"ნაცმოძრაობა"პარლამენტში ახალ ინიციატივას წარადგენს,რომელიც ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებას მოიცავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 აპრილი 2016 10:33

ეკონომიკური დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებაზე,რომელიც უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და სხვა სახის დანაშაულს შეიცავს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

განიხილება ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, მცირდება სანქციები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საბიუჯეტო დეფიციტზე ჭიაბერაშვილმა განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016 17:37

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში საბიუჯეტო დეფიციტზე საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობა“. ზურაბ ჭიაბერაშვილი პრობლემის გადასაჭრელად სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს. 

მისი განცხადებით, საჭიროა პროგრამის საყოველთაობიდან მიზნობრიობაზე გადასვლა და უწყებაში ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება. 

„ნაციონალური მოძრაობა“ ფონდი „კურაციოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერების 50%-ზე მეტი სამინისტროდან თანხების ჩარიცხვის დაგვიანების ფაქტებზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის გასული წლის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2016 13:13

2015 წლის საფინანსო დოკუმენტის შესრულებაზე დავით ნამრანიამ დედაქალაქის მთავრობის სხოდმაზე ისაუბრა. თბილსის მერი გასული წლის ბიუჯეტის შესრულებით კმაყოფილია.მისგან განსხვავებით ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ბიუჯეტი არამიზნობრივად დაიხარჯა, რადგან მათი არგუმენტებით, დედაქალაქის მერიას ნაშთის სახით დარჩა დაუხარჯავი დაახლოებით 40 მილიონი ლარი.კიდევ ერთი პრეტენზია საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს აქვთ კომუნალური სუბსიდირებისთვის გათვალისწინებულ თანხასთან დაკავშირებით.როგორც ცნობილია, 2016 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ეს თანხა მნიშვნელოვნად მცირდება. დეპუტატების მტკიცებით, სწორედ ამის გამო 100 ათასობით ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე დარჩება. 

ნაციონალურმა მოძრაობა ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:26
ნეპოტიზმის ახალ ფაქტებს ასაჯაროვებს ნაციონალური მოძრაობა. დღეს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს, რამდენიმე მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპუტატის ოჯახის წევრების და ნათესავების დასაქმების შესახებ ფაქტები გააცნო. ამ მონაცემებით ეს ადამიანები 2012 წლის არჩევნების შემდეგ ან საჯარო, ან კერძო სექტორში დასაქმდნენ. "ეს არ არის სრული სურათი ჩინოვნიკების ოჯახის წევრების იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძირითადად ის მაგალითები, რომელიც მოცემულია დეკლარაციაში. ანუ როდესაც მინისტრი, ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი, ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი ანუ დეკლარაციის გრაფაში წერს რომ მათი შემოსავალი იყო ნული. ამით დგინდება, რომ ისინი არ მუშაობდნენ და 2012 წლის შემდეგ იწყებენ სამსახურს“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა ირმა ნადირაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლის თაობის დამფუძნებლის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ოჯახის კეთილ დღეობაზე იზრუნეს.

"ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების არის ნაციონალური მოძრაობა"-გიორგი ვაშაძე სტარვიზიის ეთერში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 22:19

"ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორ უნდა მართოს ქვეყანა "- ამ განცხადებას,საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე სტარვიზიის ეთერში გადაცემა "აქტუალურ თემაში" აჟღერებს, მისი თქმით ნაციონალურ მოძრაობას აქვს პოტენციალი საქართველო გახადოს რეგიონში ერთ ერთ ძლიერ ქვეყანად :  

"ერთადერთი ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც აქვს გამოცდილება როგორ უნდა მართოს ქვეყანა და მან მართვის პროცესში დაამტკიცა , რომ შეუძლია საქმის კეთება,  წაგებიდან გამომდინარე აქვს კარგი გაკვეთილი მიღებული , სად იყო შეცდომები და რა შეცდომებიარ უნდა დაუშვას და მათავარი აქვს გამოცდილება, არამარტო საქართველოში არამედ მთელი რეგიონის მაშტაბით, იცით რომ ძალიან აქტიურები ვართ უკრაინაში, მოლდოვაში და  სხვა ქვეყნებში, ფაქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამ ქვეყნების მოდერნიზაციაში და რეფორმირებაში და ვფიქრობთ რომ , საზოგადოებას სწორედ ეს უნდა დავანახოთ რომ გვყავს უზარმაზარი პოტენციალის მქონე გუნდი , რომელსაც სიკეთე  შეუძლია მოუტანოს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ."- განაცხადა სტარვიზიის ეთერში გიორგი ვაშაძემ .

ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:56

ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე დღეს აკაკი მინიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დროს მომხდარი ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევები ადასტურებს სამართალდამცველების არაეფექტურ მუშაობას.

„ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უფროდაუფრო სახიფათო ხდება. საზოგადოება მოწმეა ძალიან მძიმე დანაშაულების, რომელიც ხდება დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 17:24

 ციხისძირში სანერგე მეურნეობის ტერიტორია სახელმწიფომ უსასყიდლოდ, ყოველგვარი აუქციონის გარეშე, ბიძინა ივანიშვილს გადასცა,ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში გააკეთეს.  ვის ეკუთვნის ტერიტორია, ინფორმაცია არ აქვთ ქობულეთის გამგეობაში.

მიმდებარე ტერიტორიასთან მისასვლელი გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია, თუმცა ადგილზე მომუშავე პირებმა რა იციან რომელი კომპანიის დაკვეთით ასრულებენ სამუშაოებს და ვის ეკუთვნის მიმდებარე ტერიტორია.

ნაციონალური მოძრაობის წევრის რეზო ხარაძის განცხადებით კი ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და გზის მშენებლობა სწორედ მისი დაკვეთით მიმდინარეობს.

„მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა საკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლა გადმოვიდა ციხისძირში და დაისაკუთრა ეს უნიკალური ადგილები. ეს კაცი არის დაკავებული მხოლოდ იმით, რომ როგორმე რეგიონს ავნოს,“ - განაცხადა რეზო ხარაძემ. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აჭარაში გააკეთეს. 

12 წელი ვარდების რევოლუციიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 11:57

ვარდების რევოლუციიდან 12 წელი გავიდა. 2003 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხმების დაცვის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულმა მოქალაქეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება მოითხოვეს. რამდენიმე კვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციის შემდეგ, პრეზიდენტი შევარდნაძე გადადგა - მისი მოვალეობის შესრულება კი დროებით პარლამენტის თავმჯდომარეს დაეკისრა.

არჩევნების შედეგების გარდა, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მძიმე სოციალური პირობებიც იყო - სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის ლიდერებმა გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილ პარლამენტის შემადგენლობას სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერით ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა.

პრემიერმა სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოაგდო-ხმაური ადმინისტრაციაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:45

ხმაური იყო რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის 3 დეპუტატი დასასწრებად მივიდა თუმცა მათგან მხოლოდ ერთი ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ სია იმ ადამიანების, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასევე მთავრობის ადმინისტრაციას მიაწოდეს. 

მოვლენები ამის შემდეგ უფრო ცუდად განვითარდა. სხდომაზე დაშვებული ერთი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაგდო. 

ღარიბაშვილმა დეპუტატი ლონდარიძე საბოტაჟში დაადანაშაულა და სხდომის დატოვება მოსთხოვა. 

სხდომიდან გამოსული ლონდარიძე პრემიერმინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელად მიიჩნევს, დეპუტატი გიორგი ვაშაძე კი რომელიც სხდომაზე არ შეუშვეს მიმდინარე შეხვედრას "პოტიოპკინის სხდომად" მოიხსენიებს. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე დატოვეს

ირმა ნადირაშვილი მედიის საშუალებით გასულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 28 სექტემბერი 2015 14:28

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირმა ნადირაშვილი,მედიის საშუალებით გასულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა, რომელიც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. 
"არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი აქ არ იყო, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ შსს-ში სისტემა მთლიანად მოშლილია. თუმცა კადრები, რომელიც ვიხილეთ, მიუხედავად იმისა რომ ამის თაობაზე ზეპირი ინფორმაცია იყო, ძალიან შემაშფოთებელია.
ჩვენი აზრით, პრობლემის სათავე ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დამკვიდრებული მმართველობის სტილია - თავისი პირადი თანაშემწე დანიშნა პრემიერად, პირადი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მინისტრებად და "ქართუ ბანკის" თანამშრომლები მაღალ თანამდებობებზე. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყანა უნდა ემსახურებოდეს მას და არა პირიქით. გავრცელებული კადრები კი ადასტურებს იმას, რომ არამარტო ივანიშვილი მოქმედებს ასე, არამედ ქვემო რგოლებშიც ასეთი წესით ხდება სტრუქტურების მართვა.
კადრებში ვხედავთ, რომ იზორიას ძმა, სამინისტროს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, მათი მეგობრები ე.წ.ნარუშილოვკებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ ისე, რომ პასუხს ვერავინ მოსთხოვს. ვიხილეთ პატრულის ყოფილი უფროსი, რომელიც არაერთხელ ყოფილა სკანდალში გახვეული და რომელიც აიძულებდა საპატრულო პოლიციას მისი ოჯახის წევრები ერთ-ერთი რესტორნიდან ეკიპაჟს გაეცილებინა, რათა ნასვამი მძღოლები ვინმეს არ გაეჩერებინა.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს პოლიციის ღირსებაზე, მათ ეთიკაზე მოქმედებს. სამწუხაროა, რომ ერთ დროს ყველასთვის საამაყო რეფორმირებული ქართული პოლიცია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ჩინოვნიკებმა კახა თარგამაძის მილიციად გადააქციეს.
ვთვლით, რომ ეს საგანგაშოა, აუცილებელია ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მისი მდგომარეობით სარგებლობს, დაუსჯელად მოქმედებს და კანონს არღვევს, პასუხი აგოს. უპირველესად კი ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ასეთი მმართველობის სტილი სწორედ მისგან მოდის.
"ერთიანი ნაციონალური მოძრობა" დღესვე მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს სიას თუ ვინ სარგებლობს ე.წ.ნარუშილოვკებით და რა კრიტერიუმებით ხდება მათი გაცემა", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური