსპიტალსში“ სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ. კომპანია „არდის” დაზღვეულებს შეუძლიათ სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სერვისის მისაღებად გამოიყენონ დაზღვევის პოლისი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, 150 საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს.

ჰოსპიტალში არსებულ მრავალ მიმართულებას შორის ფუნქციონირებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით, აღჭურვილია უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატურით და 24 საათიანი რეჟიმით ემსახურება ყველა ასაკის პაციენტს.

ჰოსპიტალში 24 საათის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სირთულის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები მუცლის ღრუსა და გულმკერდის ქირურგიის, ნეიროქირურგიის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგიის, ანგიოქირურგიის, მიკროქირურგიის, ორთოპედია-ტრავმატოლოგიის, ოტო-რინო-ლარინგოლოგიის, გინეკოლოგიის და ყბასახის ქირურგიის მიმართულებებით. ფუნქციონირებს გადაუდებელი კარდიოლოგიის და გულის კათეტერიზაციის განყოფილება, ასევე კრიტიკული მედიცინის რამოდენიმე განყოფილება.

გარდა ამისა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გეგმიურად ხელმისაწვდომია სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ქირურგიული სერვისები სხვადასხვა მიმართულებით - ინტერვენციული რადიოლოგია, ნევროლოგია და ნეირორეაბილიტაცია, გასტროენტეროლოგია,  ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია, ალერგოლოგია და  სხვ.

ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და სადიაგნოსტიკო დანადგარებით. ლაბორატორიული ანალიზები სრულდება RIQAS აკრედიტებულ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც 24 საათის მანძილზე ემსახურება პაციენტებს.

გამორჩეული ინფრასტრუქტურის, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სამედიცინო პერსონალის შერწყმით, „ნიუ ჰოსპიტალსი“ ყოველდღიურად ასეულობით პაციენტისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის ძალისხმევით, ინტერვენციული რადიოლოგიის მიღწევების შესახებ სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 ივნისი 2018 11:30

მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროს უახლესი მიღწევები და სიახლეები ქირურგიულ სამსახურთან უშუალო თანამშრომლობის კონტექსტში.
სხდომას უძღვებოდა ინტერვენციული რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი, „სკირას“ პრეზიდენტი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ მიზანდარი, რომელმაც მერაბ კილაძესთან და ოთარ კეპულაძესთან ერთად ისაუბრა ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობებზე, კერძოდ პერკუტანური ქოლანგიოსტომიის და პანკრეატიკოსტომიის ეფექტურობის შესახებ პანკრეატოდუოდენური რეზექციის დროს, რაც გულისხმობს სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის დრენირებას და უზრუნველყოფს პანკრეასის სიმსივნის ურთულესი ქირურგიული ოპერაციის ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარებას.
სხდომაზე მალხაზ მიზანდარმა, მერაბ ჯანელიძემ და თეიმურაზ სორდიამ აგრეთვე წარმოადგინეს მოხსენება კლაცკინის ნეოპლაზმის (ღვიძლის კარის სიმსივნე, რომელიც სიყვითლით ვლინდება) შესახებ. კერძოდ, გაშუქდა დიაგნოსტიკის, მცირეინვაზიური მენეჯმენტის, რადიკალური ქირურგიული მკურნალობისა და მორფოლოგიური კვლევის სირთულეები კლინიკური შემთხვევის მაგალითზე.
თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით, ინტერვენციული რადიოლოგია, რომელიც გულისხმობს მინიმალურად ინვაზიურ (ჭრილობის გარეშე) სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციებს, პაციენტს საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური შედეგი მინიმალური ჩარევით და საგრძნობლად გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ინტერვენციული რადიოლოგია შესაძლებელს ხდის რადიოლოგიური გამოსახვის მეთოდთა კონტროლით ისეთი მანიპულაციების ჩატარებას, როგორიცაა ორგანოებისა და ქსოვილების ბიოფსია, სადინრებისა და სითხური კოლექციების დრენირება, სადინრებისა და სისხლძარღვების სტენტირება, სიმსივნეთა ტრანსარტერიული ემბოლიზაცია, აბლაცია და სხვ.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული, მულტიდისციპლინარული მიდგომა პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიას ჩაეყარა საფუძველი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 მაისი 2018 13:09

სამშაბათს, 29 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112“, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების სოციალურ კამპანიასთან დაკავშირებით. ღონისძიებას დაესწრებიან „შსს სსიპ 112-ის“ წარმომადგენელი სალომე გელუტაშვილი, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორი გიორგი რამიშვილი და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიის და ნეირორეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი თემურ მარღანია.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ინსულტის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საზოგადობის ინფორმირება ინსულტის „სამი“ ნიშნის შესახებ. ინსულტის „სამი“ ნიშნის დამახსოვრება მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რამდენადაც ინსულტის ადრეული ამოცნობის შემთხვევაში შესაძლებელია სწრაფი რეაგირება - 112-თან დაკავშირება და პაციენტის ინსულტის ცენტრში გადაყვანა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის შედეგად მოტანილ ზიანს - მუდმივი, მძიმე უნარშეზღუდულობის ან სიკვდილის რისკს. სახელწოდება „სამი“ ინსულტის სამი ნიშნის აბრევიატურას წარმოადგენს და შემდეგნაირად იშიფრება: ს - სისუსტე კიდურებში, ა - ასიმეტრიული სახე, მ - მეტყველების დარღვევა, ი - იჩქარე!

კამპანიის ფარგლებში საზოგადოება შეიტყობს, რომ ინსულტის აღმოჩენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწრაფი მოქმედება, რადგან მხოლოდ სპეციალიზირებულ ინსულტის ცენტრში პაციენტის სწრაფად გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია სისტემური თრომბოლიზისით მკურნალობა, რაც იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. თრომბოლიზისის საშუალებით შესაძლებელია სისხლძარღვებში არსებული თრომბების დაშლა, სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ტვინის ქსოვილის დაზიანების თავიდან აცილება. თრომბოლიზისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროცედურაა და ინტრავენურ ინექციას - ალტეპლაზას გადასხმას გულისხმობს, რომლის საშუალებით ხდება არტერიებში წარმოქმნილი იშემიური ინსულტის გამომწვევი სისხლის კოლტების დაშლა.

ასევე, „შსს სსიპ 112-ის“ ოპერატორებისთვის ჩატარდება ინსულტის შესახებ სემინარები, რაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. სემინარები აამაღლებს ოპერატორების ცნობიერებას ინსულტის შესახებ და დაეხმარება მათ მოახდინონ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში.  

„ნიუ ჰოსპიტალსი“  თანამშრომლობს სახელმწიფო და კერძო დაზღვევის პროგრამებთან. სწორედ ამ თანამშრომლობის ფაგლებში, განიხილება „პსპ დაზღვევის“ მიერ ინსულტის დაზღვევის დანერგვა, რაც იშემიური ინსულტის დროს პაციენტების თრომბოლიზისით მკურნალობის ხარჯების დაფარვას გულისხმობს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება, რომელიც პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი, დაკომპლექტებულია გამოცდილი ექიმებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. 2017 წლიდან კლინიკაში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული ინსულტის ცენტრი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური