სასწრაფოდ - ნიუ-იორკის საავადმყოფოში სროლაა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 01 ივლისი 2017 00:44

BBC-ის ცნობით, ნიუ-იორკში, ბრონქსის უბნის საავადმყოფოში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

RT-ის ცნობით, სროლა ადგილობრივი დროით 3 საათზე, ბრონქსის საავადმყოფოს მე-16 სართულზე დაიწყო. მსროლელს თეთრი ხალათი ეცვა. პოლიცია ბევრი დაშავებულის შესახებ იტყობინება. 

ბოლო ინფორმაციით, ერთი მსროლელი დაიღუპა. 

WCBS-TV-ის ცნობით, მსროლელი, საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომელია. დაჭრილია სამი ექიმი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე საავადმყოფოს თანამშრომელი, ოთახშია ჩაკეტილი.

მიმდინარეობს სპეცოპერაცია. 

14 წლის ნიუ-იორკელი გოგონა 7 მეტრის სიმაღლის ატრაქციონიდან გადმოვარდა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 11:24

14 წლის ნიუ-იორკელი გოგონა 7 მეტრის სიმაღლის ატრაქციონიდან გადმოვარდა (ვიდეო)

ნიუ იორკს ჰილარი კლინტონი იგებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 ნოემბერი 2016 09:55

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ჰილარი კლინტონი კონკურენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მის მშობლიურ შტატში - ნიუ იორკში არჩევნებს უგებს. მონაცემებს NBC News ავრცელებს.

შტატში კლინტონი ვადამდე იგებს არჩევნებს. ხმების 20%-ის დათვლის შემდეგ, მას 77% აქვს, ხოლო ტრამპს — 21%.

კლინტონი ლიდერობს ისეთ ოლქებში, როგორიცაა მანჰეტენი და ბრუკლინი. ამასთან, ტრამპი აგებს მის მშობლიურ ქუინსს, სადაც მილიარდერი დაიბადა.

იქამდე კი, ცნობილი გახდა, რომ ტრამპი ოჰაიოსა და ფლორიდაში ლიდერობს.

UNDP 50 წლისაა: მსოფლიომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე 2030 წლისათვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 15:11

საერთაშორისო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს მთავრობების ლიდერების. სამოქალაქო საზოგადოების, მრავალმხრივი პარტნიორებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით, - თქვა ჰელენ კლარკმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა, ნიუ იორკში გამართული მინისტერიალის წინა დღეს, რომელიც ორგანიზაციის 50 წლისთავს ეძღვნება.  
მდგრადი განვითარების 17 ამბიციური მიზანი მსოფლიოს ახალი დღის წესრიგია, რომელიც განსაზღვრავს განვითარების მთავარ ტენდენციებს 2030 წლამდე და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა.  
„მთავრობების წამყვანი როლი, რომელსაც თან ერთვის სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, ქველმოქმედებასა და მრავალმხრივ სისტემებთან თანამშრომლობა,  უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. სიღარიბისა და უთანასწორობისაგან თავისუფალი მსოფლიოს მიზნების მიღწევა მხოლოდ ასეთი ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
„მდგრადი განვითარების მიზნები ის სახელმძღვანელოა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი მსოფლიოს აშენება, სადაც ეკონომიკა და საზოგადოება ინკლუზიური და თანასწორია, ხოლო პლანეტა დაცულია კლიმატის ცვლილების ყველაზე დამანგრეველი შედეგებისაგან, ისევე როგორც სხვა გარემოსდაცვითი საფრთხისაგან“, - დასძინა მან.   
ჰელენ კლარკმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შეუძლია საკვანძო როლი შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, რადგან ბოლო 50 წლის მანძილზე ორგანიზაცია სწორედ მსოფლიოს განვითარების წინა ხაზზე იმყოფებოდა. UNDP ხელს უწყობდა ინსტიტუტების მშენებლობას, ქვეყნების მედეგობის გაზრდას, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. გარდა ამისა, UNDP კვლავაც განახორციელებს გაეროს მთლიანი სისტემის საქმიანობის კოორდინირებას.
„ჩვენმა საქმიანობამ თავისი წვლილი შეიტანა განვითარების მიზნების მიღწევის საქმეში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს, როდესაც 50 წლისთავს ვზეიმობთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ მომავალშიც შევასრულოთ ეს საქმე“, - თქვა ჰელენ კლარკმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად 24 თებერვალს ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში შეიკრიბება 80 მინისტრი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ზალკალიანი.
ამ მაღალი დონის დონის შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი მსოფლიოს განვითარების ახალი ამბიციური დღის წესრიგის პრაქტიკული განხორციელებისათვის. მსჯელობის მთავარი თემები იქნება განვითარების დაფინანსების შესაძლებლობები, სიღარიბის აღმოფხვრა, უთანასწორობის შემცირება, კლიმატის ცვლილება და მშვიდობის მშენებლობა. შეხვედრაში მონაწილე მინისტრები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ.

როგორ აღნიშნეს ახალი წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 02 იანვარი 2016 11:27

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ტრადიციული ფეიერვერკებით აღნიშნეს ახალი წლის დადგომა ღონისძიებაზე, რომლის უსაფრთხოებასაც 3 ათასი პოლიციელი იცავდა. მდინარე ტემზაზე მოწყობილი ფეიერვერკებისათვის თვალის დევნება წელსაც ისევე როგორც გასულ წელში ბილეთის შეძენით იყო შესაძლებელი. 00 საათსა 00 წუთზე დაწყებულ ზეიმზე 12 ათასი ფეიერვერკი იქნა გამოყენებული. ინგლისის პარლამენტის საათმა ბიგ ბენმა ახალი წლის დადგომასთან ერთად 12-ჯერ ჩამოკრა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ელისეის მინდვრებზე გამართულ ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ბულვარზე მდებარე გამარჯვების მემორიალის საფრანგეთის დროშის ფერებით განათებით დაწყებული ღონისძიება საფრანგეთში ერთად თანაცხოვრების კულტურის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმით გაგრძელდა. პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ქვეშ ჩატარებულ ღონისძიების უსაფრთხოებას ელისეის მინდვრებზე 1600, მთლიანად ქალაქში კი 11 ათასი პოლიციელი იცავდა. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი ახალი წლის ღამეს უსაფრთხოებას 100 ათასი პოლიციელი იცავდა.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ერთად შეხვდა ახალ წელს. საახალწლო ღონისძიება ბრანდენბურგის კარიბჭესა და გამარჯვების მემორიალს შორის მდებარე 17 ივნისის პროსპექტზე გაიმართა. ცერემონიას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასული ტურისტიც ესწრებოდა. ღონისძიების ტერიტორიაზე უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებდა.
იტალიის დედაქალაქ რომში კოლიზეუმის მოედანზე ტერორიზმის საფრთხის გამო შეზღუდული რაოდენობის ფეიერვერკები გაუშვეს. რომში კიდევ ერთო ღონისძიება ძველ რომში იპოდრომზე გაიმართა, სადაც ახალი წლის შემოსვლა კონცერტით აღნიშნეს. რომში ახალი წლის ღამეს უსაფრთხოებას 2300 პოლიციელი და 750 მეხანძრე იცავდა.
აშშ-ში საახალწლო ღონისძიებას ნიუ იორკში თაიმს სკვერზე დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაესწრო. თაიმს სკვერზე მოსახვედრად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ტურისტები უსაფრთხოების მკაცრი ზომების გამო რამდენიმე საათი რიგში იდგნენ. პოლიციელებმა დიდი ზომის ზურგჩანთებით მოდენაზე შესვლის უფლება მისულებს არ მისცა. ზუსტად ღამის 12 საათზე კი თითქმის 100 წლიანი ტრადიცია განმეორდა და აღნიშნული ღონისძიების სიმბოლო ბროლის ბურთი ქვემოთ დაეშვა.

ტერორისტები ნიუ იორკს ემუქრებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:35

ცოტა ხნის წინ ისლამურმა სახლემწიფომ მორიგი ვიდეო გაავრცელა, სადაც შემდეგ სამიზნედ ნიუ-იორკია დასახელებული. რაიმე საფრთხის არსებობას ნიუ იორკის პოლიცია ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

რაც შეეხება ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ახალ ვიდეოში ისინი საფრანგეთში მომხდარ ტერაქტებზეც საუბრობენ.

პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორს აბდელ ჰამიდ აბაუდის კი ისევ ეძებენ. ოფიციალური ინფორმაციით გუშინდელი სპეცოპერაციის დროს იგი არ დაუკავებიათ.

რამდენიმე გავლენიანი გამოცემა, მათ შორის Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აბაუდი გარდაცვლილთა შორისაა. სენ-დენის ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სპეცოპერაციამდე იგი ადგილობრივ მეჩეთში ნახეს. გამოძიებაც დარწმუნებულია, რომ გუშინ დილის 5-ის ნახევრამდე აბაუდი სენ-დენიში ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულზე იმყოფებოდა.

გრძელდება ტერაქტის კიდევ ერთი მონაწილის სალაჰ აბდესლამის ძებნაც, რომელიც თავდასხმებში ძმასთან ერთად მონაწილეობდა.

ასევე კვლავ მიმდინარეობს შტურმის დროს გარდაცვლილი ორი ტერორისტის იდენტიფიცირება. მათგან ერთ-ერთი ქალია, რომელმაც თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 8 ეჭვმიტანილიც დააკავეს.

პარალელურად თურქეთის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ წლის დასაწყისში მათ ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი სირიის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს და მისი დეპორტაცია ბელგიაში განახორციელეს, ბელგიელმა სამართალდამცველებმა კი დაკითხეს და გაათავისუფლეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:21

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

 „ჩვენ გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და  ევროატლანტიკური პროცესების გაღრმვება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება“, -აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუ იორკში საქარვთელოს პრეზიდენტმა ორმხრივი  შეხვედრები გამართა გაეროში პოლონეთისა და ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერმინისტრთან.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ფორდჰემის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა.

ქვეყნის პირველმა პირმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება".

საქართველოს პრეზიდენტი კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების - სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო  და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

დღეიდან, ვაშინგტონში დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის  არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და  ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის  და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან.

ქვეყნის პირველი პირი „ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ( NDI ) ხელმძღვანელებთანაც გამართავს სამუშაო სადილს და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები  საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.

გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody's, Standard and Poor's და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.

ჩინეთის ლიდერმა გლობალური განვითარების ოთხპუნქტიანი წინადადება წამოაყენა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:03

ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე გამოსვლისას, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა სი ცზინპინმა გლობალური განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა განამტკიცოს თავისი განვითარების პოტენციალი და აუცილებელია ამ განვითარებისთვის საჭირო გარემოს გაუმჯობესება. თანამშრომლობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის უნდა გახდეს ოპტიმალური და ასევე აუცილებელია განვითარების საკოორდინაციო მექანიზმის გაძლიერება.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ცზინპინი 22-25 სექტემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა და შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფოს პირველ პირებთან.

მოგვიანებით კი ჩინეთის ლიდერმა ნიუ-იორკში გაეროს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

დავით უსუფაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 16:36

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე პარლამენტის სპიკერების მე-4 მსოფლიო კონფერენციის დასკვნით, მესამე სამუშაო დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა  ორმხრივი შეხვედრა გამართა გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელენ კლარკთან.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო აპრილში თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებას. ჰელენ კლარკმა დავით უსუფაშვილს მიუსამძიმრა იმ მძიმე დანაკარგის გამო, რაც განიცადა საქართველომ იმ პერიოდში და ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და პრევენციის პროექტებზე. გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „გაეროს განვითარების პროგრამა ყოველთვის მხარში უდგას საქართველოს და მრავალი მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ჰელენ კლარკს პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე საპარლამენტო პროექტებთან დაკავშირებით.

ჰელენ კლარკი, ასევე, დაინტერესდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით და დაგეგმილი კანონპროექტებით. დავით უსუფაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მას კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „პარლამენტს, მართლაც, მრავალ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მოუწევს მუშაობა, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი.”

საუბრის დასასრულს, გაეროს განვითარების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც შესწევს უნარი, ხელი შეუწყოს ეფექტურ დიალოგს და დისკუსიას საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური