თურქეთმა, NBA-ის მოთამაშის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019 15:42

სტამბულის მთავარმა პროკურატურამ, გიულენის მოძრაობის მხარდაჭერაში ბრალდებული ″ნიუ იორკ ნიქსის″ ცენტრის ენეს კანტერის დასაკავებლად ინტერპოლს მიმართა.

კანტერი, უკვე დიდი ხანია გიულენის მოძრაობას მხარდაჭერას ღიად უცხადებს და სოციალური მედიის საშუალებით თურქეთის მთავრობის კრიტიკით დღის წესრიგშია. ბოლო დროს, თურქმა კალათბურთელმა ლონდონში გამგზავრებაზე, სადაც NBA-ის თამაში იყო დაგეგმილი, უარი განაცხადა, რადგან თურქეთის ჯაშუშებისგან მის სიცოცხლეს საფრთე დაემუქრებოდა.

თურქეთის პროკურატურას მიაჩნია, რომ კანტერმა დახმარება აღმოუჩინა ტერორისტულ დაჯგუფებას. კალათბურთელმა სოლიდური თანხა გადასცა ტერორისტებს, აგრეთვე, სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ასევე არსებობს ინფორმაცია, თითქოს, კალათბურთელი სტუმრობდა ამ ჯგუფთან დაკავშირებულ რამდენიმე სკოლას და ესწრებოდა ორგანიზაციის შეკრებებს.

კანტერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს გადავიდა, სადაც საუნივერსიტეტო გუნდებში თამაშობდა, 2011 წელს კი „იუტას“ კალათბურთელი გახდა. ის ასევე თამაშობდა „ოკლაჰომაში“, 2017 წლიდან კი „ნიუ იორკშია“.

წყარო: https://ahvalnews.com/tr/enes-kanter/enes-kanter-icin-kirmizi-bulten-talebi-sosyal-medya-paylasimlari-delil-sayildi

ზაზა ფაჩულია - ვამაყობ, რომ ქართველი ვარ - ეს გამარჯვება, ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 10:11

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც ზაზა ფაჩულია, ”გოლდენ სთეითის” გამარჯვების შემდეგ, მის მიერვე გადაღებულ ვიდეოში აღნიშნავს, სეზონი ძალიან რთული იყო და შესაბამისად, ფინალში გამარჯვებაც რთული აღმოჩნდა. 

”სიტყვები არ მყოფნის! ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემს ცხოვრებაში. მადლობელი ვარ, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას და ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყო მოგება, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! საქართველოში ჩამოვა თასი და საქართველოში ჩამოვა ბეჭედი... ეს გამარჯვება, ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. ეს დასაწყისია და კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არამხოლოდ კალათბურთში”, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. 

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. 

ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 13 ივნისი 2017 10:09

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. 

ქართველი კალათბურთელის გუნდმა "გოლდენ სტეიტმა", ოკლენდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა (BAA: 1947, NBA: 1956, 1975, 2015, 2017).

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, ვინც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა, რაც უდიდესი წარმატებაა მთლიანად ქართული სპორტის მასშტაბით. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ფაჩულია NBA-ში 2003 წლიდან გამოდის, სადაც ბოლო სეზონამდე "ორლანდოში", "მილუოკიში", "ატლანტასა" და "დალასში" თამაშობდა. შარშან ზაფხულს მან არჩევანი ვარსკვლავურ "გოლდენ სტეიტზე", საკმაოდ დაბალი ხელფასის სანაცვლოდ, მაგრამ საჩემპიონო ბეჭდის მოპოვების იმედად შეაჩერა.

ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" გადავიდა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:45

ზაზა ფაჩულიას ნბა-ს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ერთადერთი მოქმედი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც გასული სეზონი „დალას მავერიკსში“ გაატარა, რამდენიმე საათის წინ „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ გადავიდა. ის დათანხმდა ოკლენდელთა შეთავაზებას, რაც ერთწლიან ხელშეკრულებას და 2,9 მილიონ დოლარს გულისხმობს.

2015 წლის ჩემპიონი და აწ დასრულებულ სეზონში "კლივლენდთან" ტიტულის ბოლო წამს დამთმობი „გოლდენ სტეიტი“ ერთიორად გაძლიერდა, რაც „ოკლაჰომა სიტიდან“ კევინ დიურანტი გადაიბირა. გოლდენსტეიტელებმა შეინარჩუნეს სტეფ კარი, ანდრე იგუდალა, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი - ანუ ყველა ძლიერი მოთამაშე, რომლებსაც დიურანტისა და ფაჩულიას დამატება მომავალ სეზონში ტიტულის მოგების უპირველეს კანდიდატად აქცევს.

რაც ყველაზე საინტერესოა, დიდი შანსია, ზაზა „გოლდენ სტეიტის“ ძირითადი ცენტრი გახდეს. ამ ეტაპზე გუნდში არავინ ირიცხება ისეთი, ცენტრის პოზიციაზე ფაჩულიას კონკურენცია რომ გაუწიოს. გუნდი დატოვა ავსტრალიელმა გოლიათმა - ანდრე ბოგატმა, ხოლო ოკლენდურ გუნდში დარჩენილი ცენტრები - მარის სპეიტსი და ფესტუს ეზელი არც ფაჩულიას დონისანი არიან და არც ზაზას დარი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

ფაჩულიასთვის გასული სეზონი მის 13-წლიან კარიერაში საუკეთესო იყო. ზაზა ოლ სტარამდე დალასელთა გუნდში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებდა და ყველა ვარსკვავის მატჩში მოხვედრამდე ძალიან მცირედი დააკლდა. ოლ სტარის შემდეგ მას სათამაშო დრო შეუმცირდა და ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლებიც ორმაგ ნიშნულს ჩამოსცდა. ქართველმა ცენტრმა სეზონი საშუალოდ 8.6 ქულითა და 9.4 მოხსნით დაასრულა და „დალასში“ „მილუოკიდან“ გამოყოლილი 4-წლიანი კონტრაქტიც ამოეწურა. ზაზას თავისუფალი აგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებია და ის დღეიდან კევინ დიურანტთან, სტეფ კარისთან და კლეი ტომპსონთან ერთად ნბა-ს 2016-17 წლების სეზონში ჩემპიონობის მოგების უმთავრესი პრეტენდენტია.

 

 

ზაზა ფაჩულიას მორიგი დუბლი NBA-ში

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 იანვარი 2016 14:49

ზაზა ფაჩულიას მორიგი დუბლი ნბა-ში. მინეაპოლისში „მინესოტასთან“ მატჩში ქართველმა ცენტრმა 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, მისმა „დალასმა“ კი მასპინძლები 93:87 დაამარცხა.

ფაჩულიასთვის ეს გახლდათ სეზონის მე-19 ორმაგი დუბლი. ზაზამ მინესოტასთან მატჩი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და დალასელებს მესამე პეიროდამდე ლიდერობდა. შემდეგ კი ლიდერობა დირკ ნოვიცკიმ გადაიბარა და ტეხასური გუნდი გამარჯვებამდე მივიდა.

ფაჩულიამ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან ხუთივე საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულასა და 11 მოხსნასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. „დალასში“ 29 ქულით საუკეთესო იყო დირკ ნოვიცკი, 14 ქულა დააგროვა ჩენდლერ პერსონსმა.

დალასელებს 22 მოგების წილ 16 მარცხი აქვთ და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე არიან. 13 იანვარს ფაჩულიას გუნდი ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ უმასპინძლებს. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური