თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 18:06

თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.მისი განცხადებით ყველა ადამიანის ვალია პატივი მიაგოს იუნკერთა ხსოვნას. 
„ყოველთვის უნდა გავიხსენოთ 23 თებერვალი, ის დღე როცა 1921 წელს განსაკუთრებული გმირობა და თავდადება გამოიჩინეს ჩვენმა თანამებრძოლებმა და თანამემამულეებმა, რომლებსაც მხოლოდ ერთდაერთი რამ ამოძრავებდათ, რომ თავიანთი სამშობლო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი. შესაბამისად ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. თითოეული ჩვენთაგანის ვალია გავიხსენოთ ისინი, პატივი მივაგოთ მათ ღირსეულად და გადავცეთ მომავალ თაობას ის საგმირო საქმეები, რაც მათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩაიდინეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია საპარლამენტო სიაში მოხვედრაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:28

წინასაარჩევნო პროცესი ერთი მთავარი საკითხი იქნება რომელსაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ.  

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კოალიცია ნელნელა დაიწყებს საპარლამენტო სიის ფორმირებას.

გადაინაცვლებენ თუ არა ისინი მინისტრების სავარძლებიდან, მათი ნაწილი ამ საკითხზე მოლაპარაკების მიმდინარეობას არ ადასტურებს. თუმცა, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ასეთი შეთავაზება იქნება, ის მზად არის გახდეს დეპუტატი.

დავით ნარმანია კი მისი საპარლამენტო სიაში მოხვედრის შანსზე აცხადებს, რომ მსგავს საკითხზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„რანაირი კითხვებია, ჯერჯერობით უახლოეს გეგმებში არ შედის,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარმანია გერგედავას დაფინანსების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:15

ისნის რაიონის პროკურორის შვილის დაფინანსების საკითხს დავით ნარმანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. თბილისის მერის განცხადებით თანხა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებიდან არ გამოყოფილა. „მე ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი მანიპულირება მოვისმინე ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა ის, რომ დაფინანსება არ განხორციელებულა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი თანხებიდან და მუხლიდან. კანონმდებლობა არ ზღუდავს იმას, რომ დაფინანსდეს და წახალისდეს სტუდენტი, რომელმაც წარმატებას მიაღწია და ერთერთ წარმატებულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნამდვილად მანიპულირებას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ნარმანიამ. 

თბილისის მერმა ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:23

დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მერმა შეხვედრაზე დამსწრე კომპანიის წარმომადგენლებს მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებაზე მიუთითა და სამუშაოების შესახებ, გეგმის წარმოსადგენად 7 დღიანი ვადა მისცათ.შეხვედრას , თელასისყაზტრანსგაზისაუთდორ.ჯისალმა+-ის , კავკასუს ონლაინისა და სილქნეტის წარმომადგენლები ესრებოდნენ. 

დედაქალაქის მერის განცხადებით,მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს თბილისის მერია გააკონტროლებს.

"ძირითადი სამუშაოები გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება, შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით წარმოებული მათი მხრიდან, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე და ზოგადად ქალაქის იერსახეზე ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება ზედამხედველობის სამსახურის მიერ," - განმარტა დავით ნარმანიამ.  

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი იხურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:47

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი , რომელსაც ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა იხურება. ამის შესახებ ცნობილი დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, იგეგმება ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ის ნაწილის გაერთიანება, შერწყმა, რათა არსებული რესურსები სწორად იქნეს მობილიზებული და გადანაწილებული - საქმიანობის ეფექტურობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით.

„გასულმა წელმა ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვეანალიზებინა და შეგვეფასებინა, თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს. დაგვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის! მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია - დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აღნიშნული ორგანიზაციის შექმნამ ოპოზიციის პროტესტი თავიდანვე გამოიწვია, მათი თქმით მეწარმეობის განვითარების კუთხით დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსებობა აუცილებელი არ იყო და ცენტრი მხოლოდ ალექსანდრე მარგიშვილის დასასაქმებლად შეიქმნა. მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ბიუჯეტი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა.

თბილისის განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:21

განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები შევიდა. გადაწყვეტილება  , თბილისის დღევანდელ მთავრობის სხოდმაზე განხდა ცნობილი. 

კოეფიციენტების მომატებაზე შეზღუდვებს გენ გეგმის შემუშავებამდე შემოიღებენ და გამონაკლისის წესით, ნებართვის გაცემაც მორატორიუმს დაექვემდებარება. 

დავით ნარმანიამ დაზიანებულ გზებზე და მათი რეაბილიტაციის გეგმაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 11:37

დაზიანებული გზები და მათი რეაბილიტაციის გეგმებზე ისაუბრა დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანიას განცახდებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 4 მილიონიან ტენდერზე, რომელთა ფარგლებშიც, კაპიტალურად შეკეთდება მდ. მტკვრის ორივე სანაპიროზე არსებული დაზიანებული გზები. ასევე, ერთ კვირაში, თბილისის მასშტაბით, დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები 6 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში.“ ვავალებ შესაბამის სამსახურებს - კეთილმოწყობის სამსახურს და რაიონულ გამგეობებს, რომ ტემპს და ხარისხს მივაქციოთ, როგორც წესი ყურადღება ერთის მხრივ და მეორე მხრივ ვიმუშაოთ ინტენსიურად, რათა დროულად მოვაწესრიგოთ გზები, დრულად აღვადგნინოთ დაზიანებული გზების საფარი. ზედამხედველობა განხორციელდება აუცილებლად, როგორც მუნიციპალური ლაბორატორიის მხრიდან, ასევე ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან. მე პირადადაც ხშირად დავდივარ და ვამოწმებ საგზაო სამუშაოებს სხვადასხვა უბნებში, მათ შორის მოულოდნენ რეჟიში და ეს შემომწმებები აუცილებადფ გაგრძელდება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 13:44

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 
დედაქალაქის მერიაში გამართულ პრეზენტაციას, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი უძღვებოდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, გასულ წელს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა აქტიურად იმუშავა, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის და ურბანული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად დედაქალაქში კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. 
თბილისის მერმა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს 2016 წელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა. 
„2015 წელი ძალიან დატვირთული იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციიის მიმართულებით, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული, მათ შორის, საგზაო პროექტები, ამასთან, სამსახური აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებში, რეაბილიტაციასა და დაზიანებული გზის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა კაპიტალური პროექტი კეთილმოწყობის სამსახურის მიერ განხორციელდა. რაც შეეხება 2016 წელს, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის დაფინანსება გაზრდილია როგორც საინჟინრო, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. შესაბამისად 2016 წელს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი დროულად დავიწყოთ და განვახორციელოთ. აქვე, სამსახურს გავუმეორებ სამ დავალებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც მუდმივად არსებობს, პირველი ესაა - პროექტების დადგენილ ვადებში განხორციელება, რაზეც მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება, მეორე - პროექტების ხარისხიანად შესრულება, ნებისმიერ კონტრაქტორს უნდა მოვთხოვოთ სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება, მესამე დავალება კი ეს არის პარალელურ რეჟიმში ახალ პროექტებზე მუშაობა“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
2015 წლის ანგარიშში წარმოდგენილი იყო სამსახურის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე, ინფორმაცია გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
2015 წელს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტმა 231 785 696, 00 ლარი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში შეკეთდა 1 089 419,49 მ2 ფართის გზის საფარი, აქედან 802 365,48 მ2 კაპიტალურად, სულ 91 მისამართზე, ხოლო 127 538,74 მ2 ორმოული შეკეთების ფარგლებში. 
ამასთან, თბილისის ავარიული საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება–გაძლიერების სამუშაოები დასრულებულია 44 ობიექტზე. 
გასულ წელს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: 13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზიანებული გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის (ჭ. ამირეჯიბის ქუჩა) სრული აღდგენა-მშენებლობა, ავარიული ხიდების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა - მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაყოლებაზე არსებული ავარიული ხიდების რეაბილიტაცია, მარშალ გელოვანის გამზირზე არსებული ხიდის დემონტაჟი და ახლის აშენება, დაიწყო ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეაბილიტაცია. 
თემქიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი გზა გაფართოვდა და ოთხზოლიანი საავტომობილო კვანძი მოეწყო, ასევე, კაპიტალურად შეკეთდა თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, საგზაო სამუშაოები განხორციელდა დადიანის, ჯავახიშვილის (ელბაქიძის აღმართი), თამარაშვილის ქუჩებზე, ასფალტის ახალი საფარი დაიგო ჭავჭავაძის გამზირზე და წყნეთის გზატკეცილზე. 
კეთილმოწყობის სამსახურის მიერ, ლილოს დასახლებაში აშენდა მიუსაფართა თავშესაფარი. დაიწყო ვეტერანთა პარკში მედიათეკის მშენებლობა. განხორციელდა ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია.
დედაქალაქის მასშტაბით დაიწყო გარე-განათების ახალი ქსელის მოწყობა. მიმდინარე პერიოდში მოეწყო 1 015 ახალი განათების ბოძი და შეიცვალა 2 761,00 სანათი. სრულად შეიცვალა განათება თბილისის სატელევიზიო ანძაზე და ახალი, 194 ცალი ფლეშ-სანათი დამონტაჟდა.
აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ხორციელდება 11 646 457,00 მ2 - ქუჩების და მოედნების დაგვა-დასუფთავების სამუშაოები. 4 870 600 მ2 შიდა კვარტალური ქუჩებისა და ეზოების დასუფთავების სამუშაოები და 2 001200 მ2 ხევებისა და ფერდობების ყოველთვიური დასუფთავება.

 

ნარმანია "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 15:56

ქალაქის მერი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს პასუხობს. 

დავით ნარმანიას თქმით ოპოზიციამ პასუხისმგებელი პირები სწორად ვერ განსაზღვრა. თბილისის მერის განცხადებით გაგარინის ქუჩაზე ტექნიკური დაზიანება მოხდა და ზარალს მთლიანად ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი აანაზღაურებს.

“ყველა საკითხზე მერიის პასუხისმგებლობის დაყენება და მერიისთვის პასუხის მოთხოვნა ჩემი აზრით არასწორია. კონკრეტულ საკითხებს ყავს კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები, ამიტომ უმჯობესია სწორად განსაზღვრონ პასუხისმგებელი პირები,”-აცხადებს დავით ნარმანია. 

პრემიერმა ნარმანიას თხოვნით მიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 10:04

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არსებობამდე, გარდამავალ პერიოდში განსაზღვრული თამაშის წესები უნდა არსებობდეს, - შესაბამისი თხოვნით პრემიერმა თბილისის მერს სამუშაო შეხვედრაზე მიმართა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ პერიოდში არ მოხდეს ისეთი ნებართვების გაცემა, რომელმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს გარემოს, საცხოვრებელ ან სარეკრეაციო ზონას.

პრემიერმა დავით ნარმანიას თბილისის სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში წარმოდგენა სთხოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური