ყოველ ხუთშაბათს "ნიკორა სუპერმარკეტი" ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 11:33

დღეიდან, ყოველ ხუთშაბათს,  „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს,  ყველაზე მოთხოვნად  პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბერთის“ ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში.  ამ პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია.

პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე,  ყოველ ხუთშაბათს, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ყოველ ხუთშაბათს ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.’- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.

მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს.  2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები,  მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები   "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

უპრეცედენტო ფასდაკლება ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე - „ნიკორა სუპერმარკეტის“ აქცია მომხმარებლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:10

14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით, „ნიკორა სუპერმარკეტი“ ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელებს, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს. აქცია ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბერთის“ ერთობლივი პროექტი სექტემბრის თვიდან დაიწყო ჩვენს ქსელში. ამ პროექტის ფარგლებში სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ასობით დასახელების, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე სპეციალური ფასები შემუშავდა, რაც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია. პროექტის მიმართ ინტერესი და კმაყოფილება სოციალური ბარათის მფლობელებისგან იმდენად მაღალია, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება მათთვის ყველაზე სასურველ 4 დასახელების პროდუქტზე, შევთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასი. 14 თებერვალს, მხოლოდ ერთი დღით: ზეთის, კვერცხის, ქათმის და შვრიის ფანტელის შეძენას, სოციალური ბარათის მფლობელები ყველაზე დაბალ ფასად შეძლებენ. ვურჩევთ ყველას, ვინც სოციალური ბარათით სარგებლობს, არ გამოტოვოს ეს დღე და ისარგებლოს საუკეთესო შეთავაზებით.- განაცხადა ,,ნიკორა სუპერმარკეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ანა კოშაძემ.

მომხმარებელზე ზრუნვა, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის პრიორიტეტს წარმოადგენს. 2018 წლის სექტემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონერები და სოციალური დახმარების მიმღები პირები "ნიკორა სუპერმარკეტის" ნებისმიერ ობიექტზე, ყველაზე მოთხოვნად 350-მდე დასახელების პროდუქტზე საუკეთესო ფასით ყოველდღიურად სარგებლობენ.

„ნიკორას“თანამშრომლები კომპანიის აქციონერები ხდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 13:34

2018 წელს „ნიკორას“ ბაზარზე არსებობის 20 წელი უსრულდება. დღეს „ნიკორა“ ძლიერი, წარმატებული ქართული კომპანიაა. მის წარმატებას კი განსაზღვრას  კომპანიაში დასაქმებული ადამიანები. ისინი მონაწილენი არიან ყველა იმ დიდი გამოწვევისა, რაც 20 წლის განმავლობაში კომპანიის წინაშე იდგა. „ნიკორა“ აცნობიერებს რა ამ წვლილსა და დამსახურებას, თითოეულ თანამშრომელს საჩუქრად აქციებს გადასცემს. შედეგად 2018 წელს „ნიკორაში“დასაქმებული 4 000-ზე მეტი ადამიანი კომპანიის აქციონერი გახდება.

 

„ჩვენ ერთად შევძელით ის,  რომ დღეს „ნიკორა“ კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია.  ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, „სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

 „ნიკორა“, ასევე, მზად არის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესთავაზოს კომპანიის აქციონერობა.

„ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს „ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ  კომპანიის ნაწილი. ამიტომ აქციით დაინტერესებული  პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით,“ – განმარტა  ირაკლი ბოქოლიშვილმა.

აქციების შეძენით დაინტერსებულმა პირმა უნდა მიმართოს კომპანიის ადმინისტრაციას. შეთავაზების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 1-ელ აპრილამდე. შეთავაზების პირობები, სრულყოფილი ინფორმაცია ემიტენტის (სს „ნიკორა ტრეიდი) შესახებ გაწერილია ემისიის პროსპექტში, რომელიც სს „ნიკორას“  ვებგვერდზეა (www.nikora.ge) ხელმისაწვდომი.

 „ნიკორა“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს.  კომპანიას  მსგავსი გამოცდილება ჰქონდა წარსულშიც. ჯერ კიდევ  2016/17 წლებში,  როგორც „ნიკორა ტრეიდმა“, ისე „ნიკორამ“  წარმატებით განახორციელეს შესაბამისად 5 და 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციების გამოშვება, რაც ერთმნიშვნელოვნად „ნიკორასადმი“  დიდი ნდობის დასტურია.

„ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს,  ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,  - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა. 

ცნობისთვის,,ნიკორა“ 1998 წელს  დაფუძნდა და მე-20 წელია, კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად,  ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. ნიკორაერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001:2008; ISO22000:2005 - HACCP სერტიფიკატებს.

მერსი სულხანიშვილი "ნიკორაში" მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 11 ივლისი 2016 23:47

მერსი სულხანიშვილი ნიკორაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პირველ კომენტარს აკეთებს:
"სამი დღის წინ გავრცელებულმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვიდეო ფრაგმენტულია და არ ასახავს ყველაფერს, რაც შპს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. მე გამამტყუნეს იმის გამო, რომ უხეშად მივმართავ მაღაზიის კონსულტანტებს, ამის შემდეგ კი, უკვე რამდენიმე დღეა, სრულიად უცნობი ადამიანებისგან ბევრად უარესი ტექსტები მოვისმინე, რაც ცოტა პარადოქსულია.
ასეა თუ ისე, მინდა საზოგადოებას მოვუყვე ის, რაც „ნიკორაში“ მართლა მოხდა. ვინც დაინტერესებულია, ამ ტექსტს ბოლომდე წაიკითხავს.
ხუთშაბათს, დაახლოებით დღის 12 საათისთვის „ნიკორაში“ ვყიდულობდი პროდუქტებს. ერთ-ერთმა კონსულტანტმა შემომთავაზა დახმარება, გადავუხადე მადლობა და უარი ვუთხარი. რამდენიმე წამში, მეორე მხრიდან დამეჯახა ახალგაზრდა ბიჭი და იოგურტის ბოთლზე მიმითითა, შენ ეგ არ გეყოფა, დიდი ბოთლი აიღეო. სრულიად უცნობი ადამიანი მომმართავდა შენობით და თან ყვირილით. არ ეცვა ფორმა, თუმცა ეკეთა ბეჯი, რითიც მივხვდი, რომ საწყობის თანამშრომელი იყო. მას არ ჰქონდა უფლება, ეკონტაქტა მაღაზიის კლიენტებთან, მითუმეტეს ასეთი ფორმით. მშვიდად ავუხსენი, რომ ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს და არ შეეძლო, ჩემთვის ასე მოემართა. ბიჭმა ირონიული ტონით მიპასუხა, ამერიე და იუმორზე აცრილი ხარო. ასე შენიანებს მიმართე-მეთქი. გავბრაზდი და მივაძახე, ძონძი ხარ, ზრდილობა არ გაქვს, მიმართვა ისწავლე-მეთქი. პასუხად მივიღე სიტყვა „გააჯვი“.
ეს ყველაფერი ვიდეოში არ ჩანს. არსებობს „ნიკორას“ სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალა, მაგრამ არ ისმის ხმა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვარ გაბრაზებული, შესაბამისად ვერ ვაკონტროლებ ვერც ემოციას, ვერც ლექსიკას. ვითხოვდი, ეთქვათ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომ გადამეცა სათაო ოფისისთვის. უკვე გამწვავებულ ვითარებაში ჩაერთო მენეჯერი, რომელთანაც ანალოგიური მოთხოვნა მქონდა. მან არც თანამშრომლის გვარი მითხრა, არც თავისი, რამაც კიდევ უფრო გამაღიზიანა.
საჯაროდ ვუხდი ბოდიშს მას, ასეთი უხეში მიმართვისთვის, რადგან იმ სიტუაციაში ის დამნაშავე ნამდვილად არ ყოფილა.
შემთხვევიდან 40 წუთში მოვიდა შპს „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა ბატკუაშვილი, რომელიც მოწმეა, როგორ აგრძელებდა ჩემთან უხეშად საუბარს საწყობის თანამშრომელი. იმეორებდა ფრაზას: „როგორც მინდა, ისე დაგელაპარაკები.“
ნამდვილად არ ვიცი, რა დავუშავე ამ ადამიანს. იმედი მქონდა, რომ მომხდარის შემდეგ, შპს „ნიკორა“ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას, თუმცა კომპანია იცავს მხოლოდ საკუთარი თანამშრომლის, და არა კლიენტის უფლებებს.
მე მესმის, რატომ გაღიზიანდა საზოგადოება, არ ვამტყუნებ არავის. მეც ანალოგიური რეაქცია და აგრესია მექნებოდა. ვემიჯნები და ვგმობ უცენზურობას, შეურაცხყოფას.
((ვიდეოში ისმის ჩემი ფრაზა: “მე იცი ვინ ვარ?” ვგულისხმობ იმას, რომ შპს „ნიკორაში“ მე ვარ რიგითი მომხმარებელი. თუმცა, მათ არ იციან, რომ თუკი დავინახავ რაიმე არასწორს, საჭირო ადამიანი აუცილებლად შეიტყობს. ამ კომპანიაზე გული შემტკივა თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი. სამწუხაროა, რომ ხალხმა კონტექსტი არასწორად გაიგო. მე ნამდვილად არ მაქვს განსაკუთრებული ამბიცია. ვარ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ვცემ უდიდეს პატივს. ჩვენ ყველანი, პირველ რიგში, მოქალაქეები ვართ და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
ბოდიშის მოხდა არასდროს მეუხერხულება. მე ძალიან კარგად ვიცი, დამნაშავე ვარ თუნდაც იმის გამო, რომ ჩემმა არასწორ კონტექსტში გაჟღერებულმა ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება. მე არასდროს გამოყენებია ჩემი სახელი ბოროტად და არც ვაპირებ ასე მოქცევას.
მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდი, თავი შემეკავებინა ყველანაირი კომენტარისგან, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომეყოლა სიმართლე. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ბოდიშს ვუხდი იმ მედია ჰოლდინგსაც, რომელსაც წარმოვადგენდი. რადიო „აფხაზეთის ხმას“ ჩემ გამო შეექმნა პრობლემები. ბოდიშს ვუხდი თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ბოდიშს ვუხდი მსმენელებსაც. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ, გაიგონ სიმართლე. თითოეული თქვენგანის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასია" - წერს მერსი.

ზუგდიდში „ნიკორას“ მაღაზია დააყაჩაღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 16 ივნისი 2016 15:40

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. ყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, 205 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნიკა ლ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

შსს-მ „ნიკორა“-ს მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 10:13

შსს-ს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, „ნიკორა“-ს საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი ღ. დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავეს.
დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ახალი დეტალები "ნიკორაში"მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 13:54

სუპერმარკეტ ნიკორაში დაჭრილი დაცვის თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 7 ჭრილობით გადაიყვანეს და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

არსებული ინფორმაციით დაცვის თანამშრომელს თავდამსხმელმა რამდენჯერმე ესროლა. 

შეგახსენებთ,რომ გუშინ გვიან ღამით თავდასხმელებმა სუპერმარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღეს. ადგილიდან, უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. 

ვარკეთილის რაიონში სუპერმარკეტი "ნიკორა" დააყაჩაღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 12:11

თბილისში  სუპერმარკეტი ნიკორა დააყაჩაღეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. 

„ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელი „ოქროს ბრენდი 2014“-ის ტიტულის მფლობელები გახდნენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 25 აპრილი 2015 11:07

საქართველოს სავაჭრო პალატის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლის შედეგად, „ნიკორა“ ორი უმნიშვნელოვანესი და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. კომპანიამ „ოქროს ბრენდი 2014“-ის სტატუსი ხორცპროდუქტების წარმოებისა და სუპერმარკეტების კატეგორიაში აიღო.  გამარჯვებულების გამოვლენა მათი ცნობადობის, პოპულარობის, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, ასევე მარკეტინგული ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული. „ოქროს ბრენდი" ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს დაჯილდოვების არსებობის პერიოდში, „ნიკორამ“ არაერთხელ მოიპოვა „ოქროს ბრენდის“ ტიტული. 

“ნიკორამ” ქართულ ბაზარზე საქმიანობა 1998 წელს დაიწყო. კომპანიის ტექნოლოგებმა, უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებით და წარმოების უახლესი მეთოდების დანერგვით, სხვადასხვა პროდუქციის დამზადების რეცეპტურა მაქსიმალურად მოარგეს ადგილობრივ საგემოვნო თვისებებს, რამაც "ნიკორას" სულ მალე პოპულარობა და მომხმარებლის ნდობა მოუტანა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური