საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს-ს წევრობისთვის, - იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 16:56

საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს-ს წევრობისთვის. ნატო-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"ნატო-საქართველოს კომისია 2008 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ფორუმი პოლიტიკური დიალოგისთვის და ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მრავალ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს. ასევე განვიხილავთ საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების მხრივ მიღწეულ პროგრესს. ყოვლისმომცველი პაკეტი 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე შემუშავდა და გაძლიერდა ვარშავის სამიტზე, რომელიც გასულ ივლისს გაიმართა. მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ განზრახული საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის განვითარება," - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 14:57

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ნაბიჯს ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთ დადასტურებად განიხილავს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ნატო-ს მნიშვნელოვან წვლილს ამ პროცესში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები თანდათან უფრო ვითარდება და ამაზე ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებიც მიუთითებს, ხოლო საქართველო - ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი.

საუბრისას, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

საუბარი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, დემოკრატიული ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველსაყოფად, ძალისხმევას არ დაიშურებს.

შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ხოლო, საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

იენს სტოლტენბერგი თბილისშია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 13:59

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკურ საჭოსთან ერთად რამდენიმე წუთის წინ,   თბილისში ჩამოვიდა.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში  რიგით მეოთხეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაშიუპრეცედენტო შემთხვევაა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

8 სექტემბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა, ასევე გაიმართება სამუშაო ლანჩი გენერალურ მდივანთან და დელეგაციაში მყოფ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტი 2008 წ. 15-16 სექტემბერს განხორციელდა, რა დროსაც  ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. მაშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს წევრი სახელმწიფოები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოიხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში 2013 წლის 26-27 ივნისს განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. საბჭო მიესალმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველო თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისათვის შეაქეს და ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატეს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით და გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის საფუძველზე.

დღეს საქართველოს იენს სტოლტენბერგი ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 სექტემბერი 2016 10:23

ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7-8 სექტემბერს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში  რიგით მეოთხეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაშიუპრეცედენტო შემთხვევაა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

8 სექტემბერს დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პირისპირ შეხვედრა, ასევე გაიმართება სამუშაო ლანჩი გენერალურ მდივანთან და დელეგაციაში მყოფ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხებს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოს პირველი ვიზიტი 2008 წ. 15-16 სექტემბერს განხორციელდა, რა დროსაც  ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წლის 9-10 ნოემბერს გაიმართა. მაშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს წევრი სახელმწიფოები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, გამოიხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში 2013 წლის 26-27 ივნისს განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. საბჭო მიესალმა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველო თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმებისათვის შეაქეს და ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობისათვის მადლიერება გამოხატეს.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს. საბჭოს თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები. ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოზე განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი უფლებით და გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის საფუძველზე.

საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა.

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 16:31

საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა. ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის წვლილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში.ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაგეგმვის ძირითადი ჯგუფის სამუშაო შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 16:35

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში განთავსებულ ნატოს სახმელეთო სარდლობის (LANCOM) შტაბს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC), სამხედრო პოლიციის, გენერალური შტაბის J2, J3, J4, და J7-ის, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენლები შედიოდნენ.

ვიზიტის მიზანი "ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის გეგმის შემუშავება და ნატოს სწავლებების დაგეგმვის შესწავლა იყო.

ნატოს სახმელეთო სარდლობის ცამეტი წარმომადგენელი ქართულ მხარესთან ერთად  სწავლების გეგმის დოკუმენტის შემუშავებაზე სამი დღის განმავლობაში, 19-დან 21 ივლისამდე, მუშაობდა. სამუშაო შეხვედრა  ნატოს სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა პაოლო რიგიერომ გახსნა. მან ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით  “ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დახურვის ცერემონიის დროს კი, ნატოს სახმელეთო სარდლობის პოლიტიკურმა მრჩეველმა ჰაიდი მაიერმა ყურადღება ნატოს ვარშავის სამიტის შედეგებზე გაამახვილა  და აღნიშნა, რომ ნატო პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს, საქართველო კი ნატოსთვის გამორჩეული პარტნიორია.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი 10-დან 20 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ბრიგადის დონის სწავლების მიზანი ქართველი ოფიცრებისთვის ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ღონისძიების დაგეგმვაში ქართულ მხარესთან ერთად ნატოს მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო სარდლობა იზმირში (LANDCOM), და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრი (JFTC) მონაწილეობს.

გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:53

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველო - NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.
აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

აშშ-ის სენატი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:42

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატო-ს შესახებ რეზოლუცია (S.Res. 506), რომელიც ა.წ. 8-9 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს ვარშავის სამიტს და აშშ-ის მხრიდან ალიანსის შემდგომ მხარდაჭერას ეხება.

სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღიარებულია “საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუცია, თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები, და ასევე საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად დემოკრატიული და სამხედრო ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა“.

რეზოლუციაში ხაზგასმულია “ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ასევე აღნიშნულია ნატო-საქართველოს “ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის“ როლი საქართველოსა და ალიანსის წევრებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნულია, რომ უკრაინაში 2014 წელს რუსეთის ფედერაციის შეჭრის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონოდ კონტროლირებულ ტერიტორიებს ყირიმიც დაემატა.

რეზოლუცია მხარს უჭერს ნატო-ს ძალისხმევას, რომელიც ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეების დაძლევისკენ არის მიმართული და მოუწოდებს ალიანსის წევრებს ნატო-ს ვარშავის სამიტზე ერთობის და სოლიდარობის გაძლიერებისა, და უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.

აშშ-ის სენატის მიერ აღნიშნული რეზოლუციის მიღება და მასში საქართველოს მხარდამჭერი დებულებების ასახვა ნათლად ადასტურებს აშშ-ს კონგრესის ზედა პალატის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ბოლო პერიოდში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების აღიარებას.

ქართული ღვინო ვარშავის 2016 წლის სამიტზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 10:54

ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ასევე ქართული ღვინით გაუმასპინძლდება საკუთარ კოლეგებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე.

ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და ასევე მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

შეგახსენებთ, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა NATO -ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე  - ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

ვარშავაში ნატო-ს სამიტი ხვალ გაიხსნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 17:33

ხვალ ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა.  

მსოფოლი ლიდერების ვიზიტთან დაკავშირებით, პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური