"გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია"- ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019 18:04

"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. მისი განცხადებით, კომპანია გასაჩივრების უფლებას გამოიყენებს. 

"რუსთავი 2"-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. უნდა გითხრათ, რომ არ ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ, ყველაფერთან ერთად, შეიძლება დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი, ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვეტილება სრულიად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ, დანარჩენ შემთხვევებში, სამწუხაროდ, გასაჩივრების უფლებებიც კი ჩაკეტა. მე კონსპირაციების მომხრე არ ვარ, მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, უბრალოდ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორ ინტერპრეტაციას. კრიტიკის უფლება მაქვს. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლის, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. 

„დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის წაბმული იყო „რუსთავი 2"-ის მოთხოვნაზე, რომელიც სრულიად გაურკვევლად ჩვენთვის დაუშვებლად იქნა ცნობილი, მე ვიტყოდი, რომ სამართლებრივად სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იგივე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პირველად ისტორიაში თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ ვხედავ დასაბუთებულ შეზღუდვას გამოხატვის თავისუფლების. ეს თქვა ერთმა პალატამ და მეორე პალატამ თქვა, რომ ეს პალატა ნულოვანი კვალიფიკაციისა იმიტომ, რომ ამ საკითხს საერთოდ არ ვიხილავ და ეს საკითხი არის ღიად დაუსაბუთებულიო, მე ვიტყოდი, რომ სკანდალურიც არის ეს გადაწყვეტილება, შიგნით სასამართლოს ურთიერთმიმართების კუთხით, თუმცა ეს არ არის ჩემი კომპეტენციის საკითხი, მე შემიძლია მხოლოდ შევაფასო ეს საკითხი და ცხადია, რომ არ დავეთანხმო მეორე პალატის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ამბობს, რომ მან ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა.

„მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, მისი ინტერპრეტაცია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლასთან დაკავშირებით და იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს იმიტომ, რომ ეს ასეა, არასწორი ინტერპრეტაციაა სამართლებრივად და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ, მიუხედავად უმძიმესი გადაწყვეტილებისა სტრასბურგის სასამართლოსი, ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ასევე საუბრობს იმ მუხლზე, რომლის გასაჩივრებაც სამაუწყებლო კომპანიას შეუძლია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თუ დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საჩივარს დააკმაყოფილებს, საქმე „დაინგრევა“.

ნიკა გვარამიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რის თქმაც არ შეუძლია სამთავრობო გუნდზე, რომლებიც სამი თვეა, მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინში იყვნენ.

„იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა მიიღებს ამ ერთ საკითხზე გასაჩივრებას და ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გასაჩივრებას წარმოებაში, იმ შემთხვევაში, რომ წარმოებაში მიიღებს, განიხილავს და დაადგენს, რომ მაგალითად, პირველი ინსტანციის მოსამართლე ურთმელიძე განსხვავებით ამ პალატისგან ჩათვლის, რომ იყო მიკერძოებული, საქმე ინგრევა სრულად და ამ შემთხვევაში, თუ დარეგისტრირებული იქნება ქიბარ ხალვაში, თან უკანონოდ, საქმის შეტრიალება იქნება შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ასევე ევროპული კონვენციის დარღვევა და ჩემი შეფასებით და შესაძლოა, არა მარტო ჩემი შეფასებით, ოდესღაც სხვა ხელისუფლების შეფასებითაც, იყოს თანამდებობრივი დანაშაული. ამიტომ, მე მოვუწოდებ არა იმისკენ, რომ თვითონ ჩათვალოს, ჩემს ინტერპრეტაციას დაეთანხმოს, მე მოვუწოდებ ღია ადმინისტრაციული წარმოებისკენ ამ საკითხზე, იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალო საკითხი, სადაც ერთი ადამიანის თავი, როგორც უნდა დისკრეციულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სენსიტიური და ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი საკითხი, ზუსტად ამიტომ ვარ ყველაზე მეტად გაოგნებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოულოდნელი იყო ეს ჩვენთვის ძალიან. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მთავრობისთვის არ იყო, იმიტომ, რომ ბოლო სამი თვეა, ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს აჩენს რა თქმა უნდა, შეკითხვებს, განსაკუთრებით ეროვნული მოსამართლის მიმართ, რომლის აცილებაც არ დააკმაყოფილა ამ სასამართლომ სრული დაუსაბუთებლობის გამო. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ იქნეს ჩადენილი დანაშაული, არ იქნეს გადაფორმებული ქიბარ ხალვაშზე კანონის დარღვევით და არასწორი ინტერპრეტაციით მხოლოდ ერთი ადამიანის, ჩვენ ამას ჩავთვლით დანაშაულებრივ ქმედებად და რუსთავი 2-ის მითვისებად. ჩვენ გვაქვს უფლება გასაჩივრების, გასაჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს საქმის სრულ დასმას და ამ უფლების რეალურად გაუქმება იუსტიციის მინისტრის მიერ, არის კანონდარღვევა და თანამდებობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

www.rustavi2.ge

თქვე ტრაკში პერო სირისტაიანებო! იღლიცინეთ ახლა "მიჰა ჰამოდი" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 16:42

მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ნიკა გვარამია:

,,კრიშაზე რატო ავიდა ხო? მაგ კრიშამ ქნა ეს ყველაფერი (დრო მოიგო ხალხის მოსასვლელად) და მაგ კრიშა დაამხობს დამპალ ოლიგარქიას უკრაინაში, თქვე ტრაკში პერო სირისტაიანებო!

იღლიცინეთ ახლა "მიჰა ჰამოდი" თქვენს კლავიატურებთან, ლუზერებო. ის გენიოსი კი აზანზარებს 50 მილიონიან ქვეყანას, სადაც ნულიდან დაიწყო სულ რაღაც სამი წლის წინ“ - წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

,ფულზე გაყიდულების მოგონილ ტყუილებს ვპასუხობ'' - ნიკა გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 11:13

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის გვერდზე არხზე დაგეგმილი ახალ მეგა შოუებთან დაკავშირებით წერს და ოპონენტებს პასუხობს:

,,ფულზე გაყიდულების მოგონილ ტყუილებს ვპასუხობ: არ ვაკეთებთ კი არა, გუშინდელ დღე ნიჭიერზე და იქსფაქტორზე ბევრად უკეთესს ვაკეთებთ. და არა მარტო "ამომავალ ვარსკვლავს". მარტო პოლიტიკა უნდა დარჩეს და დავხურეთ ყველა შოუ არა იხვი. ეგრეა, რო მოგისყიდიან და დისკომფორტი რომ გაქვს სადღაც შიგნით, მერე ასეთ ბოდვა ტყუილებს თხზავ ხოლმე და სხვებსაც ამასვე აბოდიალებ“ -წერს გვარამია.

Rising Star, იგივე ,,ამომავალი ვარსკვლავი“ - ეს ის მეგა შოუა, რომელსაც მაყურებელი რუსთავი 2-ზე მალე იხილავს და რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს. შოუს პირველი ორიგინალური ვერსია ისრაელში გავიდა. ეს არის პროექტი, სადაც კონკურსანტის ბედს მთლიანად მაყურებელი წყვეტს - გამოვა თუ არა კონკურსანტი სცენზე და მიიღებს თუ არა მონაწილეობას მეგაშოუში. განსხვავებულია ხმის მიცემაც, რომელიც ხდება არა მესიჯებით, როგორც ეს აქამდე შოუებში იყო, არამედ მობილური აპლიკაციით, ისიც მხოლოდ ერთხელ და უფასოდ.

"ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი..." - სტეფანეს "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენამ ნიკა გვარამია გააღიზიანა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 23:52

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა "იმედზე" გადასული "ნიჭიერის" ჟიურის შემადგენლობა: მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, მსახიობიობები - გიორგი ბახუტაშვილი და რუსკა მაყაშვილი. 

როგორც აღმოჩნდა სტეფანეს ჟიურიში გამოჩენამ მის მეგობრებსა და კოლეგების ნაწილში გაღიზიანება გამოიწვია. აღნიშნულ საკითხზე მწვავე დაპირისპირება გაიმართა პროდიუსერ დავით იმედაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე. კომენტარებში განსაკუთრებული აქტიურობით "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოირჩეოდა.

ნიკა გვარამია: ნაგვიდან ამოვიღეთ ტიპი, იმენა დავიწყებული და გადაგდებული იყო. ძალით დავსვი პირადად მე, სძაგდა ორივე პროდიუსერს. მეორეჯერ კიდე მეტი ძალისხმევა დამჭირდა. ცალკე კლიპები ვუტრიალეთ და კონცერტები ვურასკრუტკეთ. და ეს სად წამოსკუპებულა :))) სრულიად ურცხვი... ესეც თქვენი სტეფანე, ტვინი რო გამიბურღეთ, ცოდოა, შემოსავალი არა აქვს, ნიჭიერი და გემოვნებიანია და მსგავსი ყ...ით. აჰა, დატკბით" - წერს ნიკა გვარამია სტეფანე მღებრიშვილზე.

 

გვარამიას პოსტს გამოეხმაურა "იმედის" წამყვანი ნანიკო ხაზარაძე: "სტიოპა ნაგავში არასოდეს ყოფილა" - წერს ნანიკო. 

სტეფანეს გადაწყვეტილებას კრიტიკული პოსტით გამოეხმაურა მომღერლის ყოფილი მეუღლე მაია დარსმელიძეც: 

"სხვის საქციელზე მე არ ვარ პასუხისმგებელი და ალბათ თავად სტეფანე უკეთესად ახსნის თავის საქციელს ან თუ გინდათ - გადაწყვეტილებას. ჩემი ტევე ნაძეჟდას მიმართ დამოკიდებულებაც და პრინციპული პოზიციაც ალბათ ყველასთვის კარგადაა ცნობილი და გასაგები.

კონკრეტული პიროვნებებისგან გაღიზიანება და კონფლიქტიც მესმის, მართლა მესმის... მაგრამ როდესაც ვიღაც ტაშის დამკვრელი პეშკობა რაღაც გაურკვეველი კომენტარებით ცდილობს პოტენციური უფროსის ტრაკზე ოოოდნავ გათავისუფლებული ადგილის ალოკვას და ცეცხლში ნავთის მიწუწებას - აი ესეთი შავკები მეცოდებით : ) ბევრი ამოგიცანით მსგავსი პადხალიმი კომენტარებით და ვაზელინი პოსტებით სხვადასხვა "დროს" და სხვადასხვა "პლატფორმებზე". ამ შავკებზე მერევა გული, ხელის მოთბობა რომ გადაწყვიტეს "სასარგებლო დროსა და სასარგებლო ადგილას".

სტეფანე სოციალურ ქსელში მის ირგვლივ ატეხილ სკანდალს კომენტარებს ფოტოთი და ერთადერთი კომენტარით გამოეხმაურა - ფოტოზე "ნიჭიერის" ჟიურის წევრები არიან ასახულნი მინაწერში კი ვკითხულობთ: "Georgia Got Talant Soon"  (მალე ნიჭიერი).

ნიკა გვარამია - რუსთავი 2 -ის შენობა იწვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017 00:29

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით რუსთავი 2-ის შენობა იწვის. გვარამიამ აღნიშნული ინფორმაცია facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

"ვაფრთხილებ ხელისუფლებას,თუ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა..."- გვარამია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 ივლისი 2017 23:49

საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის ფეისბუკსტატუსთან დაკავშირებით, სადაც დეპუტატი ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მოსალოდნელ მკვლელობაზე საუბრობდა, რუსთავი2-ის გენერალურუი დირექტორი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.

„ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, თუ მისი სატელიტის ეს ბოდვა იმგვარ შედეგს გამოიღებს, რომ ვანო ჯავახიშვილის თავიდან ერთი თმის ღერი მაინც ჩამოვარდა, მერე საკუთარ თავს დააბრალოს. 
მთელი არხის სახელით, მოვითხოვ დაუყოვნებლივ რეაგირებას.“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.

როგორ ემშვიდობება პოსტიდან წასულ ნიკა გვარამიას ნანუკა ჟორჟოლიანი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 09 ივნისი 2017 12:26

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო. თუმცა, ოფიციალური განცხადება აღნიშნულის შესახებ გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის  წასვლას ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე ეხმიანება, მადლობას უხდის გვარამიას და ემშვიდობება მას: "ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება ♥ - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

რა ხდება "რუსთავი 2"-ში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
პარასკევი, 09 ივნისი 2017 01:12

რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიაში ადასტურებენ.

 არხის რამდენიმე თანამშრომლის  ინფორმაცითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.

გვარამიამ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

"იქაური ჰაერიც მეზიზღება"- გვარამია სოჭში რ2-ელების მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტს ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 მაისი 2017 23:58

რამდენიმე დღის წინ სოჭში ქართული დიასპორისთვის ჩატარებულ კონცერტს, რომელშიც რუსთავი 2-ის თანამშრომლები ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და მომღერალი ნინო ჩხეიძე მონაწილეობდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა რუსთავიორელები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღიშნულ ფაქტს გამოეხმაურა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც:

 

“რაც შეეხება ბოლო დღეებში ჩემს მიმართ წამოსულ შეკითხვა/შენიშვნა/პრეტენზიებს ვახო ბიჭიკაშვილის და ნიკა არაბიძის სოჭში სტუმრობასთან დაავშირებით:
1. ამ პრეტენზიების ადრესატი მე რატომ ვარ, დიდად არ მესმის - რ2ის თანამშრომლების დამატებითი შემოსავალი ჩვენს მიერ არ კონტროლდება (თუ ეს კონკურენტ მედიებს არ ეხება), მით უფრო, შინაარსობრივად.
2. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (ამერიკაში), ფასიანი კონცერტი იყო ქართული აუდიტორიისთვის (პრაქტიკულად, კორპორატივი) და არავითარი კავშირი არ ქონია არც რუსეთის სახელმწიფოსთან და არც სულგაყიდულ რუსქართველა რომელიმე ნაძირალასთან. შესაბამისად, ამ ხალხმა თავისი პროდუქტი იქ გაყიდა და თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უნდა ვშფოთავდეთ ბორჯომის და ქართული ღვინის რუსეთში გაყიდვაზეც. პროდუქტი ვის რა აქვს, მნიშვნელობა არ აქვს. პროდუქტი პროდუქტია.
3. პირადად მე რაც შემეხება, რაკიღა ჩემი აზრით დაინტერესდნენ - რუსეთში კონცერტს არ ჩავატარებდი, არც მამულიშვილთა თხოვნით და არც არანაირ ანაზღაურებად. იქაური ჰაერიც მეზიზღება, დიდი ბოდიში ყველასთან. მეტიც - ღვინოს რომ ვაწარმოებდე, იმასაც არ გავიტანდი. არც ბორჯომს. მაგრამ ეს ჩემი პირადი დამოკიდებულებაა და მისი განზოგადება არ იქნებოდა სწორი.

ესაა ჩემი კომენტარი და ნუღარ შემაწუხებთ თაგებით. მგონი გასაგებად გადმოვეცი ჩემი აზრი. გმადლობთ ყურადღებისთვის.”- წერს ნიკა გვარამია.

რას პასუხობს ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:54
ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს. როგორც მან "გურია ნიუსს" განუცხადა "ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას" "გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - აცხადებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს. „ვიცით, რომ მილიონები მისთვის არის minor issue ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური