„საზღვრებსა და ტერიტორიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის ბედი.“-პუტინი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 13:33

„საზღვრებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - ამ სათაურით გერმანული გამოცემა „ბილდი“ს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს აქვეყნებ. რუსეტის პრეზიდენტმა  ანგელა მერკელზე,ყირიმზე, ევროპაში აშშ-ის პოლიტიკაზე და ნატოს გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და ალიანსი ევროპაში „მეფობის“ სურვილის ქონაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ალიანსის აღმოსავლთით გაფართოება მსოფლიოში ვითარების დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავებას იწვევს.

,,არასად არ წერია, რომ ნატო-მ ქვეყნები აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს დამოკიდებულია გარდაუვალ პოლიტიკურ ნებაზე. მაგრამ ზოგს არ სურს წევრობა. ნატოს და ამერიკის შეერთებულ შეტატებს სურდათ სრული გამარჯვება საბჭოთა კავშირზე; მათ სურდათ ევროპაში სამეფო ტახტზე მარტო ჯდომა, მაგრამ ისინი სხედან და ჩვენ ვსაუბრობთ იმ კრიზისზე, რომელიც შეიძლება რომ ჩვენ არ გვქონოდა. ამ აბსოლუტური ტრიუმფისაკენ მისწრაფების სურვილი ასევე ჩანს ანტისარაკეტო თავდაცვითი შეიარაღების ამეირკულ გეგმაში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ტერორიზმის საფრთხეების შესახებაც ისაუბრა.

"რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც მთავარი შეცდომა იყო ნატოსთან ურთიერთობებში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყირიმის მოვლენებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ არღვევს.

„ყირიმის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ ირღვევა. გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენ არ გვიომია ყირიმში, არ ყოფილა სროლა, არავინ დაღუპულა. ჩვენმა ჯარისკაცებმა უბრალოდ ვერ უგულებელჰყვეს ყირიმელი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა.

რეფერენდუმზე, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა რუსეთის ფედერაციის ნაწილად ყოფნას დაუჭირა მხარი“- განაცხადა პუტინმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არ შეიძლება საზღვარზე თვითნებურად და უცერემონიოდ გადაადგილება, პუტინმა განაცხადა : „საზღვრებსა და ტერიტორიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის ბედი.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის დასრულებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 17:19

ნატოს გენერალურმა მდივანმა , იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ კორეას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და ბირთვული პროგრამის დასრულებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში ისაუბრა.

„ჩრდილოეთ კოერის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორიო უსაფრთხოებას და აშკარად არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ვგმობ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის და ბალისტიკური რაკეტის პროგრამის განვითარებასა და მუქარის გამომხატველ რიტორიკას“ - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ წყალბადის ბომბი გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისტორიაში პირველად, წყალბადის ბომბის მიწისქვეშ გამოცდა წარმატებით დასრულდა.
აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ტერიტორიასთან ახლოს 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

ჯერ კიდევ ნოემბერში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ირმწუნებოდა, რომ მისმა ქვეყანამ წყალბადის ბომბის შექმნაზე მუშაობა დაასრულა.

"ჩვენმა ქვეყანამ შეძლი ძლიერ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცეულიყო, რომელიც მზადაა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ნებისმიერ დროს გამოიყენოს ატომური და თერმობირთვული (წყალბადის) ბომბი“ - განაცხადა მან.

წყალბადის ბომბი ჩვეულებრივ ატომურ ბომბთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეუძლია.

ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარება, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 10:10

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლეს.

გიორგი მარგველაშვილმა დამდეგი ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და 2015 წელი  შეაჯამა.

„2015 წელს,  ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარება რამდენიმე  მნიშვნელოვანი მიმართულებით.   გვქონდა  შესაძლებლობა ბეჯითად  გვემუშავა  საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე.    გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. ერთად ვმუშაობთ დემოკრატიისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისათვის. ბეჯითად ვმუშაობთ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით, საქართველოს განსაკუთრებული როლის მნიშვნელოვნად იდენტიფიცირებისა და გაძლიერებისათვის.  საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მეტად დამკვიდრებისათვის, რომ ეს ადგილი მეტად სასარგებლო გავხადოთ მთელს მსოფლიოში  ჩვენი ყველა პარტნიორისათვის.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა 2016 წლის გამოწვევებზეც: 

„ჩვენ ერთად გვაქვს სამუშაო მნიშვნელოვან საკითხებზე, უსაფრთხოების გაძლიერებაზე მთელს  რეგიონში.  ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ, რათა  გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები და მშვიდობის შემდგომი განმტკიცება უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე გავაძლიეროთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომლებმაც მტკიცედ და ნათლად განაცხადეს საკუთარი დასავლური არჩევანის შესახებ.

ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, იმისათვის,  რომ დავძლიოთ კონფლიქტი უკრაინაში, მოვახდინოთ პროცესების სტაბილიზაცია სირიაში,  ვიყოთ უფრო აქტიურები ავღანეთსა და ერაყში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.  საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მიღწევაში.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა  დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადაუხადა საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ

დიპლომატიური კორპუსი, რომელიც  საქართველოში მუშაობს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თავისი აშკარა და ძალიან ნათელი ჩართულობით საქართველოს  დღის წესრიგის, განსაკუთრებით დემოკრატიული განვითარების  კუთხით.

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიესალმა ჩინეთის ახალ ელჩს, რომელმაც დღეს გიორგი მარგველაშვილს  რწმუნებათა სიგელი გადასცა და მას წარმატება უსურვა. სახელმწიფოს მეთაურმა  სიტყვით გამოსვლისას მწუხარება გამოთქვა და სინანულით გაიხსენა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დიპლომატი დავით ჭაჭუა.

გიორგი მარგველაშვილმა  კიდევ ერთხელ მიულოცა დამდეგი 2016 წელი დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლებს და მათ ბედნიერი შობა - უსურვა.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2015 18:30

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა დღეს 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ცენტრმა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგონებში 400-მდე შეხვედრა ჩაატარა და 20 ათასზე მეტ ადამიანს მიაწოდა ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

ანგარიშის წარდგენას ევროინტეგრაციის მინისტრი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ - იან კელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:58

ნატო-ს მინისტერიალის შედეგები შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა. იან კელის თქმით, ალიანსში მონტენეგროს მიწვევა საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება.

„ჩემთვის სასიხარულოა, რომ ნატო-ს მინისტერიალზე მონტენეგრომ მიიღო მიწვევა ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსში. საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ.

კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 10:25

კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის და MAP-ი რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად.
“ნატო-ს მინისტერიალის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მონტენეგროსთვის იღება ნატო-ში გაწევრიანების კარი, ეს ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რაც საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კომუნიკეში დადასტურებულია ის, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, როგორც სამხედრო კუთხით თავსებადობის ზრდის მიმართულებით, ასევე დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემის რეფორმირების მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაძლიერდება ძალისხმევა, რადგან მიზანი იყოს მიღწეული
“აღინიშნა საერთაშორისო სამშიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მნიშვნელობა და რაც ყველაზე მთავარია, ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება არის ძალაში და ჩვენ, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა ეს საბოლოო მიზანი აუცილებლად იქნას მიღწეული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა განცხადების იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, სადაც ალიანსი აღნიშნავს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისათვის. “არის ძალინ მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა აუცილებელი იარაღი, ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP-ი რჩება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოხატულებად”, – დასძინა კვირიკაშვილმა.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი 1-2 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. მან ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა მინისტრებთან და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

მონტენეგრო საქართველოს დასახმარებლად მზად არის - იგორ ლუკშიჩი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:02

მონტენეგრო საქართველოს დასახმარებლად მზად არის. ამის შესახებ მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ქართველმა ჟურნალისტმა კითხა ლუკშიჩს - დაუჭერს თუ არა მხარს მონტენეგრო საქართველოს წევრობას, მას შემდეგ რაც ალიანსის წევრი გახდება- .
"როგორც უნდა განვაცხადო, მონტენეგროს მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მთელი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვატარებდით ადრიატიკის ქარტიის სხდომას, ჩვენ ვსაუბრობდით კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიწვევაზე. ჩვენ გვსურდა ფორუმის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ დახმარების გასაწევად", - განაცხადა იგორ ლუკშიჩმა.

საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით-ალიანსი ოფიციალურ კომუნიკეს ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 13:46

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო მიესალმება იმ პროგრესს, რასაც მათი თქმით, საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. ალიანსის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა MAP-ის დახმარებით.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რაც წარმოდგენილია ნატო-საქართველოს კომისიის, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რათა მიუახლოვდეს ალიანსს და გააფართოვოს მისი როლი, როგორც გამოცდილი პარტნიორისა, ჩვენი თავდაცვის სისტემის მშენებლობაში“, - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში", - „ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს მნიშვნელობას ალიანსთან ერთად ამ პროცესის თვითმყოფადობისა და კომპლექსური მიზნების მიღწევაში. ჩვენ გავაგრძელებთ არსებული პაკეტის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას, რაც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს დახმარებას ალიანსის წევრობისათვის მზადებაში. რადგან ჩვენ ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის, შევისწავლით ახალ გზებს მხარდაჭერის გაძლიერებისთვის, მათ შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მიმჯართულებით და გავზრდით თანამშრომლობას თავდაცვასა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში".

ნატო აღიარებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისათვის, მათ შორის სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებში, ჯარის მოდერნიზებასა და თავდაცვით ინსტიტუტებში. 

"ვითვალისწინებთ ბოლოდროინედლ მოვლენებს მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შესახებ, მოვუწოდებთ საქართველოს შეინარჩუნოს ძალისხმევა რეფორმების განხორციელებაში, რის მხარდაჭერასაც ჩვენ განვაგრძობთ", - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში. 

იან კელი -ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 13:39

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას“,-ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება იან კელიმ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს უნდა მიიღონ.
“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკას და ვთვლით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც საჭიროა ნატოს წევრობისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.
მისივე თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს. ასევე უნდა გაგრძელდეს ნატოსთან თანამშრომლობა, რასაც, მისი თქმით, საქართველო დღემდე აკეთებს. “თუ მონტენეგროს მაპს მიანიჭებენ, ეს მხოლოდ გააძლიერებს მოსაზრებას, რომ ნატო ერთგულია თავისი პოლიტიკის, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა კვლავ ძალაშია, რომ ნატო აგრძელებს „ღია კარის“ პოლიტიკას. საქართველო ამ გზაზე დგას, ხოლო ჩვენ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით, რომლითაც დადასტურდა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი”, – აღნიშნა იან კელიმ.

"გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მისწრაფებებში"-იენს სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 13:34

ნატო საქართველოსთან მიმართებაში ახალ ვალდებულებებს აიღებს, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვას, გააჩნია თუ არა საქართველოს ყველა ინსტურმენტი ნატო-ში გასაწევრიანებლად და იქნება თუ არა ეს ასახული კომუნიკეში, რომელსაც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს მიიღებენ. 
"როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს ალიანსში გაწევრიანებისკენ, როგორც ეს აქამდე იყო. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს კარები კვლავ ღია რჩება. ჩვენ ეს დავადასტურეთ მონტენეგროს მიწვევით", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე განმარტებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან მუშაობას. 
"საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს ახორციელებს. მე ვიმყოფებოდი ქვეყანაში, მონაწილეობა მივიღე მომზადებისა და შეფასების ცენტრის გახსნაში. საქართველოსთან ერთად ერთობლივად ვმუშაობთ რიგ სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ ვაფართოვებთ პოლიტიკურ დიალოგს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას.
ჩვენ გამოვაქვენებთ კომუნიკეს, ავიღებთ ახალ ვალდებულებებს და გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს  მისწრაფებებში", - განმარტა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური