ჯუმბერ თავართქილაძე: არც „ნაციონალების“ რეინკარნაციას შევეგუოთ და არც „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 13:44

საქართველოს ერთიანობისა და სოლიდარობის კავშირის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მეგობრებო, ისევე როგორც თქვენ, მეც ბევრ რამეზე ვარ განაწყენებული. განსაკუთრებით, სამართლიანობის დამკვიდრების და საკადრო პოლიტიკის ნაწილში. დამნაშავეების არ დასჯამ შექმნა დაუსჯელობის სიმდრომი - 2012 წლის აქტივის მნიშვნელოვანი ნაწილი არათუ დასაქმდა, არამედ უფრო რთულ მორალურ ვითარებაში აღმოჩნდა!

სწორედ ამ ძირითადმა და პრინციპულმა გარემოებებმა განაპირობა არჩევნებზე არმისვლა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავიცვათ ქვეყანა და მისი მომავალი, არ ვიბრძოლოთ საქართველოს გაერთიანებისთვის. უნდა დავიცვათ 2012 წლის მონაპოვარი, ანუ კიდევ ერთხელ ყველა უნდა შევიკრათ ერთ მუშტად, რომ რევანშისტულ ძალებს არ მივცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება.

მე ვერთვები ამ ბრძოლაში კიდე ერთხელ, რათა ბოლომდე მივიყვანო 2004 წელს დაწყებული ბრძოლა - „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე რეჟიმი და პორტირებული ნაცხროვა მოვისროლოთ სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, ჩვენ შევეგუოთ „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას საქართველოში!"-აცხადებს ჯუმბერ თავართქილაძე.

ნაციონალების განათლების სამინისტროს ადანაშულებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 13:20

"ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ინფორმაციით,  სამინიტროს, სახელმძღვანელოების გრიფირება 2015 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა პროცესი ჯერ არც კი დაწყებულა.

“ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს სახელმძღვანელოების გრიფირება. ეს პროცესი უდნა დაწყებული 2014 წელს, ამ დროს უდნა მომხდარიყო გრიფირების კონკურსი შემდეგ ტენდერი და  ეს პროცესი დღესაც არ არის დაწყებული,“ - განაცხადა რთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა.

`ქართული ოცნება" VS "ნაციონალური მოძრაობა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 12:07

ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას,  გამოკითხულთა 15% კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 6%, ლეიბორისტულ პარტიას 4%, პატრიოტთა ალიანსს კი 3%.გამოკითხულთა 38%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.NDI ბოლო კვლევის მეორე, პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კლვევაში 3 900-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.  

"ნაციონალები" ბაღების დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მარტი 2016 12:40

ნაციონალური მოძრაობის წევრები დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ და ამისთვის განათლების კომიტეტის გაფართოებულ სხდომის ჩატარებას ითხოვენ.სხდომა ქუთაისში 31 მარტს გაიმართება და უმცირესობის წარმომადგენლები მასში მონაწილეობის მისაღებად საქმეში ჩართულ ყველა დაინტერესებულ პირს იწვევენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური