"პოლიტიკური უსინდისობა, ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები" - კვირიკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 11:58

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. 

"ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ზღვარს იქით გადასული ადამიანები, მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ" - თქვა კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე. 
„არ ვიცი, რა დავარქვა ამას. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის კანდიდატად წარადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 12:16

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. წარდგენა მეტეხის ტერიტორიაზე მოხდა. უდუმაშვილი ნიკა მელიამ წარადგინა:

„შევიკრიბეთ აქ იმიტომ, რომ გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება მთავარ ბრძოლაში შესვლის თაობაზე. დღეს ჩვენ აქ მოვედით,რ ადგან თბილისი და საქართველო კარგად იმყოფება უდიდეს გამოწვევათა წინაშე, დღეს აქ მოვედით, რათა ერთად დავიწყოთ მოძრაობა უმიედობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და მიუსაფრობის, მაფიოზური კლანისა და ოლიგარქიის ნეპოტიზმისა და კორუფციის დასამარცხებლად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეუფეებს „ტოიოტას“ ჯიპები ძალდატანებით დაურიგა - ნანა კაკაბაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 28 თებერვალი 2017 15:18
„ნაციონალურმა მოძრაობამ" „ტოიოტას" ჯიპები გამიზნულად დაურიგა მეუფეებს, რათა ეს ფაქტი საზოგადოებაში გახმაურებულიყო და ამითი გამოეწვიათ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება სასულიერო პირებისადმი", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა. როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" სასულიერო პირებზე მუქარას ახორციელებდნენ. „ამ ავტომობილებში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილობები და ამითი წინა ხელისუფლება ცდილობდა კომპრომატები მოეპოვებინა მეუფეებზე. რამოდენიმე მეუფეს არ სურდა მიეღო სახელმწიფოსგან ეს ჯიპები, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები რეკავდნენ საპატრიარქოს კანცელარიაში და აცხადებდნენ, რომ თუ რომელიმე მეუფე უარს იტყოდა ავტომობილის მიღებაზე „დაინახავს რაც მოუვაო", გადადიოდნენ უშუალო მუქარაზე", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ გადაცემა "პრიორიტეტებში".

"ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 2 ფრაქცია ეყოლება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 15:29

ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით დაზუსტდა გადაწყვეტილებები ნაციონალურ მოძრაობაში. 27 წევრიან დეპუტაციას პარლამენტში 2 ფრაქცია ეყოლება.

“გვექნება ორი ფრაქცია, ერთს უხელმძღვანელებს ნიკა მელია, მეორეს ელენე ხოშტარია. ჩვენი პრიორიტეტები იქნება, ის მთავარი პრიორიტეტები, რომელიც ქვეყანაშია და რომელზეც უმრავლესობა არ ილაპარაკებს. ჩვენ ვიქნებით ხმა იმ ადამიანების, რომლებიც არ იქნებიან წარმოდგენილი ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უმრავლესობას დიდ დისკომფორტს შეუქმნიან.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევსულიყავით და აგვეთვისებინა ის პოლიტიკური არენა, სადაც შეიძლება აქტიურად ვებრძოლოთ ივანიშვილის რეჟიმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ ძალიან დიდი დისკომფორტი შევუქმნათ,“ - აღნიშნა მელიამ.

„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:47

„პრორუსული სენტიმენტები გაიზარდა საქართველოში და ეს იყო კიდეც ივანიშვილის მიზანი. მას არც დაუმალავს, რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება და მის ნაცვლად პოლიტიკურ ველზე ორი ღიად პრორუსული პარტიის გაჩენა იყო. ახლა მათ ეს შეასრულეს. შეიყვანეს ( პარლამენტში - შენიშვნა „სასაზღვრო ზონა“) ერთერთი ის პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა.ყველამ იცის, რომ მთავრობა დაეხმარა პრორუსულ „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლაში.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"დასავლეთი რუსეთს უყურებს როგორც პრობლემას" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:41

„რუსეთის იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში ძალიან გაფუჭდა. უკრაინასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებამდე დასავლეთი რუსეთს, როგორც პარტნიორს, ისე მოიხსენიებდა, ხოლო ამ ოკუპაციების შემდეგ, რუსეთს უყურებს როგორც პრობლემას, როგორც აგრესორს. ერთი სიტყვით, საერთაშორისო არენაზე რუსეთმა მთლიანად დაკარგა ავტორიტეტი, როგორც ცივილიზებულმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"რუსეთთან ომი კარგი არ არის" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:38

„ომი არავის არ უნდოდა...რუსეთთან ომი კარგი არ არის. ეს ის არ არის, რაც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, საომარი კამპანიის დამწყებმა რუსეთმა ჩაგვაყენა ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩვენ სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეგვეძლო.
 ამერიკასაც, ჩვენსავით, იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბურ აგრესიას არ გამოავლენდა. გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდად ვყოფილიყავით, რადგან რუსეთი არ აპირებდა საქართველოს წინააღმდეგ მასჭტაბური ომის წარმოებას. ჩვენც გვჯეროდა ამის.“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"ნატოს შეეშინდა რუსეთის, რომ საქართველოსთვის მაპი მიეცა" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:33

„სამწუხაროდ, ჩემი აზრით, კოსოვოს აღიარება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ამის გამო რუსეთი დაემუქრა დასავლეთს, რომ შურს იძიებდა. ამავდროულად, ნატომაც საკუთარი თავი არც თუ ისე კარგად წარმოაჩინა იმ კუთხით, რომ შეეშინდა, ისევ და ისევ რუსეთის, საქართველოსთვის მაპის მიცემა, რომელიც საქართველოსთვის ბოლო ნაბიჯი იქნებოდა ნატოში გასაწევრიანებლად. ერთი მხრივ, ნატოს შეეშინდა მაპის მოცემის, ხოლო მეორე მხრივ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. ასეთი განცხადება ნატოს არცერთ ქვეყანასთან ურთიერთობისას არ გაუკეთებია. გამოვიდა, რომ ნატოს თან უნდოდა საქართველოს გაწევრიანება, თან არა. რუსეთმა კი ნატოს ამ პოზიციაში დაინახა სისუსტე ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ დაინახა, რომ თუკი საქართველო ასე გააგრძელებს, ის გაწევრიანდება ნატოში.“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

"ჩვენ მხოლოდ ორი გამოსავალი გვქონდა: ცუდი და უარესი" - გიორგი ბარამიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 15:24

„ჩვენ უნდა ვმსხდარიყავით და გვეყურებინა ეს „მწვანე ადამიანები“ როგორ გადმოვიდოდნენ ამ სოფლებში, დახოცავდნენ და იძალადებდნენ ჩვენს მოქალაქეებზე, ხოლო საქართველოს მთავრობას მხოლოდ საშველად უნდა ეყვირა...ვიცით, რომ ამას შედეგი არ მოყვებოდა. ამდენად, იმ დროს ჩვენ მხოლოდ ორი გამოსავალი გვქონდა: ცუდი და უარესი. კარგი გამოსავალი არ იყო იმიტომ, რომ საქმე გვქონდა არა რუსულ რეგულარულ  არმიასთან, არამედ რუსუეთის მთავრობასთან, რომელმაც პირველ ტალღად ე.წ. „მწვანე ადამიანები“ გამოგზავნა." -  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ, გადაცემაში „სასაზღვრო ზონა“/Пограничная ZONA/. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, გადაცემის შეკითხვებს გიორგი ბარამიძე პასუხობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 ნოემბერი 2016 14:43

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბერს გამართულ პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც პარტიის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიტსაბჭოს სხდომას 60 წევრიდან ესწრებოდა 47 წევრი.  

ხმის მიცემის შედეგები კი ასეთია:

ახვლედიანი მამუკა - მომხრე; ბალავაძე ვახტანგ - მომხრე; ბარამიძე გიორგი - მომხრე; ბეჟაშვილი ლევან - არ ესწრებოდა; ბიბილაშვილი ზაზა - წინააღმდეგი; ბობოხიძე აკაკი - მომხრე; ბოკერია გიორგი - მომხრე; ბოკუჩავა თინათინ - მომხრე; ბუცხრიკიძე კახა - არ ესწრებოდა; გაბაშვილი გიორგი - მომხრე; გოგორიშვილი ხათუნა - მომხრე; გუნავა თენგიზი - მომხრე; დარჩიაშვილი დავითი - მომხრე თარგამაძე გიორგი - მომხრე; თარხნიშვილი ლევანი - მომხრე; თევდორაძე გიორგი - მომხრე; თაქთაქიშვილი ჩიორა - წინააღმდეგი; კალანდაძე ნინო - წინააღმდეგი; კანდელაკი გიორგი - მომხრე; კარბელაშვილი გიორგი - წინააღმდეგი; კედელაშვილი ზაზა - მომხრე; კირკიტაძე დავითი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; კუპრავა გოჩა - არ ესწრებოდა; ლემონჯავა ვახტანგი - წინააღმდეგი; ლეჟავა პაატა - არ ესწრებოდა; ლონდარიძე ტარიელი - მომხრე; მაჭავარიანი მიხეილი - მომხრე; მახარაძე მიხეილი - არ ესწრებოდა; მეგრელიძე ომარი - წინააღმდეგი; მელიქიშვილი ზურაბი - წინააღმდეგი; მინაშვილი აკაკი - წინააღმდეგი; მჭედლიძე ქეთევანი - მომხრე;ნადირაშვილი ირმა - მომხრე;  ნადირაძე ირაკლი - არ ესწრებოდა; ნიკოლაიშვილი რამაზი - არ ესწრებოდა; ოჩიაური ხათუნა - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; პატარაია გიორგი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; რატიანი სერგო - მომხრე; სუბელიანი კობა - მომხრე; სულეიმანოვი აზერ - არ ესწრებოდა; ქავთარაძე ირაკლი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; ღვინიაშვილი გიორგი - მომხრე; ჩილინგარაშვილი ზურაბ - მომხრე; ჩიტაშვილი ვაჟა - მომხრე; ჩიქოვანი მამუკა - მომხრე; ცისკარიშვილი პეტრე - მომხრე წერეთელი გიორგი - მომხრე; წიკლაური ნუგზარ - წინააღმდეგი; ჭიაბერაშვილი ზურაბი - მომხრე ხაბაზი კობა - წინააღმდეგი; ხერხეულიძე ეკატერინე - არ ესწრებოდა; ჯავახაძე ელენე - მომხრე; მერაბიშვილი ივანე - არ ესწრებოდა; საჯაია მარიამი - წინააღმდეგი; ტყეშელაშვილი დავითი - არ ესწრებოდა; ვარშალომიძე ლევანი - კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია; უგულავა გიგი - არ ესწრებოდა; პეტროსიანი სამველ - არ ესწრებოდა.

ამასთან, პარტიის ინფორმაციით, დავით ბაქრაძე და დავით დარცმელიძე კენჭისყრის დროს არ იმყოფებოდნენ დარბაზში, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდნენ სხდომაზე და ითხოვეს მათი ხმების დაფიქსირება მომხრედ.

4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება მიიღო.

„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი.

ჩვენი პარტიის კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის ვინც აღიარებს ჩვენს ღირებულებებს, პატივს სცემს პარტიის წესებს და შიდაპარტიული დემოკრატიის მექანიზმებს“-ნათქვამია 4 ნომბრის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური