დღეს თბილისი საახალწლოდ განათდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 12:58

 დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე თბილისი საახალწლოდ განათდება. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
ახალ 2016 წელს საქართველოს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული.
ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა. წელს, 19 დეკემბერს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

თბილისში გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:25

თბილისის მერიაში მავნე გამონაბოლქვის შემცირების სამუშაოებზე მსჯელობდნენ. დავით ნარმანიამ საქალაქო სამსახურებისა და მერიაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებს წელს განხორციელებული სამუშაოები გააცნო და სამომავლო პროექტებზე ილაპარაკა.

2016 წელს დედაქალაქში 150 ეკოლოგიური ავტობუსის შემოყვანა იგეგმება - ამ პროექტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 30 მილიონი ევრო გამოყო.

"ვცდილობთ, რომ გამონაბოლქვისა და მავნე აირების შემცირების კუთხით ვიმუშავოთ. ამ თვალსაზრისით, 2016 წელი 2 პროექტით იქნება გამორჩეული. პირველი, ჩვენ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლებას ვიწყებთ. უკვე დამთავრდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან მოლპარაკებები და მათ თბილისისთვის 30 მილიონი ევრო გამოყვეს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი გვაქვს CNG გაზზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა. მეორე პროექტი ეს არის ლილოს ნაგავსაყრელის პოლიგონის ტერიტორიაზე გაზშემკრები სისტემის გაკეთება", - განაცხადა ნარმანიამ. 

დავით ნარმანიამ 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:50

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. 
თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან შედარებით, რომელიც 735 მლნ. 700 ათას ლარს შეადგენდა, 80 მლნ. 200 ათასი ლარითაა გაზრდილი. 
რაც შეეხება ბიუჯერის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს შენიშვნებს, მერის განმარტებით, ის შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. 
"10 დეკემბერს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის 2016 წლის ბიჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა საკრებულოში.
დაზუსტებულ პროექტში თბილისის საკრებულოს რეკომენდაციები, უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად, შეძლებისდაგვარად იქნა გათვალისწინებული. 
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ. 900 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2015 წლის თავდაპირველად დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებთან მიმართებაში, რომელიც შეადგენდა 735 მლნ. 700 ათას ლარს, გაზრდილია 80 მლნ. 200 ათასი ლარით", - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში კვლავ პრიორიტეტებად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასევე გამწვანების ღონისძიებები. 
"ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2016 წელს განსაზღვრულია 271 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (210 მლნ.) 61 მლნ. ლარით მეტია.
ამასთან, 13 ნოემბერს საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან შედარებით, გაიზარდა ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორიცაა გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში - 2 მლნ. 600 ათასი ლარით; ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება - 3 მლნ ლარით; კეთილმოწყობის ღონისძიებები რაიონებში - 4 მლნ ლარით. 
ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 214 მლნ. 300 ათასი ლარი, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (205 მლნ.) 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც:
3 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატი ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს; 300 000 ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 000 ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს. ასევე გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3 მლნ. 400 ათასი ლარი შეადგინა.
განათლებაზე გამოყოფილია 95,1 მლნ. ლარი, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე (92 მლნ. 633 ათასი) 2 მლნ. 500 ათასი ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამა გაიზარდა 106 800 ლარით, პროგრამას დაემატება ქალაქ თბილისის მერიის ხელოვნების სკოლებში იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეთა უფასო სწავლება.
გამწვანების ღონისძიებებისთვის 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, 2 მლნ ლარით მეტია განსაზღვრული, რაც ვერეს ხეობაში და პარკი მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის სამუშაოებზე მიიმართება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნახევარი მილიონი ხის კონკრეტულ მისამართები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2015 14:55

თბილისის მერია გამწვანებული ობიექტების ლოკაციების მისამართებს აქვეყნებს. რუკაზე კონკრეტულ მისამართებზე მითითებულია, თუ რამდენი ხე დაირგო.

 

დედაქალაქის მერის რჩევა ოპონენტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 16:37

დეპუტატებს უპასუხა დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანია ოპონენტებს აძლევს რჩევას - გავიდნენ თბილისში და მერიის მიერ დარგული ხეები ადგილზე ნახონ. შეგახსენებთ ,რომ 

დეპუტატები თბილისში დარგულ ხეებთან დაკავშირებით დავით ნარმანიას განმარტებებს სთხოვენ. 

"მერის გუშინდელ განცხადებას არცერთი თბილისელი არ დაიჯერებდა, როცა ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ 500 ათასი ხის ძირია თურმე უკვე დარგული თბილისს ტერიტორიაზე, არ ვიცი ეს ხეები სად არის დარგული, ვინ დარგო. ვიცი, რომ 500 ათასი ხე სად არის დარგული, ამას ვერ გავარკვევთ, მაგრამ 500 ათასი, ნერგი, ზრდასრული ხე რომ არის მოჭრილი და განადგურებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე თბილისის ყველა უბანში, ამაში დარწმუნებული ვარ,“ - განაცხადა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა.

პარლამენტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კი განაცხადა, რომ მერიამ უნდა გამოაქვეყნოს ის ადგილები, სადაც ნახევარი მილიონი ხე დაირგო.

ნარმანია 1 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 11:52

სასტუმრო "რედისონში თბილისის მერი დავით ნარმანია ერთი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. დედაქალაქის მერის ანგარიში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებულ სამუშაოებს მოიცავს. პრეზენტაციის დასაწყისში ნარმანიამ ის მთავარი პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომელიც დედაქალაქის მერიას გააჩნია.
დავით ნარმანიას თქმით, 240 მიუსაფარ პირზე თავშესაფარი გაკეთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა სამწლიანი გეგმა, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება. ასევე მომავალ წელს დედაქალაქში შემოიყვანენ 200-მდე ახალ ავტობუსს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იქნება ადაპტირებული. ერთ-ერთი გერმანული ფირმის დახმარებით, დედაქალაქში მუშავდება გენერალური გეგმა, ასევე წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს. 
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ მომენტისათვის სამ ხიდს თბილისში უტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ახალი გზა დაიგო.
დავით ნარმანიას თქმით, უახლოეს პერიოდში პუშკინის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დაიწყება. ამისათვის ტენდერი უკვე დასრულდა და მოხდება ორმხრივი მოძრაობის აღდგენა. 
ნარმანიამ ისაუბრა საბავშვო ბაღების შესახებაც და აღნიშნა, რომ 240-მდე ბავშვი წელს დამატებით მივიდა საბავშვო ბაღებში. მომავალ წელს იგეგმება ათი ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება.

"ერთი წლის განმავლობაში 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 11:53

"მიმდინარეობს გზების კაპიტალური მშენებლობა. ამ დროისათვის დასრულებულია შემდეგი ქუჩების კეთილმოწყობა - ელბაქიძის ქუჩა (ელბაქიძის აღმართი), თამარ მეფის გამზირი, თამარაშვილის ქუჩა, კოჯრისა და სამადლოს გზის მონაკვეთი, თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელი გზა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა (11 კმ), მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაგრძელებაზე არსებული ხიდები, მდინარე დიღმულაზე არსებული ხიდი და სხვა...  გრძელდება მუშაობა ბარათაშვილის, ზაჰესის და მუხათგვერდების ხიდების მოდერნიზაციაზე“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ  სასტუმრო "რედისონში” ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა.  

თბილისის მერის განცხადებით,  ერთი წლის განმავლობაში 1 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნებისმიერი სხვა წინა წლის მაჩვენებელს. 

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამს დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:47

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. საღამო ხანუქას დღესასწაულს (ებრაული, ტაძრის განახლების დღესასწაული) მიეძღვნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო.
საქველმოქმედო საღამოზე 200 ბილეთი გაიყიდა. ვახშამს ისრაელის დელაგეაციის წევრები, ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შემოსული თანხა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ანგარიშზე აკუმულირდა, საიდანაც, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება.
„ხანუქა გამარჯვების, სიახლის, განახლების სიმბოლოა და ამიტომაც, ჩვენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან ერთად, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ხანუქას დღესასწაულთან დაგვეკავშირებინა.
საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინ, ჩემი ისრაელში ვიზიტისას ჩვენს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მჭიდრო გახდა. ამჟამად ოთხი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ჯამში 60 მლნ დოლარის ღირებულების. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამარტივდეს ურთიერთობები, შეიქმნას ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო.
მინდა, ცალსახად აღინიშნოს, რომ ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და თბილისის მერია, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში ეს კავშირი გახდეს უფრო მტკიცე და ურყევი.
ასევე, მისასალმებელია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას შევძლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. საქველმოქმედო საღამო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ისრაელის სახლი, ისრაელის ქნესეთი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალურად საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისში ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.
საქველმოქმედო საღამოზე საუბარი მიმდინარე წელს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე.
საქველმოქმედო ვახშამზე აინთო ხანუქას პირველი სანთელი. დღესასწაული საქართველოში მეთორმეტე წელია აღინიშნება.

ვერეს ხეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია- დავით ნარმანია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 12:42

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, ვერეს ხეობაში ბიზნესცენტრები და საცხოვრებელი სახლები არ აშენდება.

როგორც ნარმანია ამბობს, ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 

ნარმანია ვერეს ხეობის განვითარების ახალ და უკვე გამარჯვებულ გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება. 

თბილისის მერის განცხადებით, 2016 წელს გაიხსენება 13 ივნისის მემორიალური დაფაც. 

წულუკიანის ბრალდებებს -ნარმანია პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 15:16

სოფელ დიღომთან დაკავშირებულ ბრალდებებს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, სოფელ დიღომში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მოგვარებულია.

„სოფელ დიღომში მიმდინარე წლის სამუშაოები ჯერ არ დაგვისრულებია, საგზაო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, სამუშაოები გაგვიჭიანურდა, ვინაიდან ერთ მონაკვეთზე წყლის ინფრასტრუქტურა GWP-ის მხრიდან, მეორე მონაკვეთზე სამუშაოები ასევე დაწყებულია, იყო კონტრაქტორ კომპანიასთან პრობლემები, რაც გადაწყდა, სხვა კომპანია ჩაენაცვლა, რომელიც სამუშაოებს აგრძელებს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.შეგახსენებთ ,რომ იუსტიციის მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის მერიის მიმართ სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური