იენს სტოლტენბერგმა თამთა ლიპარტელიანის ოჯახის წევრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 17:46
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა, ნორვეგიაში ანდრეს ბრეივიკის მიერ მოკლული ქართველი გოგონას, თამთა ლიპარტელიანის, ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გადაწყვეტილება ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა პრემიერთან შეხვედრის დროს მიიღო.

ლიპარტელიანების ოჯახთან შეხვედრას ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოში ვიზიტის ბოლოს გეგმავს.

NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 17:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნეს დღეს NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს. გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 

ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. 

ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. 

ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა NATO-ს საწვრთნელი ცენტრი გახსნეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 15:11

ირაკლი ღარიბაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა  NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გახსნეს.

გახსნის ცერემონიალზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი. 

ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. 

ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. 

ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

ცენტრის გახსნის ცერემონიალს უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილიც, დაესწრო. 

სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 14:03

ნატოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშილთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა. 

"ჩვენი თანამშრომლობა უკვე რამდენ წელს ითვლის. ჩვენ დახმარებას ვუწევთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რათა აამაღლოს თავისი კვალიფიკაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. დღეს ჩვენ ვაორმაგებთ თანამშრომლობას. წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც დამატებით გააღრმავებს ჩვენს ძალზედ მჭიდრო თანამშრომლობას. იგი საქართველოს და საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას აამაღლებს და უფრო თანამედროვეს გახდის. ის ასევე გააძლიერებს ნატო-სთან თანამშრომლობას, რათა ერთად შევიტანოთ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

"დღეს უკვე მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში" - იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 13:58

"დღეს უკვე მეტად ვხედავთ საქართველოს ნატოში და ნატოს საქართველოში" - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციი დროს გააკეთა. 

გენერალურმა მდივანმა საქართველოს წინსვლაზე ისაუბრა. 

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფომებს და ჩვენ ვხედავთ პროგრესს. ჩვენ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა გვაქვს, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, ნატოს გაზრდილი დასწრება საქართველოში და სწორედ დღეს ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაში. ამ ცენტრის ამოქმედება მრავალი ქვეყნაზე იქონიებს გავლენას და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად."

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:31
ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მორიგი შეხვედრა გამართა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
მათივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 
პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

იენს სტოლტენბერგმა გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალი შეამკო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:26

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

გენერალურმა მდივანი გმირთა მოედანზე მივიდა სადაც მან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მოგვიანებით კი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს შეხვდა. 

ნატოს გენერალურ მდივანს გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. იენს სტოლტენბერგმა დღეს საქართველოს საგარეო უწყებაშიც გამართა შეხვედრები.

იენს სტოლტენბერგი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:22

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გაიმართა. იანს სტოლტენბერგს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდგომ შეხვედრამ გაფართოებულ ფორმატში გადაინაცვლა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხი და ამ მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.

"ნატო"-ს გენერალურ მდივანი საქართველოს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2015 19:35

"ნატო"-ს გენერალურ მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველო ეწვია. იენს სტოლტენბერგი თბილისში საღამოს 19:30 წთ ჩამოფრინდა. "ნატო"-ს გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დახვდნენ. ალიანსის ხელმძღვანელის ჩამოსვლა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას უკავშირდება. ცერემონია ხვალ არის დაგეგმილი. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში "ნატო"-ს გენმდივანი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. ოფიციალური შეხვედრებისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.

სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება უკვე გაკეთდა. "ეს არ არის მხოლოდ გაცნობითი ვიზიტი. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმ არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციისთვის, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის იმ ფონზე, რომ მზადებაა "ნატო"-ს მორიგი მინისტერიალისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეხვედრები, რომელიც თბილისში გაიმართება. შეხვედრებზე შეჯერდება პოზიციები, იქნება განხილული საკითხები. პრობლემათა სპექტრი არის დიდი. პირველი, ეს არის უსაფრთხოების პრობლემები, რომელშიც იგულისხმება საოკუპაციო ზონებში არსებული ვითარება," - აცხადებს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნატო"-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა 11:30 საათზე გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. მთავრობის მეთაური "ნატო"-ს გენერალურ მდივანს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. , 14:00 საათზე, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ნატო"-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე "ნატო"-ს სასწავლო ცენტრს გახსნიან. 

 

თავდაცვის მინისტრის შეხვედრები უცხოური მედიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
შაბათი, 22 აგვისტო 2015 12:53

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, „ბლუმბერგი“, „რადიო თავისუფლება“, ასევე, ინტერვიუ  ჟურნალ  „ფორეინ ფოლისის“ მიმომხილველ მაიკ ჩეჩირესთან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში უცხოური მედია აქტიურად აშუქებს.

მედიის წარმომადგენლები ისეთი თემებით ინტერესდებიან, როგორებიცაა: საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის შედეგები და სამომავლო გეგმები, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის პროცესში.

თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ საქართველო არ აპირებს უარი თქვას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე. მინისტრის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დროებით შეფერხება შეძლო.  ვარშავის სამიტზე კი დასავლეთის ადეკვატური პასუხი საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე  უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ  საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, არამედ, მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.

უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თავდაცვის მინისტრისა და ეშტონ კარტერის შეხვედრით. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საუბარი იმ სამომავლო პროექტებს შეეხო, რომლებიც  აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას  2016 წლიდან ახალ ფაზაში გადაიყვანენ.

გვერდი 21/ 21-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური