ბასილაშვილმა საერთაშორისო ტურნირის პირველი წრე გარეშე დასძლია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 17:33

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 041 540) პირველი წრე  პრობლემების გარეშე დასძლია.

ბასილაშვილი საწყის შეხვედრაში ყაზახეთის სახელით მოთამაშე ალეკსანდრ ნედოვესოვს გაეჯიბრა და 6:3, 1:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ამ გამარჯვების წყალობით, ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მე-2 რაუნდში კი ძალებს მე-3 ნომრად განთესილ ივო კარლოვიჩთან (ხორვატია) მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბასილაშვილს 561 სარეიტინგო ქულა გააჩნია და პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის კლასიფიკაციაში 95-ე ადგილი უკავია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2015 12:17

ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეემატა.

7 აგვისტოს, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე პრესას ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალ დესპანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუდგენს.

ნიკოლოზი 1992 წელს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაით ბეის“ სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14- წლიანებში. არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. ნიკოლოზმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა ვილმბდონის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 90 -ე ჩოგანია.

ლიბერთი ბანკის მუდმივად ზრუნავს პერსპექტიულ ქარველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სპორტის ხელოვნების, განათლების და სხვა დარგებში მოღვაწეობენ, ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას. ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანები სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც წარმატებებს ლიბერთი ბანკთან ერთად აღწევენ.

 

 

 

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ევროპის მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 18 ივლისი 2015 20:12

საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა სან-მარინოში მიმდინარე „დევისის თასზე“ ასპარეზობა წამატებით დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იტყობინება.

„საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „დევისის თასზე“ ასპარეზობა წარმატებით დაასრულა და ევროპის მესამე ზონიდან მეორე ზონაში გადაინაცვლა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გადამწყვეტი მატჩი ესტონეთის ნაკრებთან შედგა. სანდრო მეტრეველმა ესტონელი მეტოქე ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტი თამაში სამ სეტში 3-6 6-2 6-4 მოიგო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ოთხი ჩოგბურთელი გამოდიუოდა: ნიკოლოზ ბასილაშილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე. ნაკრების მწვრთნელი ვოვა გაბრიჩიძეა.

ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ალბანეთის, მალტის და ისლანდიის ნაკრები გუნდები ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ სან მარინოში „დევისის თასზე“ ევროპული ზონის მე-3 ქვეჯგუფის გათამაშება ჩატარდა. საქართველოს ნაკრები გუნდი თავის სარეიტინგო ქულებით მე-4 ნომრად იყო განთესილი და კენჭისყრის შედეგად დ-ე ქვეჯგუფში ასპარეზობდა, სადაც მასთან ერთად მალტის, ალბანეთის და ისლანდიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

 

 

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური