აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:42

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

ქართული ღვინო ვარშავის 2016 წლის სამიტზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 10:54

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.

ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

შეგახსენებთ, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე  - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

ვარშავაში ნატო-ს სამიტი ხვალ გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:33

ხვალ ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

 

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 13:27

საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, NATO -ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე  - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ქვეყნის პირველი პირი NATO -ს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება.

სამიტის ფარგლებში პირველად იმართება NATO -საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრება სამუშაო ვახშამს, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება.

ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს  ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

NATO -ს სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.

თინა ხიდაშელი ნატო-ს სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 10:46

ხვალ და ზეგ ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება. სამიტზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი  გაემგზავრა

თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, სამიტის საშუალებით კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებს. 

 

სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე,- ჯონ კერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 ივლისი 2016 18:25

საქართველოს პრეზიდენტმა ჯონ კერის ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამობრძანებისათვის, ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს საქართველოსთან ურთიერთობით. 
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ სულ მალე, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ვარშავაში, ნატო-ს სამიტზე“, - განაცხადა ჯონ კერიმ 
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადების საკითხი, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ხაზს უსვამს ის, რომ იგი ვარშავის სამიტის წინ გაიმართა.
„უაღრესად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ბატონ კერისთან. თავისთავად ვიზიტი მნიშვნელოვანია, ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში და ხაზს უსვამს ამის მნიშვნელობას ისიც, რომ ეს ხდება ვარშავის სამიტის წინ. 
საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც დღეს საჭირბოროტოა და აქტუალურია საქართველოსთვის. 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბუნებრივია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და გაღრმავებაზე და აქ იყო საუბარი იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება გადაიდგას, რაც კიდევ უფრო გააფართოებს და გააღრმავებს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატს.
საკმაოდ დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. განხილული იქნა საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, ის თუ როგორ შეიძლება გაღრმავდეს ის საერთაშორისო ფუნქცია, რასაც საქართველო დღეს ასრულებს და გარდა ამისა, ბუნებრივია განხილულ იქნა საქართველოს წინსვლის შემდგომი დემოკრატიზაციის ნაბიჯები”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 17:44

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, ოფიციალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა.

ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის  წარმომადგენლები  სწავლების დაგეგმარებაზე „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC)  სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სწავლების დაგეგმვისა და მასპინძლობის ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ, ეს,  რეალურად, არის ნატოს პირველი სწავლება, რომელიც ჩადებულია ნატოს სწავლებების გეგმაში და რომელიც პერიოდულად ჩატარდება საქართველოში. ნოემბერში ვმასპინძლობთ პირველ ასეთ სწავლებას და ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის კონფერენცია. სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ოფიცრებს აძლევს საშუალებას,  მიიღონ გამოცდილება ნატოს ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით. სწავლებაში ჩართულია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობა იზმირიდან  და ნატოს ერთობლივი  წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც განთავსებულია პოლონეთში. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ JTEC-ის ოფიცრები, გენერალური შტაბისა და ბრიგადების ოფიცრები. უკვე ცნობილია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. დასტური გვაქვს სლოვენიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან. სწავლებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა უკრაინამ. ვფიქრობთ, ეს იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი სწავლება, რომლის დროსაც ჩვენი ოფიცრები მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმავენ და განახორციელებენ ნატოს ოპერაციას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

 „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და  „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება.

სწავლების განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.  სწავლება ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ნატოსთან მეტ სიახლოვეს დაადასტურებს.

საქართველო არ უნდა დარჩეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად, - ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 ივნისი 2016 16:24

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს, ანუ საქართველო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, – მის შესახებ ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არცერთი უცხო სახელმწიფოს ჯარი.

„როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია ვგულისსხმობ ერთიან საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერებს ამ ინიციატივის რეალიზებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი შემოხაზავს 3 ნომერს და მოგვცემს მანდატს ამ ინიციატივის განხორციელებისათვის. ინიციატივა განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და უპირველესად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. საქართველო არ შეიძლება დარჩეს ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად. არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე ქვეყნის ინტერესებს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დისკუსია ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:13

პოლონეთის დედაქალაქში ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარშავაში ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე ბოლო დისკუსია გამართა. თინათინ ხიდაშელი მარშალის ფონდში იმყოფებოდა. მან მაკედონიელ კოლეგასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად ვარშავის სამიტის მოლოდინები განიხილა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გაფართოების თემებზე, "ღია კარის" პოლიტიკაზე, სამიტის რეალისტურ მოლოდინებზე სწორედ პოლონეთის დედაქალაქიდან ვესაუბროთ როგორც ჩვენს აუდიტორიას, ასევე ჩვენს პარტნიორებს. მაკედონიის თავდაცვის მინისტრთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გვქონდა საშუალება, ძალიან საინტერესო აუდიტორიასთან გვესაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნებისთვის ამ ძალიან რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ეს არის, პრაქტიკულად, ბოლო ფორუმი სამიტამდე, რომელსაც GMF-მა უმასპინძლა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთ ღონისძიებას თავისი წვლილი შეაქვს იმ პოზიტიური მოლოდინების პაკეტში, რომელსაც ჩვენ სამიტიდან ველოდებით“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ჩემს ძვირფას მეგობართან - საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე მესაუბრა. მან საქართველოს მისწრაფებების შესახებ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. მსგავსი დისკუსიები ალიანსის გაფართოებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ვარშავაში, სამიტამდე ორი კვირით ადრე. ღონისძიება მარშალის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების - მაკედონიისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, რაც ჩვენს ხალხს უფრო მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოუტანს. ჩვენი ქვეყნების მთავრობები ამ მნიშვნელოვან ალიანსში გასაწევრიანებლად გააგრძელებენ მუშაობას“ - აღნიშნა მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევსკიმ.

 

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ოთხ ბატალიონს განათავსებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 12:50

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა, ბრიუსელში გამართული ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე აღმოსავლეთ ევროპაში, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ბატალიონების განთავსებას მხარი დაუჭირეს. ოთხი ბატალიონი პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში განთავსდება. თითო ბატალიონის შემადგენლობა ათასამდე სამხედრო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ალიანსმა რუსეთის შესაკავებლად მიიღო - "თუ ალიანსის რომელიმე მოკავშირეზე განხორციელდება თავდასხმა, პასუხს მთელი ალიანსი გასცემს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ნატო-ს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური