ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 10:06

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია ნეპალის მთებში სამგზავრო თვითმფრინავის დაკარგვის შესახებ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბორტზე 21 ადამიანი იყოფებოდა.ტარა ეარლაინზის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც შიდა ფრენას ასრულებდა, რადარებიდან რეისის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაქრდა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანიშნულების პუნქტამდე დასაჯდომი ბილიკი არსადაა, ჰიმალაის მთებზე კი თვითმფრინავის უსაფრთხოდ დასმა შეუძლებელია.უკვე დაიწყო სამაშველო ოპერაცია, თუმცა მაშველებს ხელს ცუდი ხილვადობა უშლის.

ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი ჩატარდა

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
პარასკევი, 01 იანვარი 2016 10:27

გუშინ ნეპალში სპილოების სილამაზის კონკურსი ჩატარდა. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
უჩვეულო სილამაზის კონკურსი ნეპალის ეროვნულ პარკ „ჩიტვანში“ გაიმართა და კანდიდატები სილამაზის კონკურსისა სახელწოდებით „ყველაზე ლამაზი“ სწორედ ამ პარკში მობინადარე სპილოები გახდნენ.
როგორც ჩვეულებრივ სილამაზის კონკურსებზე ხდება, თვითოეული მონაწილე ფინალური ეტაპისთვის საგულდაგულოდ ემზადებოდა.
სპილოები საგანგებოდ დაბანეს, მაკიაჟი გაუკეთეს ანუ ტანი ლამაზი ფერადი უზორებით მოუხატეს და რაღა თქმა უნდა სპილოებს სხადასხვაგვარი ლამაზი ნაკეთობებიც გაუკეთეს.
აღნიშნული სპილოების კონკურსი ნეპალის მოსახლეობისა და ტურისტების დიდ ყურადღებას იპყრობს.

 

ჩინეთი მიწისძვრით დაზარალებული ტიბეტის მხარდაჭერას განაგრძობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მაისი 2015 11:20

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ტიბეტის ავტონომიური რეგიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაგრძელების ბრაძანება გასცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება.

ტიბეტში 25 აპრილს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 300 000 ადამიანი დაზარალდა და დაშავდა.

სი ძინპინმა მთელი რესურსების  დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის  აღსადგენად მიმართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აუცილებელია ტიბეტის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ნეპალის 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ტიბეტში 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 3 მოქალაქე დაკარგულად ითვლება და 856 პირი დაშავებული. კატასტროფის შედეგად 2700 სახლი განადგურდა, 40 000 მონასტერი და სახლსი კი ძლიერ დაზიანდა.

ამ დროისთვის, ტიბეტში 63 989 ადამიანი ევაკუირებულია და უზრუნველყოფილია საკვებით, სასმელი წყლითა  და მედიკამენტებით.

ნეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 7557-ს მიაღწია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 11:34

25 აპრილს ნეპალში მომხდარი მიწისძვრისა და შემდგომი განმეორებითი ბიძგების შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვმა 7 557-ს, ხოლო დაშავებულთა - 14 536-ს მიაღწია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

7,8 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 10 718-ზე მეტი სახელმწიფო შენობა განადგურდა და 14 741 კი ნაწილობრივ დაზიანდა. მოქალაქეთა 191 058  სახლი მიწასთანაა გასწორებული, ხოლო 175 162 საცხოვრებელი მნიშვნელოვნად დაზიანებული.

ბბუნებრივი კატასტროფი შედეგად, ნეპალში ყველაზე მეტად სინდჰუპალოუკის რაიონი დაზიანდა.

პირდაპირი სატელეფონო ჩართვა ნეპალიდან

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 28 აპრილი 2015 13:10

ტელეკომპანია „სთარვიზია“ კანტიპურის ტელევიზიის კორესპონდენტს, დიპენდრა ბანტავას "სკაიპით" ესაუბრა, რომელმაც ნეპალში არსებული მძიმე სიტუაცია აღწერა. კორესპონდენტმა ნეპალის მოსახლეობის მთავარი პრობლემები და საჭიროებები დაასახელა.

ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ რამდენიმე წუთში, როგორც ნეპალიდან კორესპონდენტმა გვაცნობა, განმეორებითი ბიძგები იყო. 

ნეპალს მხარდაჭერა სჭირდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 აპრილი 2015 12:11

ნეპალის მაცხოვრებელი, ბასანტა ადიქარი, თავის მეგობრებს, მათ შორის ქართველებს, თხოვნით მიმართავს, რათა რაიმე სახის მხარდაჭერა გამოუცხადონ ნეპალის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

„Jotirmaya-ს სოციალური ორგანიზაცია ყველას თხოვნით მოგმართავთ, რათა დაეხმაროთ ნეპალის, 25 აპრილის, მიწისძვრის შედეგად დაშავებულ ადამიანებს. საერთაშორისო სკოლის ლიცეუმი კარვების, ტანსაცმლისა და არსებობისთვის აუცილებელი საკვების დარიგებას აპირებს. მე, როგორც ლიცეუმის წარმომადგენელი, ყველას მოგიწოდებთ, რომ დაზარალებულთა მხარდაჭერის ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღოთ.“

With the kindest request
Dr. Basanta P Adhikari 
Lyceum International Model School
Email: JLIB_HTML_CLOAKING
Ph: 009779855066668

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური